From : Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>
To : David Sergeenko
Subject : კვლევა უსაფრთხოების საკითხებზე
Received On : 26.07.2017 15:49
Attachments :

ბატონო დავით,

 

როგორც მოგახსენეთ დამიკავშირდა პროფესორ ლორენს მარკოვივიცი-ს (როვანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი პოლიტიკურ მეცნიერებებში) კვლევის ასისტენტი. პროფესორი მარკოვიცის კვლევის პროექტის ფოკუსია გაიგოს თუ როგორ წყვეტენ პოსტ-საბჭოთა ქვეყნები მიმდინარე უსაფრთხოების საკითხებს, როგორიც არის ნარკო ტრეფინკინგი, ორგანიზებული დანაშაული და აგრესიული ექსტრემიზმი.

 

ქალბატონ თინატინ გენებაშვილს (კვლევის ასისტენტს) სურს ინტერვიუს ჩატარება ამ თემებზე მომუშავე უწყებებთან. ინტერვიუს მოიცავს მოკლე კითხვარის ჩევსებას, სადაც აღნიშნული იქნება თუ როგორ პასუხობს საქართველოს მთავრობა უსაფრთხოების გამოწვევებს რომელიც წარმოიქმნება ორგანიზებული დანაშაულიდან (როგორიც არის ნარკოტიკებით ვაჭრობა, ტრეფიკინგი და ტერორიზმი).კვლევის შედეგები გამოიყენება მხოლოდ აკადემიური დანიშნულებისთვის, ექსპერტთა შეფასებების შედარებითი ანალიზისთვის ევრაზიაში უსაფრთხოების გამოწვევების ფართო პოლიტიკაზე. კითხვარში მონაწილეთა კონფიდენციალობა და ანონიმურობა გარანტირებულია. 

 

კითხავრის გადაგზავნა შესაძლებელია ელექტრონულადაც, თუ გადატვირთული გრაფიკის გამო დროს ვერ გამონახავენ ინტერვიუსთვის.

 

საუკეთესო ვარიანტი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოყოს აღნიშნულ თემებზე მომუშავე რამოდენიმე პირი ვინს შეავსებს კითხვარს, ასევე იუსტიციის სამინისრომაც.

 

ასევე გიგზავით თანდართულ წერილის, სადაც პროფესორი ოფიციალურად იწერება მისი ასისტენტის თინათინ გენებაშვილის პროექტში ჩართულობის შესახებ, როგორც კველვის თანაშემწის. 

 

 

პატივისცემით,

 

სოფო ბელქანია

 

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 223232