| From : | INFORM <inform.ge@gmail.com> |
| To : | Giorgi Kvirikashvili; dkumsishvili@economy.ge; kakha kala; Ilia Eloshvili; ttsulukiani@justice.gov.ge; ggakharia@mia.gov.ge; Sozar Subari; m.bakhtadze@mof.ge; Mikheil Janelidze; mchkhenkeli@mes.gov.ge; Z Alavidze; Victor Dolidze; mikheil.giorgadze@culture.gov.ge; David Sergeenko; Tariel Khechikashvili; ლევან დავითაშვილი; Levan Davitashvili; Kakhaber Kakhishvili; Gigla Agulashvili; Ketevan Tsikhelashvili; lizoria@mod.gov.ge; newsnews299@gmail.com; Nino Giorgobiani; Nikoloz Lachkepiani; Mako M; Khatuna Ivanishvili; Gabriel Tsulaia; Beqa Davituliani; mtskitishvili@gov.ge; kirvalad@yahoo.com; zurab_abashidze@hotmail.com; Tedo Japaridze; Natia Kukuladze; Natia Lzashvili; Sopo Mosidze; manana toqma; smdinaradze@gmail.com; Eliso Khachapuridze; ketevandolidze@hotmail.com; Nini Qvatadze; nincho.nemsadze@gmail.com; irina tevdorashvili; Irakli Kobakhidze; Eka Beselia; Zviad Kvatchantiradze; George Volski; Sophie Sopo; ikseso2005@yahoo.com; gphophkhadze@parliament.ge; mamuka mdinaradze; Irina Pruidze; Akaki Zoidze; a.kantaria@mail.ru; Roman Kakulia; Irakli Tripolski; ბიძინა გეგიძე; Zaza Khutsishvili; ngoguadze@hotmail.com; Levan Gogichaishvili; ბექა ოდიშარია; ირაკლი აბუსერიძე; davit tchitchinade; Beka.natsvlishvili@yahoo.com; Giorgi Mosidze; Mariam Jashi; khabareli@mail.ru; Ilia Tsulaia; მიხეილ ყაველაშვილი; Zaza Gabunia; Koba Kobaladze; ლევან კობიაშვილი; Levan Koberidze; რომან მუჩიაშვილი; Gmacharashvili@parliament.ge; დავით სონღულაშვილი; ირაკლი შიოლაშვილი; Gela Samkharauli; Ираклий Хахубия; Otari Danelia; irakliberaia_dsc@yahoo.com; Irakli Beraia; Merab Kvaraia; ედიშერ თოლორაია; Goga Gulordava; Irakli Mezurnishvili; გიორგი თოთლაძე; იოსებ მაკრახიძე; პაატა მხეიძე; Giorgi Begadze; mirzoevs@yahoo.com; გოდერძი ჩანქსელიანი; Gogi Meshveliani; Kakha Okriashvili; Lamia Gumbatova; Tamaz Naveriani; gocha enukidze; Nino Tsilosani; Archil Talakvadze; Genadi Margvelashvili; otto otto; Elguja Gotsiridze; Koba Lursmanashvili; shalvakiknavelidze@yahoo.com; Paata Kvizhinadze; grigol.mikeladze@mail.ru; გრიგოლ ლილუაშვილი; სულხან მახათაძე; კობა ნარჩემაშვილი; Tsotne Zurabiani; Fati Khalvashi; Nukri Bejanidze; ილია ნაკაშიძე; gia kopadze; enzelmkoyan@gmail.com; Tamar Chugoshvili; Tamuna Khulordava; Sophiko katsarava; Kakha Kuchava; zviad64@hotmail.com; Gia Jorjoliani; Ikovzanadze@parliament.ge; Archil Khabadze; Xabelovileri@yahoo.com; vjafaridze@mail.ru; Isko Daseni; Dimitri Samkharadze; miriantsiklauri@yahoo.com; g.kakhiani@yahoo.com; Dimitri Tskitishvili; bukiagiga@yahoo.com; გიგა ბუკია; Rati Ionatamishvili; Sos Sos; Endzela Matchavariani; gio ben; Karlo Kopaliani; Gugili Magradze; ruslan pogosyan; mahir darziev; sam.s.manukyan@gmail.com; Shota Shalelashvili; Temur Kokhreidze; Davit Matikashvili; george khatidze; aokhanashvili@parliament.ge; gretalini@yahoo.com; ana gochashvili; koka kandiashvili |
| Subject : | ინფორმაცია ინფლაციასა და ვალუტის კურსთან დაკავშირებით |
| Received On : | 13.12.2017 11:48 |
| Attachments : |
გიგზავნით ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებულ ინფორმაციას ინფლაციასა და ვალუტის კურსთან დაკავშირებით:
საკომუნიკაციო მესიჯები:
· ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია. ის დამოუკიდებლად ატარებს ისეთ მონეტარულ პოლიტიკას და იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საჭიროა საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობისათვის.
· ეროვნული ბანკი უყურებს ინფლაციის პროგნოზს საშუალოვადიან პერიოდში და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. საშუალოვადიან პერიოდი 2-3 წელია. 2013 წლიდან საშუალო წლიური ინფლაცია 3%-ზე ნაკლებია.
· ეროვნული ბანკის მიზნობრივი მაჩვენებელი 2018 წლიდან 3%-ია. ბაზრებზე შოკები მუდმივად არსებობს და, ამდენად, ინფლაციის ერთი და იგივე კონკრეტული მნიშვნელობის მიღწევა ყოველ თვე შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, ინფლაციის თარგეთირების პირობებში, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდზეა გათვლილი. ეს იმას ნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, შოკების გამო, ინფლაცია თითქმის ყოველთვის განსხვავებული იქნება მიზნობრივი დონისგან (ის ზოგჯერ იქნება მიზნობრივზე უფრო მაღალი, ზოგჯერ კი - მიზნობრივზე უფრო დაბალი. როგორც ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, ის გააკეთებს ყველაფერს, რათა ინფლაცია საშუალოვადიან პერიოდში 3%-თან ახლოს იყოს.
· ბიუჯეტის დეფიციტი არის დაბალი წელს და ის კიდევ უფრო მცირდება მომავალ წლებში, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამითაც არის გათვალისწინებული. ამდენად, ბიუჯეტის არსებული დეფიციტი ინფლაციაზე უარყოფით გავლენას არ ახდენს. მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულების მიხედვით, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია. ეს არ ნიშნავს, რომ ინფლაცია მუდმივად 3% იქნება, არამედ იმას, რომ ინფლაციის საშუალო მნიშვნელობა 2-3 წლის მანძილზე სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს იქნება.
· მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე- მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ შესაძლებელია მოკლევადიან პერიოდში ეკონომიკურ ზრდაზე მცირე გავლენა მოახდინოს, მაგრამ დროზე გამკაცრებული პოლიტიკა დადებით გავლენას მოახდენს გრძელვადიან ზრდაზე. ჩვენი მიზანი კი სწორედ სტაბილური გრძელვადიანი ზრდაა, რაც იწვევს დასაქმების ზრდასა და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
საკომუნიკაციო მესიჯები ვალუტის კურსთან დაკავშირებით:
· საქართველოში, როგორც ყველა განვითარებულ, ღია ეკონომიკის ქვეყანაში, მოქმედებს მცურავი კურსი. მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი საქართველოს ტიპის ღია და მცირე ზომის ეკონომიკისთვის უზრუნველყოფს ეკონომიკის და დასაქმების სტაბილურობას და ზრდას.
· მოსახლეობისა და ბიზნესისათვის მნიშვნელოვანია კურსის გრძელვადიანი სტაბილურობა, რაც მცურავი კურსის პირობებში მიიღწევა დაბალი ფისკალური დეფიციტისა და ფასების სტაბილურობასთან ერთად.
· ლარის მოკლევადიანი მერყეობა ნორმალური, მცურავი კურსისთვის დამახასიათებელი ქცევაა. თავის მხრივ მოკლევადიანი მერყეობა უზრუნველყოფს კურსის გრძელვადიან სტაბილურობას; მცურავი კურსი არის ყველაზე სტაბილური გრძელვადიან პერიოდში.
· ჩვენი შეფასებით, კურსის ბოლოდროინდელი გაუფასურების ძირითადი მიზეზი მოლოდინები იყო, რასაც როგორც ვაჭრობის მონაცემებიდან ჩანს, ხელს უწყობდა ნოემბერში იმპორტის შედარებით გააქტიურება და ტურიზმით გამოწვეული სეზონურობა. სავალუტო ბაზრის განვითარებასთან ერთად, სეზონურობის ფაქტორიც გაქრება. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ არის გარკვეული ძვრები ფორვარდული ოპერაციების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს მომავალში სეზონური ფაქტორების განეიტრალებას.
ინფორმაციისთვის:
მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას მაღალი და სტაბილური ეკონომიკური ზრდა უზრუნველყოფს, რისთვისაც ფასების სტაბილურობა არის აუცილებელი პირობა.
საქართველოს შემთხვევაში, ფასების სტაბილურობა გულისხმობს საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის 3%-თან ახლოს ყოფნას. თუ ეროვნული ბანკი ხედავს, რომ ფასების ზრდა მიზნობრივზე (3%-ზე) მეტა. ის გაამკაცრებს მონეტარული პოლიტიკას, ხოლო თუ მოსალოდნელი ინფლაცია მიზნობრივზე უფრო ნაკლებია, მაშინ შეარბილებს მონეტარული პოლიტიკას. ასეთი ქცევით, ეროვნული ბანკი ინფლაციას ეტაპობრივად დაუახლოებს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს. ამ რეჟიმს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი ეწოდება. ინფლაციის თარგეთირებით ფასების სტაბილურობა ყველაზე დაბალი საზოგა¬დოებრივი დანახარჯებით მიიღწევა, ხოლო გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა სხვა ალტერნატივებთან შედარებით ყველაზე მაღალი და სტაბილურია.
ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის დროს, ეგზოგენური ფაქტორების არსებობისას, ცენტრალური ბანკი უშვებს ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრას თუ ეს ფაქტორები არ ახდენს გავლენას ინფლაციის გრძელვადიან ტრენდზე. მაგალითად, 2017 წელს ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 4%-ია, ხოლო ინფლაცია ოქტომბერში 6.4% იყო. მიუხედავად იმისა, რომ მიზნობრივზე მაღალი ინფლაცია მოსალოდნელი იყო, ეროვნულმა ბანკმა არ გაამკაცრა პოლიტიკა რადგან ერთჯერადი ფაქტორების გავლენა დაახლოებით 2.5% იყო, ხოლო მის გარეშე ინფლაცია 3.9%. საქართველო ინფლაციის თარგეთირებაზე 2009 წლის ბოლოდან გადავიდა და მას შემდეგ ინფლაციის საშუალო წლიური მაჩვენებელი 3.5%-ია.
როდესაც ცენტრალური ბანკი ამკაცრებს ან არბილებს მონეტარულ პოლიტიკას მაშინ, როდესაც ამის საჭიროებაა და ამას აკეთებს გამჭვირვალედ, მაშინ გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთები ყველაზე დაბალია. მაგალითად, თუ საჭიროა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და ეროვნული ბანკი ქმედებას დააგვიანებს, მაშინ მომავალში პროცენტის უფრო მეტად აწევა იქნება საჭირო, ვიდრე ეს დროული რეაგირების დროს იქნებოდა აუცილებელი. გრძელვადიანად დაბალი საპროცენტო განაკვეთები, თავის მხრივ, ხელს უწყობს ინვესტიციებსა და ეკონომიკურ ზრდას. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ცენტრალურ ბანკებს მინიჭებული აქვთ დამოუკიდებლობა, რათა ეკონომიკურ აგენტებმა იცოდნენ, რომ ეროვნული ბანკი გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მისი მანდატის შესაბამისად, რაც, თავის მხრივ, აუმჯობესებს გრძელვადიან მოლოდინებსა და ეკონომიკურ ზრდას.
გადაწყვეტილების მისაღებად, ეროვნული ბანკი აკეთებს ინფლაციის პროგნოზს. დღევანდელი პროგნოზით, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ბოლოდროინდელმა გაუფასურებამ ინფლაციის მოლოდინების ზრდა გამოიწვია, რამაც გაზარდა ინფლაციის პროგნოზირებული მაჩვენებელი. ამის საპასუხოდ, ეროვნული ბანკი ამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას ისეთ დონემდე, რომ გაანეიტრალოს კურსის გაუფასურებისაგან გამოწვეული ინფლაციის მოლოდინების გავლენა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.25%-ით გაიზარდა.
განაკვეთის ზრდით ძვირდება ლარის მცურავი განაკვეთის სესხები, თუმცა, ცალკეულ სესხზე გავლენა მცირეა. მაგალითად: 50 ათასი ლარის 5 წლიან იპოთეკურ სესხზე, 0.25% განაკვეთის ზრდა (10.5%-დან 10.75%-მდე) იწვევს ყოველთვიური გადახდის მხოლოდ 6 ლარით მატებას (1,075-დან იზრდება 1,081-მდე);
ეროვნული ბანკის მიერ პოლიტიკის ეტაპობრივი გამკაცრება/შერბილება ახდენს ეკონომიკური ციკლების დასტაბილურებას, რაც ხელს უწყობს გრძელვადიან სტაბილურ ზრდას. ნორმალურ სიტუაციაში (ანუ თუ არ გვაქვს კრიზისული პერიოდი, ეკონომიკის გადახურება და მსგავსი), მონეტარული პოლიტიკის დროული გამკაცრება/შერბილების ეფექტი მოკლევადიანი ეკონომიკურ ზრდაზე ფაქტიურად შეუმჩნეველია.