From : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
To : Nino Berdzuli; David Sergeenko; Zaza Sopromadze
Subject : იოდურიის კვლევა
Cc : mdarakhvelidze@moh.gov.ge
Received On : 07.10.2017 12:10
Attachments :

ბატონო დავით, ქალბატონო ნინო, ბატონო ზაზა,

 

გუშინ ჩვენთან ჩატარდა იოდურიის კვლევის შედეგების პირველადი განხილვა, რომელსაც სამინისტროდან ესწრებოდნენ ქალბატონები მარინა დარახველიძე, ეკა ფესტვენიძე და ჯანდაცვის დეპარტამენტის, ასევე პროფესიული საზოგადოებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

მოგეხსენებათ რომ ეს კვლევა ჩავატარეთ გაეროს ბავშთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერითა და იოდდეფიციტის საერთაშორისო ქსელის ექსპერტული დახმარებით.

 

გიგზავნით პროექტის ძირითადი მიგნებების ქართულ თარგმანს და რეკომენდაციებს. მთლიანი ანგარიში იქნება მოგვიანებით. ასევე მომავალ კვირაში გამოვგზავნით ოფიციალურ მოხსენებით ბარათსა და დამატებით მასალებს. როგორც ძირითად მიგნებებში იხილავთ სურათი იოდდეფიციტთან დაკავშირებით მარილის მანდატორული იოდიზაციის შემდეგ საკმაოდ პოზიტიური და დამაიმედებელია. ანუ შედეგები სახეზეა. ალბათ სასურველი იქნება ამ ანგარიშის უფრო ფართოდ განხილვა და შესაბამისი ფორმით მიწოდება საზოგადოებისთვის.

 

პატივისცემით

 

ამირანი