From : sopo umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : ინფო
Cc : Zaza Sopromadze; Nino Berdzuli; kdzimistarishvili@moh.gov.ge; Nino Shubladze; mdarakhvelidze@moh.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; gtvalavadze@moh.gov.ge
Received On : 16.05.2017 05:35

მოგესალმებით, მოგვმართა მოქ. მიხეილ ხურციძემ (ტელ.571209748), რომელმაც მოგვაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქუთაისში ავტოქარხნის ბავშვთა სააავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ტუბის ეზოში (ტოლბუხიძის ქუჩაზე) პერიოდულად წვავენ სავარაუდოდ სამედიცინო ნარჩენებს, რის გამოც, შეუძლებელი ხდება სუნთქვა იმათთვის, ვინც ამ ტერიტორიასთან ახლოს ცხოვრობს, ასევე ჩივის ბავშვთა საავადმყოფოს მედპერსონალიც. როგორც საკონტაქტო პირი გადმოგვცემს, ამ ეტაპზე უფრო გაუარესდა მდგომარეობა, ამიტომ მოსახლეობამ მიმართა ქალაქის ადმინისტრაციას და ტელევიზიას, ითხოვენ რეაგირებას. ასევე ითხოვენ ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობას. პატივისცემით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ღონისძიებათა დაგეგმვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი სოფიო უმიკაშვილი