ბატონო დათო;
იუსტიციამ გადმომიგზავნა მეილი ამ კარგ ამბავთან დაკავშირებით, თქვენც გაყენებთ
საქმის კურსში, ზაზა მიდის იუსტიციაში 17:30-ზე
საქართველომ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე წარმატებული ქვეყნებს
შორის - პირველ კალათაში გადაინაცვლა
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლისათვის გატარებული
ღონისძიებებით საქართველო ყველაზე წარმატებულ ქვეყნებს შორის მოხვდა. ამის
შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2016 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
საქართველომ 1-ლ კალათაში გადაინაცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო
აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს და მთავრობა სისტემატურად
ახორციელებს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს.
ტრეფიკინგთან ეფექტიანი ბრძოლის კუთხით საქართველო ადგილს იკავებს
ევროკავშირის ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიცაა: ......
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შედეგები იუსტიციის სამინისტროში
გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე იუსტიციის, შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის
სამინისტროებისა და პროკურატურის ხელმძღვანელებმა წარადგინეს. (დაზუსტებული
სია გვექნება აქ ცხადია, ეს პირობითია, სანამ ზუსტად გვეცოდინება ვინ მოდის)
აშშ-ის სახელმწიფო ანგარიშში პოზიტიურად ფასდება როგორც ტრეფიკინგის
შემთხვევების გამოძიების, ისე პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და თანამშრომლობის
კუთხით გატარებული ქმედებები. აღნიშნულია, რომ „საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსი“ ითვალისწინებს საკმაოდ მკაცრ სანქციებს ტრეფიკინგის
დანაშაულისთვის, რაც საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საკანონმდებლო ბაზის განვითარებას, კერძოდ,
მიგრაციის შესახებ კანონის მიღებას, მიგრაციის 2016-2020 წლების სტრატეგიისა და
2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცებას, რომლებიც არალეგალურ
მიგრაციასა და ტრეფიკინგთან ბრძოლის საკითხებსაც მოიცავს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასახულია პროგრესი ტრეფიკინგის
სრულწლოვან და არასრულწლოვან მსხვერპლთათვის შეთავაზებულ სხვადასხვა სახის
სერვისზე, თავშესაფრებსა და კომპენსაციაზე, ყურადღებაა გამახვილებული მოწმეთა და
დაზარალებულთა კოორდინატორებზეც, რომლებიც ტრეფიკინგის გამოძიების პირველივე
წუთებიდან ჩაერთვებიან საქმეში, კონსულტაციებს გაუწევენ ტრეფიკინგის მსხვერპლთა
და დაზარალებულებს, მიაწვდიან მათ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმის
მსვლელობასთან დაკავშირებით.
აშშ პოზიტიურად აფასებს კანონს მიუსაფარი ბავშვების შესახებ, რომელიც იუსტიციის
სამინისტრომ მოამზადა და რომელიც უკვე დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა.
კანონი სხვა საკითხებთან ერთად ეფექტურად იცავს ქუჩაში მცხოვრებ ან/და მომუშავე
ბავშვებს ძალადობისა და ტრეფიკინგისაგან.
ანგარიშში საუბარია საინფორმაციო კამპანიაზე, რომელსაც სახელმწიფო არასამთავრობო
სექტორთან ერთად ტრეფიკინგის ეფექტური პრევენციისათვის ატარებს. აღნიშნულია,
რომ სახელმწიფო სულ უფრო აქტიურად მონაწილეობს მასში როგორც ფინანსური, ისე
ადამიანური და ინფრასტრუქტურული რესურსის მხრივ. აშშ-ის სახელმწიფო
დეპარტამენტი დადებითად აფასებს იუსტიციის სამინისტროს მიერ პრევენციული
ღონისძიებების განსახორციელებლად ყოველწლიური საგრანტო კონკურსის პრაქტიკას.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ პროგრესი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში
უწყებათაშორისი საბჭოს ეფექტური მუშაობის შედეგია, რომელსაც საქართველოს
იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და რომლის შემადგენლობაში შედიან ყველა
შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები.
საქართველოს მოხვედრა პირველ კალათაში უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოსთვის
შემდეგი მიზეზების გამო:
· აღნიშნული შეფასება პოზიტიურად აისახება საქართველოს ევროკავშირთან
ვიზალიბერალიზაციის პროცესზე, რომელიც ჯერ არ დასრულებულა. ამერიკის
შეერთებული შტატების შეფასება და პირველ კალათაში საქართველოს მოხვედრა კიდევ
უფრო მეტად შეუწყობს ხელს პროცესის წარმატებას.
· სახელმწიფოს ეფექტური ბრძოლა ტრეფიკინგის წინააღმდეგ, მიუთითებს
იმაზე, რომ სახელმწიფოში როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ისე
სრულწლოვანი თუ არასრულწლოვანი უცხოელებისთვის შექმნილია უსაფრთხო გარემო.
ამერიკის სახელწმფიო დეპარტამენტის ეს შეფასება, უმნიშვნელოვანესია ქვეყნის
ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო განვითარებისთვის. აღნიშნული ანგარიში
მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მოქალაქისთვის კარგი სიგნალია, საქართველოს უსაფრთხო
ქვეყნად მიჩნევისა და მოგზაურობისათვის.
· სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით
ორგანიზებული და სათანადო პოლიტიკით რეგიონის დონეზეც საქართველო
დადებითადაა შეფასებული, რაც ასევე მნიშვნელოვანია რეგიონში ქვეყნის უსაფრთხო
როლის ხაზგასმისათვის.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ტრეფიკინგის კუთხით განხორციელებული
ღონისძიებების მიხედვით ყოველწლიურად მსოფლიოს 188 სახელმწიფოს აფასებს.
შეფასება ისეთ ძირითად კომპონენტებს ეფუძნება, როგორიცაა: სახელმწიფოს მიერ
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა, დამნაშავეთა
სისხლისსამართლებრივი დევნა და ტრეფიკინგის კუთხით პარტნიორობა მთავრობებსა
და სამოქალაქო საზოგადოებას შორის.
ძირითადი მესიჯები: (მესიჯებს მივაწვდი მინისტრს და შესაძლოა დაემატოს ან
დაიხვეწოს. მოგაწვდით შესწორებულსაც)
საქართველოს მოხვედრა პირველ კალათაში უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოსთვის
შემდეგი მიზეზების გამო:
Ø აღნიშნული შეფასება პოზიტიურად აისახება საქართველოს ევროკავშირთან
ვიზალიბერალიზაციის პროცესზე. მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის დეკემბერში
ევროკავშირის ევროპულმა კომისიამ დადებითი დასკვნა დადო საქართველოს მიერ
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების, მათ
შორის ტრეფიკინგთან ბრძოლის სფეროში, სრულად შესრულების თაობაზე,
ვიზალიბერალიზაციის პროცესი ჯერ არ დასრულებულა და ამერიკის შეერთებული
შტატების შეფასება და პირველ კალათაში საქართველოს მოხვედრა კიდევ უფრო მეტად
შეუწყობს ხელს პროცესის წარმატებით დასრულებას.
Ø ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, სახელმწიფო ეფექტურად
ებრძვის ტრეფიკინგს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფოში როგორც
საქართველოს მოსახლეობისთვის, ისე სრულწლოვანი თუ არასრულწლოვანი
უცხოელებისთვის შექმნილია უსაფრთხო გარემო. ამერიკის სახელწმფიო დეპარტამენტის
ეს შეფასება, უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო
განვითარებისთვის. აღნიშნული ანგარიში მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მოქალაქისთვის
კარგი სიგნალია, საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად მიჩნევისა და მოგზაურობისათვის.
Ø აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ტრეფიკინგთან
ბრძოლის კუთხით ორგანიზებული და სათანადო პოლიტიკით რეგიონის დონეზეც
საქართველო დადებითადაა შეფასებული.
მერიკის საელჩო გვეუბნება, რომ ჯო ბაიდენის ბრიფინგი ვაშინგტონში ჩაინიშნა ჩვენი
დროით 17.00 საათზე. აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია 17.30-ზე ჩავნიშნოთ
იუსტიციის სამინისტროში (გორგასლის 24 ა) ბრიფინგი და დაველაპარაკები „იმედს“
პირდაპირ ეთერზე.
აქ გიგზვანით მასალას დღევანდელი დღისთვის, სადაც მოცემული:
ა) მონაწილეები - შესაძლო თემებით
ბ) რელიზის დრაფტი
გ) მესიჯები
დ) მოკავშირე სპიკერები გავარკვევ პარლამენტიდან ორ-სამ ადამიანს მაინც ვინც
შეიძლება მოკავშირე სპიკერად გამოგვადგეს. ამასთან ქვევით მოცემული სპიკერების
კოორდინატები, თუკი თქვენ გთხოვენ ჟურნალისტები ამას, გთხოვთ ეს ხალხი
მისცეთ. მათი ნომერებიც აქაა და რას და ვის წარმოადგენენ ისიც.
გთხოვთ თქვენი შენიშვნები და შესწორებები მომაწოდოთ არაუგვიანეს 15.00 საათისა.
მონაწილეები:
იუსიტიციის სამინისტრო - ალ. ტაბატაძე - ძირითადი შეფასება რას ნიშნავს
ქვეყნისთვის პირველ კალათაში გადასვლა (მესიჯები იხილეთ ქვემოთ)
შსს - ბ-ნი შალვა ხუციშვილი - რა ღონიძიებები გატარდა შსს მიერ შედეგის
მიღწევისთვის
პროკურატურა - ველოდები კანდიდატურას ნათიასგან - ინფორმაცია პროკურატური
ძალისხმევის შესახებ
ჯანდაცვის სამინისტრო ბ-ნი ზაზა სოფრომაძე - ჯანდაცვის სამინისტროს ძალისხმევის
და ტრეფიკინგის მხვერპლთათვის იმ სერვისების გაცემის კარგი სქემის შესახებ, რამაც
მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ქვეყნის პოზიციები.
ვფიქრობ, რომ თითოეულმა მონაწილემ არაუმეტეს 3-3 წუთისა უნდა ჩამოაყალიბოს
თავისი სათქმელი ტრიბუნასთან. აქვე ვუზრუნველყოფთ მათ ჩაწერას, უფრო ვრცელი
კომენტარების