From : Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>
To : David Sergeenko
Subject : კეთილი სურვილებით
Received On : 19.04.2018 08:35

დილა მშვიდობისა, ბატონო დავით!


ვიცი თქვენი დაძაბული გრაფიკის შესახებ დღეს და ხვალ,  ამიტომ ამ ფორმით მოგიკითხავთ.


ასევე, უნდა მოგახსენოთ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება ჩემი კუთხით. აუდიტის სამსახურის პირველადი შედეგები მივიღეთ ავტოპარკთან დაკავშირებით. მიგნებების მხრივ ძალიან ჩამოგვრჩებიან ჩვენ. არაფერი საგანგაშო და თქვენი ყურადღება გასამახვილებელი არ წერია. ასევე, მივიღეთ შესყიდვების აუდიტის მცირე ნაწილი და აქაც იგივე სიტუაციაა. მოკლედ, ამ  მიმართულებით სიმშვიდეა.


დავასრულეთ ერთი ინსპექტირება და აგიტვირთეთ კიდევაც. გავლილია ეს საკითხები მაია თაბაგართან და აბსოლუტურად გვეთანხმება ყველაფერში. მხოლოდ ამის შემდეგ ავტვირთეთ.


ასევე, მინდა გითხრათ, რომ კიდევ ორი საკითხია, რომელთა გავლაც მინდა თქვენთან, მაგრამ არაფერი სასწრაფო არ არის. მომავალი კვირისთვის გადადება არ იქნება პრობლემა და როდესაც თქვენ დამინიშნავთ შეხვედრას, მაშინ ჩაგაყენებთ საქმის კურსში.


კიდევ ერთხელ მოგიკითხავთ პატივისცემით.


კახა