| From : | Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge> |
| To : | David Sergeenko |
| Subject : | მედალფა |
| Received On : | 18.06.2018 07:09 |
| Attachments : |
მოგესალმებით, ბატონო დავით!
წარმატებულ დღეებს გისურვებთ.
ბატონმა მიხეილმა მიგვიწვია თავისთან გარკვეულ საკითხზე მოსაზრებების გამოსათქმელად ჩვენ, ჯანდაცვის დეპარტამენტი და იურიდიული დეპარტამენტი, საკითხი ეხებოდა ბიზნესომბუდსმენის წერილს და "მედალფას" გაკოტრების საფრთხეებს, სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის მიერ დარიცხული საჯარიმო სანქციების შედეგად.
ჩვენ შევისწავლეთ ეს საკითხი და გამოვავლინეთ ახალი გარემოებები, გარდა ბიზნესომბუდსმენის წერილში მოყვანილი გარემოებებისა. შევკრიბეთ იურისტები, სააგენტოს კონტროლის წარმომადგენელი, ჯანდაცვის დეპარტამენტის წევრები, ბატონი ლაშა ნიკოლაძე და ა.შ. ვერავინ ვერ გაგვცა სერიოზული არგუმენტაციით პასუხი ჩვენს მოსაზრებებზე.
მინდა გაგაცნოთ ბატონი მიხეილისთვის განკუთვნილი წერილი. წერილი ცოტა მძიმედ იკითხება, ალბათ, მაგრამ ბოლოსკენ კონკრეტულად ჩამოვაყალიბეთ კითხვები/საკითხები და კომისიის განსახილველად ვაბრუნებთ მასალებს, რასაც მოითხოვდა ბატონი მიხეილიც. ჩვენი მისია იყო საკითხში გარკვევა.
პატივისცემით, კახა