From : Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>
To : David Sergeenko
Subject : მედალფა
Received On : 21.06.2018 08:36
Attachments :

დღე მშვიდობისა, ბატონო დავით!


გიგზავნით წერილების რიგს, რაზე დაყრდნობითაც მომზადდა ჩვენი წერილი ბატონი მიხეილის სახელზე.  წერილში მოცემულია მხოლოდ და მხოლოდ კითხვები, რაზეც უნდა გაიცეს პასუხები, რადგან ეს კითხვები დაისვა სააგენტოს მხრიდან. ის, რომ ჩვენ (სამინისტრო) ვფიქრობდით თანხმობის ფურცლების არსებობის აუცილებლობას, უნდა გამაგრებულიყო სამართლებრივად და შესაბამისი ჩანაწერებით.


გავიარეთ მე და მამუკამ ეს საკითხი დეტალურად. საქმეს ართულებს ის გარემოება, რომ საკითხი გაცდა სამინისტროს ფარგლებს. როგორც ამბობს ყველა, მიმდინარეობს სასამართლო განხილვა და აგერ ბინესომბუდსმენიც ჩაერია. შესაბამისად, თემა უფრო "გაფაქიზდა". კონტროლის დეპარტამენტის მასალებს არავინ აყენებს ეჭვქვეშ, მაგრამ სააგენტოს წინაშე ჩნდება რეპუტაციული რისკები, სასამართლო პროცესის წაგების შემთხვევაში.


ამ თემებზე მე და მამუკამ ვისაუბრეთ დაწვრილებით და ის, ვფიქრობ, უკეთ მოგახსენებთ ყველა წინმსწრები მოვლენის შესახებ.  ჩემი მცდელობა იყო დავლოდებოდებით შედგებს, მაგრამ რისკების ფონზე იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული.


ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, თქვენს საბოლოო გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, როგორც ყოველთვის. აბსოლუტური გულწრფელობით ვამბობ, რომ თქვენი ანალიტიკური აზროვნების უნარის მქონე ადამიანი, მე არათუ მთელ სისტემაში, უფრო დიდი მასშტაბებითაც არ მეგულება და სწორი გადაწყვეტილება მხოლოდ თქვენი ჩარევის მერე იქნება მიღებული. ამას ვამბობ, აბსოლუტურად გულახდილად.


პატივისცემით, კახა