| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | David Sergeenko; Zaza Bokhua; gtvalavadze@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze; Kakhaber Dzimistarishvili |
| Subject : | ინფორმაცია სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე |
| Received On : | 13.06.2018 05:36 |
ბატონო დავით, კოლეგებო,
გაცნობებთ, რომ სარჩელი: ზურაბ იჩქიტიძის, ილია ჭუმბაძის, ხათუნა გრიგალაშვილის, გიორგი მამუკელაშვილის, თეონა კახიანისა და ნათია კახაძის_ სარჩელზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ - პირველ ინსტანციაში დასრულდა სამინისტროს სასარგებლოდ.
დავის საგანი:
1. „იმ ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა მიერ გაცემული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობით მის მფლობელს უფლება აქვს, საქართველოში განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა შესაბამის სპეციალობაში (სპეციალობებში) სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე და იმ ქვეყნების ნუსხის, რომელთა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის პროგრამა შეესაბამება სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 28 ივნისისის №01-42/ნ ბრძანებით დამტკიცებული „იმ ქვეყნების ნუსხა, რომელთა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის პროგრამა შეესაბამება სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს“ (დანართი -2) - ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შინაარსი -- „იმ შემთხვევაში, როცა უცხოეთში მიღებული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) ხანგრძლივობა ნაკლებია საქართველოში მოქმედ შესაბამისი საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობაზე და/ან პირს უცხოეთში დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) მიღებული აქვს კლინიკური ასპირანტურის ან კლინიკური ორდინატურის ფორმატში, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების მიზნით, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვალდებულების გარდა, ასევე, აუცილებელია, საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობის ფლობა, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესის მიხედვით.“
საქმის განხილვის შედეგი: მოქალაქეთა სარჩელი არ დაკმაყოფილდა
საქმის განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
პროცესის გამართვის თარიღი: 12.06.2018 წ. (გადაწყვეტილების გამოცხადება)
გადაწყვეტილების გასაჩივრება: გადაწყვეტილება შესაძლებელია გაასაჩივროს მხარემ მისი ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე