| From : | Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge> |
| To : | David Sergeenko |
| Subject : | კვირის განრიგი |
| Cc : | Mikheil Dundua; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava |
| Received On : | 18.06.2018 09:42 |
| Attachments : |
მოგესალმებით ბატონო დავით.
გიგზავნით სამუშაო კვირის განრიგს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი
მოადგილის ზაზა ბოხუას სამუშაო კვირის განრიგი
18 ივნისი (ორშაბათი)
1) 09:30 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი - შეხვედრა მიეძღვნება ევროკავშირის ექსპერტების (ესპანეთი, ხორვატია) მიერ ევროდირექტივების დეტალურ განხილვას ინტერაქტიულ ფორმატში (დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ახალი შენობა, ალექსეევკის დასახლება, ლუგარის ცენტრის მიმდებარედ).
19 ივნისი
1) 11:00 საათზე - საქართველოს პარლამენტი (მესამე მოსმენა, ადმინისტრაციული)
20 ივნისი (ოთხშაბათი)
1) 11:00 საათზე-გამოცდები საკვალიფიკაციო და სასერთიფიკაციო, ტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტორია
2) 14:00 საათზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი- დონორთა და უანგარო დონაციაში გამორჩეულ დაწესებულებათა დაჯილდოების ცერემონიალი. (დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ახალი შენობა, ალექსეევკის დასახლება, ლუგარის ცენტრის მიმდებარედ).
21 ივნისი
15:30 საათზე- ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო -ჭავჭავაძის 37
22 ივნისი (პარასკევი)
1) 11:00 საათზე-შეხვედრა მინისტრის მოადგილეებთან.
აქ მოცემულია შეხვედრები პარასკევის, 18 ივნისის მდგომარეობით. რაც შეეხება შიდა შეხვედრებს აღნიშნული არ არის.
პატივისცემით,
ზაზა ბოხუა
საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო
მინირტრის პირველი მოადგილე