From : Nana Kavtaradze <nana@moh.gov.ge>
To : David Sergeenko
Subject : ინფორმაცია საგარეოდან WHO გენ. დირექტორის კანდიდტურის მხარდაჭერის თაობაზე
Cc : Nino Berdzuli
Received On : 13.02.2017 07:58

ბატონო დავით, დღეს დაგვიკავშირდა საგარეო საქმეთა სამინისტრო. 12:30 სთ-ზე ბ-ნ დავით ზალკალიანთან იმართება შეხვედრა ბრიტანეთის ელჩთან შემდეგ საკითხზე: 25 იანვარს WHO-ს აღმასრულებელმა საბჭომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე წარდგენილი 6 კანდიდატიდან შეარჩია შემდეგი 3 კანდიდატი: 1. ეთიოპია - პროფ. ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი; 2. პაკისტანი - ქალბატონი სანია ნიშტარი; 3. გაერთიანებული სამეფო - ბატონი დავიდ ნუნეს ნაბარო. საქართველოს მიერ მხარდაჭერილი საფრანგეთის კანდიდატურა - ბატონი დუსტ-ბლაზი არ იქნა არჩეული short-list-ში. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრიტანეთის ელჩს უნდა მიაწოდოს ჩვენთან შეთანხმებული საქართველოს პოზიცია, მხარს დაუჭერს თუ არა მათ კანდიდატურას. საგარეოს პოზიციით წარმოდგენილი 3 კანდიდატურიდან საქართველოსთვის პოლიტიკურად მიზანშეწონილია სწორედ ბრიტანეთის კანდიდატურის გამარჯვება, რადგან ეს ქვეყანა მხარდაჭრას უწევს საქართველოს ბევრი მიმართულებით, განსხვავებით short-list-ში გასული 2 სხვა ქვეყნიდან. საგარეოს გადავეცი, რომ თქვენ დელეგაციასთან შეხვედრაზე იმყოფებით და შეხვედრის დასასრულს მოგახსენებდით აღნიშნულის თაობაზე, თუმცა, რადგან თემა სასწრაფოა, ჯანდაცვის სამინისტრო იმ კანდიდატურას დაუჭერს მხარს, რომელიც პირველ რიგში ქვეყნისთვის პოლიტიკურად მიზანშეწონილია და იზიარებს ამ მხრივ საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციას, WHO-ს გენ. დირექტორის თანამდებობაზე ბრიტანეთის კანდიდატურის მხარდაჭერის თაობაზე. პატივისცემით, ნანა