From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : მედიამონიტორინგი 16.03.2018
Cc : Zaza Sopromadze; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; Kakhaber Dzimistarishvili; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; Maia Tabagari; mdarakhvelidze@moh.gov.ge; Natia Khmaladze; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; tgamkrelidze@ssa.gov.ge; Noe Kinkladze; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili; Natia Tevdorashvili; Nino Mamaladze; Nino Odisharia; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; Nini Talakhadze; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com
Received On : 16.03.2018 09:00
Attachments :

მედიამონიტორინგი 16.03.2018 ტელევიზია 15.03.2018 არხი: რუსთავი 2 გადაცემა: კურიერი 15:00 „ყველა ჩვენგანი დასაქმებისუნარიანია” - ამ სახელწოდებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხი პროექტის შედეგები და მიღწევები წარმოადგინა. პროექტების ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და რთულად მისადგომ ადგილებში მცხოვრები ადამიანების დასაქმების პრობლემების გადასაჭრელად ინოვაციური მიდგომები შემუშავდა. 2014 წლიდან დღემდე ევროკავშირს 80 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი საქართველოში დასაქმების პრობლემების მოსაგვარებლად http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5102998 იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5102721 I არხი - მოამბე 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5102896 I არხი - მოამბე 12:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5102304 ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5102853 ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5102171 მაესტრო - ახალი ამბები 18:00- რუსთავი2-კურიერი18:00 - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5103511 --- 15.03.2018 არხი: I არხი გადაცემა:მოამბე 18:00 არღვევს თუ არა სახელმწიფო ეტლით მოსარგებლე მოქალაქეების წინაშე აღებულ ვალდებულებებს. გაერო-ს კონვენციით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას გამორიცხავენ ჯანდაცვის სამინისტროში, თუმცა, საპირისპიროა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და უფლებადამცველების პოზიცია. საქმე სპეციალური ეტლებით უზრუნველყოფის პროგრამას ეხება. http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5103490 --- 15.03.2018 არხი: ტვ პირველი გადაცემა: დღის ამბები 16:00 „სიტროენ ჯორჯია“ პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წინააღმდეგ - უკვე რამდენიმე თვეა, კომპანია მთავრობას ფავორტიზმში ადანაშაულებს. აღნიშნულ საქმეზე პრემიერმა განაცხადა, რომ თუ სახელმწიფო მოკვლევა გამოავლენდა, რომ მთავრობამ მართლაც დაარღვია კანონმდებლობა „სიტროენ ჯორჯიას“ მიმართ, ის გადადგებოდა, თუმცა კონკურენციის სააგენტომ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანების შესყიდვასთან დაკავშირებით, რაზეც საუბრობდნენ „სიტროენის“ წარმომადგენლები, მოკვლევის დაწყების საფუძველი არ არსებობდა. http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5103124 --- 15.03.2018 არხი: ტვ პირველი გადაცემა: საქმის კურსი 15:00 სილამაზისა და ტატუს სალონების შემოწმების პროცესი 2016 წლიდან დაიწყო. ამ დრომდე თბილისში 13 სილამაზის სალონია დაჯარიმებული. http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5102866 --- 15.03.2018 არხი: იმედი გადაცემა: ქრონიკა 20:00 ვითარება სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებულ ვითარებასთან დაკავსირებით შეფასების დოკუმენტს სამუსაო ჯგუფი უახლოეს დღეებში წარმოადგენს, რომელზეც ჯანდაცვის სამინისტრო სწრაფ რეაგირებას აანონსებს. შეფასების დოკუმენტზე დაყრდნობით მომზადდება საშუალო ვადიანი ხედვაც. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5104060 15.03.2018 არხი: ტვ აჭარა გადაცემა: მთავარი 21:00 საკანონმდებლო ინიციატივა-აღმზრდელთა რეესტრს სახელმწიფო შექმნის. მოქალაქის საკანონმდებლო წინადადება და საკითხი, რომელიც ბევრ მშობელს აწუხებს – საქართველოში შესაძლოა მალე აღმზრდელთა სახელმწიფო რეესტრი შეიქმნას. წინადადების მიხედვით რეესტრის წარმოებას შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს. ინიციატივის მხარდაჭერის შემთხვევაში სახელმწიფო ბაზით სარგებლობა მოქალაქეებისთვის ნებაყოფლობითი, კერძო სააგენტოებისთვის კი სავალდებულო და ფასიანი იქნება. საუბარია რეესტრზე, რომელშიც აღმზრდელად დასაქმების მსურველები შესაბამისი სამედიცინო შემოწმების, თუ აუცილებელი უნარების დადასტურების შემთხვევაში მოხვდებიან. ინიციატივის მომხრეები ფიქრობენ, რომ ბავშვის უსაფრთხო აღზრდაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფომ აუცილებლად უნდა აიღოს. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5103884 15.03.2018 არხი: 1 არხი გადაცემა: აქტუალური თემა 21:30 საქართველოში შესაძლოა, ძიძების რეესტრი შეიქმნას ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა ჯანდაცვის სამინისტროში და ვგეგმავთ მთავრობის დადგენილებაში შეტანას" ნათია ნოღაიდელი " http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5103888 15.03.2018 არხი: ტვ პირველი გადაცემა: საქმის კურსი 22:30 საქართველოში საარსებო მინიმუმი გაიზარდა საქართველოში საარსებო მინიმუმი გაიზარდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 175 ლარი და 40 თეთრი შეადგინა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, იანვართან შედარებით, თებერვალში საარსებო მინიმუმი 40 თეთრით გაიზარდა, წლიურად კი 7.3 ლარით. საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 155 ლარი და 30 თეთრია. საშუალო ოჯახის ერთი თვის საარსებო მინიმუმი საქსტატს 294 ლარად და 20 თეთრად აქვს შეფასებული. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5103901 16.03.2018 არხი: იმედი გადაცემა: ქრონიკა 08:00 ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი შშმპ შესახებ სტატისტიკურ მონაცემის ანალიზს გამოქვეყნებს შშმპ შესახებ სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემის ანალიზს გამოქვეყნებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი. არასამტავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს შშმპ შესახებ სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, რისი ვალდებულებაც აიდიეფაის ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელის განმარტებით, საქართველოს გაეროს შშმპ კონვენციის მიხედვით აქვს აღებული. ინფორმაცია ორგანიზაციამ საქსტატიდან და ჯანდაცვის სამინისტროდან მიიღო. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5104060 16.03.2018 არხი: 1 არხი გადაცემა: მოამბე 09:00 აიდიეფაი შშმპ-ების 2017 წლის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევა მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის პირების დასაქმების, მათზე გაცემული მართვის მოწმობების და მათ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გაცემული სპეციალური საცნობი ნიშნების, ასევე ინფრასტრუქტურის ადაპტირებაზე გაწეული ხარჯების სტატისტიკური მონაცემების ანალიზს. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სახელმწიფო ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყოფს აღნიშნულ პირთა შესახებ სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემების წარმოებას, რისი ვალდებულებაც ქვეყანას გაეროს კონვენციის მიხედვით აქვს აღებული. გოგა თუშურიშვილის განმარტებით, საქსტატისა და ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა. რაც შეეხება მართვის მოწმობებსა და სატრანსპორტო საშუალებებზე საცნობ ნიშნებს, ბოლო ხუთი წლის განმავლოაბში მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5104122 16.03.2018 არხი: 1 არხი გადაცემა: მოამბე 09:00 ტექნიკური შეფასების დოკუმენტი სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მონიტორინგის ჯგუფი ტექნიკური შეფასების დოკუმენტს კვირის ბოლომდე წარადგენს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწორედ ამ დოკუმენტში იქნება ასახული დაწესებულებაში არსებული მდგომაროება, რის საფუძველზეც სამინისტრო გადაუდებელი ღონისძიებების განხორციელებას დაიწყებს. ასევე უწყების ცნობით, სამუშაო ჯგუფის ფორმატში, რომელიც დარგის სპეციალისტებით და არასამთავრობო ორგანიზაციებითა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, დარგის განვითარების სპეციალური ხედვა შემუშავდება, რომელიც მომდევნო კვირის ბოლომდე მინისტრის სათათბირო ორგანოს წარედგინება. სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში დროებითი მმართველი მას შემდეგ დაინიშნა, რაც სამედიცინო დაწესებულებაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ განცხადება სახალხო დამცველმა გააკეთა. უტიტროდ: "ჩამოიტანენ მონიტორინგის და შეფასბეის დოკუმენტს, რომელზეც სამინისტრო პირველი რიგის ღონისძიებებზე თავად მოახდენს რეაგირებას როგორიც არის ფინანური, ინფრასტრუქტურული საკითხები". http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5104123 16.03.2018 არხი: ტვ პირველი გადაცემა: საქმიანი დილა სილამაზისა და ტატუს სალონების მონიტორინგი როგორ მიმდინარეობს სილამაზისა და ტატუს სალონების შემოწმების პროცესი, რომელიც 2016 წლიდან დაიწყო. ამ დრომდე თბილისში 13 სილამაზის სალონია დაჯარიმებული. ჰიგიენური და სანიტარული მიმართულებით რეგულაციების შემოღებით სახელმწიფო დაავადებების პრევენციას ახდენს, მეორეს მხრივ კი ბიზნესი გაძვირებულ მომსახურებაზე საუბრობს. დაურეგისტრირებლობის გამო სილამაზის სალონებს 500 ლარიანი ჯარიმის გადახდა უწევთ და რეგისტრაცია ყოველ წელს ახლიდან უნდა გაიარონ. ათჯერ ნაკლებია ჯარიმები ჰიგიენური პირობების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში. სალონების შემოწმებას თბილისის მერიის გადამდებ დაავადებათა კონტროლის ცენტრი ახორციელებს. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5104246 16.03.2018 არხი: ტვ პირველი გადაცემა: საქმიანი დილა მკურნალობის ხარჯების სტატისტიკა რის სამკურნალოდ გადიან პაციენტები საქართველოდან და რა თანხა იხარჯება ყოველწლიურად საზღვარგარეთ მკურნალობაში. ამასთან დაკავშირებით ანალიზი საქართველოს ღია მონაცემების ლაბორატორიამ გააკეთა. გასული წლის 9 თვეში საზღვარგარეთ მკურნალობაზე 3 მილიონზემეტი თანხაა დახარჯული. 1 მილიონ ლარზე მეტი ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობაზეა მოხმარებული. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5104242 16.03.2018 არხი: იმედი გადაცემა: იმედის დილა საწარმოო ტრამვები საწარმოო ტრამვების შედეგად დაღული 270 და დაშავებული 775 ადამიანი. შახტში დამარცხებულების ისტორია. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5104006 ინტერნეტი 15.03.2018 მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/483210- fsiqikuri-jandacvis-profesiuli-themi-giorgi-kvirikashvils-da-davith- sergeenkos-mimarthavs.html ფსიქიკური ჯანდაცვის პროფესიული თემი გიორგი კვირიკაშვილს და დავით სერგეენკოს მიმართავს ფსიქიკური ჯანდაცვის პროფესიული თემი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მიმართავს. როგორც მიმართვაშია ნათქვამი, მიუხედავად წლების მანძილზე გადადგმული პოზიტიური ნაბიჯებისა, ფსიქიატრიულ სფეროში არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ბევრად მეტი ძალისხმევაა საჭირო. „ბუნებრივია, პირველ რიგში, პაციენტების ყოფითი და მათზე ზრუნვის პირობებია გამოსასწორებელი, თუმცა მსგავსი დაწესებულებების და თერაპიული პრაქტიკის არსებობა აღრმავებს სტიგმას როგორც ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების, ასევე, ფსიქიკურ ჯანდაცვაში მომუშავე სპეციალისტების და მთლიანად დარგის მიმართ. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ პროფესიული თემი აქტიურად უნდა ჩაერთოს მიმდინარე პროცესებში, რათა დაგეგმილი ცვლილებები შესაბამისობაში მოდიოდეს ქვეყნის გაცხადებულ კონცეფციასა და სტრატეგიასთან, ასევე დაცული იყოს როგორც პაციენტთა, ისე დარგში მომუშავე პერსონალის უფლებები და ღირსება. ამასთან, აუცილებელია პროფესიული მონიტორინგი გაეწიოს ახალი ფსიქიატრიული დაწესებულების მშენებლობის და ამ დაწესებულებებში სერვისების განვითარების პროცესსაც“, - ნათქვამია მიმართვაში. „ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“, „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი“, „საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია“, „საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია“, „ასოციაცია რეფორმა ფსიქიატრიაში“ სრულ მზადყოფნას აცხადებენ, მონაწილეობა მიიღონ და ჩაერთონ ზემოაღნიშნული პრობლემის მოგვარების პროცესში. ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/34998/fsiqikuri- jandatsvis-profesiuli-temi-premiersa-da-jandatsvis-ministrs-mimartavs --- 15.03.2018 მედიასაშუალება: http://primetime.ge/news/1521112932- %E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%93%E1%83%90%E1%83% 9C-exclusive მშობლებმა 20 წლის გოგონა ფსიქიატრიულში გამოამწყვდიეს - „7 თვის ფეხმძიმე ვარ, გევედრებით, გამიყვანეთ აქედან“ 20 წლის გოგონა ს.ჩ. ჩვენთან დაკავშირება მსახიობ, ანრი ბიბინეიშვილის მეშვეობით სცადა. მან მსახიობს წერილი სოციალურ ქსელში პაციენტის ტელეფონიდან მისწერა და შემდეგ ზარიც განახორციელა. ჩვენ სალომეს დავუკავშირდით და ყველაფერი დაწვრილებით გამოვკითხეთ. - ძალიან გთხოვთ, უნდა დამეხმაროთ, თქვენი იმედიღა მაქვს. - დამშვიდდი და მიამბე რა მოხდა. - მშობლებთან ავედი შესარიგებლად დედის დღეზე იებით ხელში. დედამ დამირეკა და ამიტომ ავედი. პროვოკაცია მომიწყვეს, მიყვიროდა ორივე, მე მშვიდად ველაპარაკებოდი, მაგრამ პოლიცია და სასწრაფო დამაყენეს თავზე. - ავედი რას ნიშნავს, მშობლებთან არ ცხოვრობ? - არა. უკვე სამი თვეა ცალკე ვცხოვრობ. მამაჩემს პათოლოგიური სიმთვრალე აქვს. დედაჩემს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დედაჩემმა აპატია, მე ვერ ვაპატიებდი და წამოვედი. - გათხოვლი ხარ? - განათხოვარი. სამი წლის შვილი მყავს და ახლა ფეხმძიმედ ვარ. 7 თვის ვარ, ტყუპების დედა უნდა გავხდე და ესენი წამლებით მჭყიპავენ. ამიტომ გთხოვთ შველას, აქედან გამიყვანეთ, გთოვთ. - ახლა როგორ მიკავშირდები, მანდ ტელეფონით სარგებლობის უფლება გაქვთ? - პაციენტის ნომრით გიკავშირდებით. ძალიან ცუდად ვარ. ორი კვირაა აქ ამომხუთეს, ამომახრჩეს. დიაზეპამებს მიკეთებდნენ და რომ არ მეძინებოდა, ორჯერ დამაბეს. გარეთაც არ გავყავართ, ციხეა! ერთი ბიჭი ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანეს, ხელები თვითონ გადაიჭრა. - ვინ წაგიყვანათ მანდ, რა მიზეზით? - დედაჩემმს მომიყვანა, მამაჩემის გავლენის ქვეშ იყო. გაშორებულები იყვნენ ჩემი მშობლები 16 წლის განმავლობაში და მამაჩემს არასდროს ჩემზე გული არ შესტკიოდა. წელიწადში ერთხელ არ მომიკითხავდა. სვავდა და მაშინ მირეკავდა საჩხუბრად. - ახლა შენი შვილი სადაა? - დედაჩემთან არის და ძალიან ვნერვულობ. მამაჩემი სვამს და მეშინია რამე არ დაუშაოს. - რომელ ფსიქიატრიულში ხარ? - ქავთარაძის 21 ა. ძალიან გთხოვგთ დაგვეხმარეთ. თაზოა კიდევ ერთი ბიჭი აქ და ისიც ჩვეულებრივი ადამიანია, არაფერი არ გვჭირს, ტყუილად გვასმევენ ამ პრეპარატებს, ნემსებს გვიკეთებენ. უჰაერობაა, სული გვეხუთება, აქ სიკვდილია!!! დაგვეხმარეთ!!! ჩვენ ზემოთხსენებულ ფსიქიატრიულთან დაკავშირებაც ვცადეთ, მაგრამ მითითებულ ნომერზე არავინ პასუხობს. --- 15.03.2018 მედიასაშუალება: http://primetime.ge/news/1521118878- %E1%83%A4%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%94%E1%83%9C%E1%83% 9D-exclusive ფსიქიატრიული საავადმყოფო 20 წლის გოგონას მდგომარეობაზე განმარტებას აკეთებს - „პატრული გამოიძახა, მშობლები აბორტის გაკეთებას მაძალებენო“ რამდენიმე საათის წინ „პრაიმტაიმს“ 20 წლის გოგონა ს.ჩ. დაუკავშირდა ფსიქიატრიული საავადმყოფოდან. სალომე მშობლებს პროვოკაციის მოწყობაში და საავადმყოფოში გამოკეტვაში ადანაშაულებდა. გოგონა 7 თვის ფეხმძიმეა და შველას ითხოვს. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ჩვენ საავადმყოფოდან დაგვიკავშირდნენ და განმარტება გააკეთეს. ქეთავან ვადაჩკორია (პაციენტის მკურნალი ექიმი): - ს. ჩ. ჩვენს კლინიკაში შემოვიდა 3 მარტს. 21:30 სთ. მოყვანილია საპატრულო თანამშრომლების მიერ, სასწრაფო დახმარების ბრიგადით, ოჯახის წევრების თანხლებით. 3 მარტიდან 9 მარტამდე სტაციონირება იყო ნებაყოფლობითი. თავად აქვს ხელი მოწერილი და თანხმობა აქვს გაცხადებული მკურნალობაზე. 9 მარტს უარი განაცხადა კლინიკაში დარჩენაზე. ჩვენ გამოვიძახეთ სასამართლო, როგორც წესი და რიგია ასეთ დროს. სასამართლო ჩატარდა 10 მარტს და სასამართლოს გადაწყვეტილებით პაციენტს შეეფარდა იძულებითი მკურნალობა არაუმეტეს 6 თვის ვადისა, მდგომარეობიდან გამოსვლამდე. - ახლა რა ეტაპზეა პაციენტის მდგომარეობა? - უტარდება მკურნალობა, ფაზა არის მანიაკალური... კონფლიქტი აქვს ოჯახის წევრებთან იმის გამო, რომ დედა არასწორად უდგება მის მდგომარეობას, ეუბნება, რომ სასურველია გაიკეთოს აბორტი. ამას არ უნდა, ამბობს, რომ ღმერთმა აჩუქა შვილი და რატომ უნდა გაიკეთოს აბორტი. ეს ჩვენი საქმე არ არის. ფსიქიატრების საქმეა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან, წავიდეს სახლში და მერე მიიღოს გადაწყვეტილება. ხვალ ვაპირებდით კიდეც გაწერას. დღეს რატომღაც ასე აფორიაქდა, დაიძაბა და თქვენთანაც განახორციელა ზარი. - ჩვენ ერთ-ეთი მსახიობის საშუალებით დაგვიკავშირდა... - მე მემუქრებოდა, თუ არ გამწერთ, „რუსთავი 2“-ში დავრეკავ, ჟურნალისტებთან ვიტყვი ყველაფერსო. „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობები ყველა ჩემი მეგობარიაო. - მძიმე პაციენტია? - როგორ გითხრათ, შიზოფრენიით დაავადებული არ არის, ეს არის ფაზა მანიაკალური. სრულიად გასაგებია ამ ფაზისთვის მისი ქცევები. პატრულიც გამოიძახა ერთ დღეს და უთხრა, მშობლები აბორტის გაკეთებას მაძალებენო. თავად განსაჯეთ რამდენად ლოგიკურია ამ დროს პატრულის გამოძახება... ეს გოგონა უკვე მესამედ მოხვდა ჩვენს სტაციონარში. - სხვა შემთხვევებში ვინ მოიყვანა? - ზოგჯერ მშობლებს მოჰყავთ და ზოგჯერ სასწრაფო და პატრული ხდება საჭირო. - ახლა როგორ არის? - ახლა სძინავს, მშვიდად არის. - წამლები, რომლითაც პაციენტი მკურნალობს, არ იმოქმედებს ნაყოფზე? - რა თქმა უნდა, სასურველი არ არის, მაგრამ ასეთი მგომარეობის შემთხვევაში სხვა გამოსავალი არ გვაქვს. --- 15.03.2018 მედიასაშუალება: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/52879/daavadebata- kontrolis-tsentri-gripis-sezonma-mshvidad-chaiara დაავადებათა კონტროლის ცენტრი: გრიპის სეზონმა მშვიდად ჩაიარა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ცნობით, საქართველოში გრიპის სეზონმა მშვიდად ჩაიარა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. “გვაქვს ეპიდაფეთქება წითელას მიმართულებით, ეს მდგომარეობა გრძელდება. შემთხვევები არის მომატებული მთელი საქართველოს მასშტაბით და განსაკუთრებით აჭარის რეგიონში. მოვუწოდებთ მთელი საქართველოს მოსახლეობას, გაიკეთონ აცრები, მათ შორის გეგმური და არაგეგმური. 1-ელი იანვრიდან დღემდე დაახლოებით 400 შემთხვევა გვაქვს. ყველა შემთხვევა სტაბილურად მშვიდად მიმდინარეობს, გამწვავება და მითუმეტეს ლეტალური არც ერთი შემთხვევა არ გვაქვს. რაც შეეება სხვა ვირუსებს, გრიპის სეზონმა მშვიდად ჩაიარა საქართველოში. მარტი და აპრილი რჩება ისევ გრიპის სეზონად, თუმცა რაიმე განსაკუთრებულ მატებას არ ველოდებით“, - განაცხადა ცენტრის მთავარმა სპეციალისტმა ირინა კალანდაძემ. ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/483183- specialisti-saqarthveloshi-gripis-sezonma-mshvidad-chaiara.html --- 15.03.2018 მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/483244- gldanis-raionshi-mckhovreb-80-mde-veterans-da-mathi-ojakhis-tsevrebs- c-hepatitis-skriningi-chautardath.html გლდანის რაიონში მცხოვრებ 80-მდე ვეტერანს და მათი ოჯახის წევრებს C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდათ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, გლდანის რაიონში მცხოვრებ 80-მდე ვეტერანს და მათი ოჯახის წევრებს C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდათ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტიდან აცნობეს, მსგავსი აქციები ეტაპობრივად ჩატარდება თბილისის სხვა რაიონებში და საქართველოს რეგიონებშიც. საქართველოს ყველა მოქალაქისთვის C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ხელმისაწვდომია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიებსა და მრავალ სამედიცინო ცენტრში ქვეყნის მასშტაბით. --- 15.03.2018 მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/business-inner/yvelaze- magalshemosavliani-klinikebi-saqartveloshi/221/ ყველაზე მაღალშემოსავლიანი კლინიკები საქართველოში დღეის მდგომარეობით სამედიცინო ბიზნესის უმსხვილესი დამკვეთი სახელმწიფო ბიუჯეტია, შესაბამისად, გთავაზობთ იმ კლინიკების ტოპ ათეულს, რომლებმაც საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყველაზე მეტი დაფინანსება მიიღეს. იხილეთ, კლინიკების ჩამონათვალი პროგრამის ფარგლებში მიღებულ დაფინანსებასთან ერთად. 1. შპს „ჯეო ჰოსპიტალსი“ – 35,976,916.19 ლარი 2. სს სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“ – 32,426,321.30 ლარი 3. შპს მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი საუნივერსიტეტო კლინიკა - 23,884,544.28 ლარი 4. შპს „უნიმედი კახეთი“ – 22,821,033.67 ლარი. 5. სს „კ. ერისთავის სახ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ - 21,328,606.10 6. შპს აკ. ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი - 19,930,620.40 ლარი 7. შოს აკადემიკოს ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი - 17,947,678.94 ლარი 8. შპს მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო - 14,653,147.17 ლარი. 9. შპს პირველი საავამდყოფო – 14,383,294.29 ლარი 10. შპს უნიმედი აჭარა - 13,195,703.29 ლარი. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლიდან მოქმედებს და ამ დრომდე მის ფარგლებში 2 მილიარდ ლარზე მეტია დახარჯული. დარგის ექსპერტების მოსაზრებით, პროგრამაში ჩართული კლინიკების რაოდენობა მზარდია. --- 15.03.2018 მედიასაშუალება: https://news.ge/meria-levan-gacecilazis-dafinansebaze- ganm/ მერიის კომენტარი ლევან გაჩეჩილაძის დაფინანსებაზე არ ვიცი, ლევან გაჩეჩილაძის არც შემოსავლები და არც გასავლები, ამის შესწავლა არ არის ჩვენი სამსახურის კომპეტენცია, – ამის შესახებ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გელა ჩივიაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. მისი ინფორმაციით, თბილისის მერია არ არის პირველი, ვინც გაჩეჩილაძე დააფინანსა. ჩივიაშვილს არ ესმის, რატომ გახდა სალაპარაკო, რომ ადამიანი, რომლის სიცოცხლის შენარჩუნებაზეა ლაპარაკი, მერიამ დააფინანსა. „რეალურად, გვარისა და სახელებისთვის ყურადღება არასოდეს მიგვიქცევია. ჩვენ დავაფინანსეთ ასევე გიო ხუციშვილი და ვანო ზოდელავა. დავაფინანსეთ ის ადამიანები, რომლებსაც კონკრეტულ სიტუაციაში მძიმე დაავადება აქვთ. შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის მეოთხე სტადიის ონკოლოგიური დაავადება. როცა დაავადების მკურნალობისთვის ასიათასობით ლარია საჭირო, რეფერალური გადახდით ხდება ამ ადამიანების დაფინანსება. კონკრეტულ შემთხვევაშიც ანალოგიური ფაქტი იყო. გაურკვეველია, რატომ გახდა აჟიოტაჟის საგანი. ვინაიდან ანალოგიური ფაქტები ადრეც იყო. არაერთი ადამიანი, მათ შორის მერიის მაღალჩინოსანი იყო დაფინანსებული. რა თქმა უნდა, იმას კი არ ვაკრიტიკებთ, თუ რატომ მოხდა ონკოლოგიური ავადმყოფების დაფინანსება, უბრალოდ გასაკვირია, რატომ გახდა სალაპარაკო, რომ ადამიანი, რომლის სიცოცხლის შენარჩუნებაზეა ლაპარაკი, დააფინანსა მერიამ“, – განაცხადა ჩივიაშვილმა. კითხვაზე, ხომ არ გეგმავს მერია გადახედოს დაფინანსებამდე მიზნობრიობის საკითხს და მოქალაქის ფინანსურ მდგომარეობას, ჩივიაშვილმა უპასუხა, რომ არსებობს პროგრამები, რომელთა განხორციელებისას ამის შესწავლა ხდება. „არსებობს მიზნობრივი პროგრამები, რაც ცხადია ამას გულისხმობს, მაგრამ, როდესაც არის რეფერალური დაფინანსება, ან სარეზერვო ფონდიდან დაფინანსება, ეს გულისხმობს სხვადასხვა ადამიანების დახმარებას და შესაბამისად, ეს არ ითვალისწინებს დეტალურ შესწავლას. ასეთ დროს დაფინანსება ხდება კონკრეტულ მომენტში, ორ სამ დღეში შეიძლება ადამიანს ოპერაცია ჰქონდეს დანიშნული, ან შეიძლება გადაუდებლად ჰქონდეს გაკეთებული და უკვე ჰოსპიტალიზირებული იყოს. ასეთ დროს აღარ რჩება დრო, რომ შეისწავლო. ამ შემთხვევაში ეს არის რეფერალური დახმარების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს, რომ კონკრეტულ მომენტში, კონკრეტულ ადამიანების დახმარება მოხდეს, მიუხედავად მათი სტატუსისა. ბატონი ლევანი ჯანდაცვის სამინისტრომაც დააფინანსა 16 000 ლარით, შესაბამისად, მერია არ არის ერთადერთი უწყება, რომელმაც ის დააფინანსა. 2010 წლიდან დაწყებული ხდებოდა ადამიანების დაფინანსება, მათ შორის საკმაოდ მსხვილი თანხებით. ეს ხდებოდა იმ ხელისუფლების დროსაც და როდესაც ადამიანის სიცოცხლე არის რისკის ქვეშ, ეს განკითხვის საგანი არ უნდა გახდეს“, – განაცხადა ჩივიაშვილმა. --- 15.03.2018 მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/saqstati-samsuliani- ojaxis-saarsebo-minimumi-279-laramde-gaizarda-/17644/ საქსტატი: სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 279 ლარამდე გაიზარდა საქართველოში საარსებო მინიმუმი გაიზარდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 175 ლარი და 40 თეთრი შეადგინა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, იანვართან შედარებით, თებერვალში საარსებო მინიმუმი 40 თეთრით გაიზარდა, წლიურად კი 7.3 ლარით. საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 155 ლარი და 30 თეთრია. საშუალო ოჯახის ერთი თვის საარსებო მინიმუმი საქსტატს 294 ლარად და 20 თეთრად აქვს შეფასებული. ოჯახის ტიპების მიხედვით კი საარსებო მინიმუმი შემდეგია: ორსულიანი: 248 ლარი და 50 თეთრი. სამსულიანი: 279 ლარი და 60 თეთრი . ოთხსულიანი: 310 ლარი და 70 თეთრი. ხუთსულიანი: 349 ლარი და 50 თეთრი. ექვსსულიანი და მეტი: 413 ლარი და 20 თეთრი. 2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად. 15.03.2018 მედიასაშუალება: კომერსანტ.ჯი ევროკავშირმა საქართველოში დაფინანსებული პროექტების შედეგები წარადგინა „ევროკავშირის დახმარებით ჩვენ დასაქმების ხელშემწყობი რეფორმა განვახორციელეთ. ტვინინგის პროექტის წყალობით რეფორმის რთულ პერიოდში ჩვენ შევძელით, რომ ინსტიტუციური შესაძლებლობები გაგვეგრძელებინა და ქვეყანაში გაწეული მომსახურების ხარისხი გაგვეუმჯობესებინა. დაფინანსებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი“, - განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ http://commersant.ge/?view=post&id=140415&lang_id=ge 15.03.2018 მედიასაშუალება: აიპრესი: გზა, რომელიც ტაძრამდე არ მიგვიყვანს - საგზაო პროექტების "შავი ხვრელები" (ჟურნალისტური გამოძიება) - ვრცელი სტატიაა, გთავაზობთ ამონარიდს და ბმულზე ნახავთ სრულ ვერსიას. Sinohydro Corporation Limited - ის ფილიალს საქართველოში "ახალგაზრდა ადვოკატები" 21 სისტემურ დარღვევაში ამხელს. ორგანიზაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპირირების დეპარტამენტის ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე აქვეყნებს 21 საკითხს, რომელი ეხება კომპანია "Sinohydro Corporation Limited"-ის უხეშ დარღვევებს. მეტიც, ორგანიზაციის კვლევის ფარგლებში დადგენილია, რომ კომპანია "Sinohydro Corporation Limited"-ში არასრულფასოვნადაა დანერგილი შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემა. http://www.ipress.ge/new/103971-gza-romelic-tadzramde-ar-migviyvans- sagzao-proeqtebis-shavi-khvrelebi-zhurnalisturi-gamodzieba 15.03.2018 მედიასაშუალება: ბი ემ ჯი თანხა, რომელსაც ქართველები საზღვარგარეთ მკურნალობაში ხარჯავენ ონკოლოგია, ონკოჰემატოლოგია და ტრავმატოლოგია-ორთოპედია მედიცინის ის დარგებია, რის გამოც გასულ წელს საქართველოდან ყველაზე მეტი პაციენტი გავიდა. გასული წლის 9 თვეში საზღვარგარეთ მკურნალობაზე 3 მილიონზე მეტი თანხა დაიხარჯა. მათ შორის ყველაზე მეტი 1 მილიონამდე ლარი ონკოლოგიური პაცენტების მკურნალობას მოხმარდა. მეორე ადგილზე 450 989 ლარით ტრავმატოლოგია-ორთოპედიაზე გაწეული ხარჯები მოდის. მესამეზე კვლავ ონკოჰემატოლოგია - 379 805 დახარჯული ლარით. რის სამკურნალოდ გადიან პაციენტები საქართველოდან და რა თანხა იხარჯება ყოველწლიურად საზღვარგარეთ მკურნალოში - „საქართველოს ღია მონაცემების ლაბორატორიამ“ შეისწავლა. მილიონობით ლარი დაიხარჯა საზღვარგარეთ ჩატარებულ მკურნალობაზე გასულ წლებშიც. 2016 წელს საზღვარგარეთ მკურნალობაზე 6 245 361 ლარი დაიხარჯა, 2015 წელს კი - 4 577 793 ლარი. 2017 წლის მსგავსად წინა წლებშიც ონკოლოგია, ონკოჰემატოლოგია და ნევროლოგია ლიდერობს. http://www.bm.ge/ka/business-inner/tanxa-romelsac-qartvelebi- sazgvargaret-mkurnalobashi-xarjaven-/224 16.03.2018 მედიასაშუალება: ინფო 9 სენაკში, ბეტონის ბლოკის საწარმოში, გაუმართავმა სამტვრევმა დანადგარმა ადამიანი მოიყოლა, რომელიც მიყენებული დაზიანებების გამო გარდაიცვალა. ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. http://www.info9.ge/samarthali/shemthkhveva/189790-senakshi-betonis- blokis-satsarmoshi-musha-daighupa.html?lang=ka-GE http://www.interpressnews.ge/ge/regioni/483312-senakshi-satsarmoshi- ubedur-shemthkhvevas-erthi-adamiani-emskhverpla.html 15.03.2018 მედიასაშუალება: ტვ25 ჯი წითელას შემთხვევებმა იკლო გასულ თვესთან შედარებით წითელას შემთხვევებმა იკლო. თუმცა ინფექციის საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიებები ისევ გრძელდება. იანვრის თვეში წითელათი ინფიცირების 102 შემთხვევა, თებერვალში კი107 დაფიქსირდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა იყო. http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=5975 15.03.2018 მედიასაშუალება:ონ ჯი ადგილები, სადაც პირველი მაისიდან სიგარეტის მოწევა აგეკრძალებათ 2018 წლის პირველი მაისიდან თამბაქოს და ელექტროსიგარეტის მოწევა სხვადასხვა დაწესებულებებში აიკრძალება, მათ შორის ბარებსა და რესტორნებშიც. ცვლილებები თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონში შევიდა. თამბაქოს მოწევა იკრძალება: ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში; საზოგადოებრივ ტრანსპორტში; https://on.ge/story/19640- %E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83% 98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA-1- %E1%83%9B%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83% 9C- %E1%83%A1%E1%83%98%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A2%E1%83% 98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90- %E1%83%90%E1%83%92%E1%83%94%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%90%E1%83% 9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97 15.03.2018 მედიასაშუალება: მედიანიუსი EMC თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე უახლესი ექსპერტიზის შედეგების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს http://medianews.ge/ge/emc-temirlan-machalikashvilis-saqmeze-uakhlesi- eqspertizis-shedegebis-sandoobas-echvqvesh-akenebs/40911 15.03.2018 მედიასაშუალება: კვირა ჯი ქართველმა ექიმებმა სოხუმელი მამაკაცი ხელის ამპუტაციას გადაარჩინეს – რა მოხდა დამწვრობის ცენტრში დე ფაქტო აფხაზეთის მკვიდრს, 32 წლის მამაკაცს, რომელსაც სოხუმის საავადმყოფოში მარჯვენა ზედა კიდურის ამპუტაცია ემუქრებოდა, თბილისში, ქართველმა ექიმებმა ხელი შეუნარჩუნეს. სოხუმელის მკურნალობა ქართულმა მხარემ მთლიანად დაფარა. იგი ძმასთან ერთად აფხაზეთიდან გადმოვიდა და თბილისში დამწვრობის ცენტრში მკურნალობდა. „კვირასთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ სოხუმის მკვიდრი, რომელსაც სხეულის მე-3 და მე-4 ხარისხის ღრმა დამწვრობა აღენიშნებოდა, დამწვრობის ცენტრში 3 კვირის განმავლობაში მკურნალობდა. ახალგაზრდა მამაკაცმა სხეულის დამწვრობა სოხუმში მიიღო. ის ელექტროქურაზე წაიქცა და ალით დაიწვა. შემთხვევის შედეგად, მან მხრისა და წინა მხრის დამწვრობა მიიღო. იგი სხეულის დამწვრობით სოხუმის საავადმყოფოში ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდა. მკურნალობის დროს საშიშროება შეიქმნა, პაციენტს ხელი დაეკარგა, მას ხელის ამპუტაცია ემუქრებოდა. თუმცა, პაციენტმა საკუთარი სურვილით, სოხუმის საავადმყოფო დატოვა და მკურნალობა თბილისში, დამწვრობის ცენტრში გააგრძელა. სამკვირიანი მკურნალობის შედეგად, ქართველმა ექიმებმა ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრ მამაკაცს მარჯვენა ხელი შეუნარჩუნეს. უფრო მეტიც, დამწვრობის ცენტრის მედიკოსების ძალისხმევით, კიდური ქმედითუნარიანი გახდა. ახალგაზრდა მამაკაცი კი, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. „პაციენტს მხრისა და წინა მხრის ღრმა დამწვრობა ჰქონდა მიღებული. კლინიკაში შემოსვლისას ახალგაზრდა მამაკაცს მე-3 და მე-4 ხარისხის ღრმა დამწვრობა აღენიშნებოდა. სამკვირიანი მკურნალობის შედეგად, პაციენტს ხელი შეუნარჩუნდა და ქმედითუნარიანიც გახდა“, – განუცხადა „კვირას“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ. http://kvira.ge/386412 --- ბეჭდვითი მედია 16.03.2018 მედიასაშუალება: ჯორჯია თუდეი ქართველი სკოლის მოსწავლეები კამპანიაში "თამბაქოსგან თავისუფალი ბავშვები" ჩაერთვებიან საქართველოს მსოფლიოსა და მათ შორის ევროპაში თამბაქოს პროდუქციის მოხმარების მაჩვენებლით აქვს უმაღლესი მაჩვენებელი - გავრცელების კოეფიციენტი - თამბაქოს მოხმარების კუთხით ევროპის რეგიონში და ერთ- ერთი უმაღლესი კოეფიციენტი მსოფლიოს მასშტაბით მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით. Institute of Global Tobacco Control-მა ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც საქართველო მსოფლიოს 22 ქვეყანას შორისასაა სადაც თამბაქოს პროდუქტები სკოლებთან ახლოს იყიდება და ბავშვებისთვის ხელმისაწვდომია. ფილიპ მორისი, ბრიტანულ-ამერიკული თანბაქო, ჯეითიაი და იმპერიალ თამბაქო სიგარეტის უმსხვილესი მწარმოებლები არიან. ვაშინგტონში არსებული კამპანიის „თამბაქოსგან თავისუფალი ბავშვები“ ევრაზიიის რეგიონული დირექტორის ჯოშუა ებრამსის განცხადებით სიტუაცია საქართველოში ნამდვილად საგანგაშოა, განსაკუთრებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევისადმი მიმღებლობის კუთხით, თამბაქოს რეკლამისადმი მიმღებლობის კუთხით, ძალიან დაბალი ინფორმირებულობის თვალსაზრისით იმასთან დაკავშირებით, თუ რამხელა ზიანის მოტანა შეუძლია ჯანმრთელობისთვის თამბაქოს. საქართველოში მწეველი ახალგაზრდობის უმაღლესი მაჩვენებლებია ევროპის მასშტაბით. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php? id=5104608&name=16.03.2018+- +%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%90+%E1%83%97%E1%8 3%A3%E1%83%93%E1%83%94%E1%83%98&p=1&lang=Ge 16.03.2018 მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა ლევან გაჩეჩილაძე ჯანდაცვის სამინისტროსაც დაუფინანსებია http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php? id=5104111&name=16.03.2018+- +%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83 %94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1 %83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge 16.03.2018 მედიასაშუალება: ახალი თაობა თანხა, რომელსაც ქართველები საზღვარგარეთ მკურნალობაში ხარჯავენ ონკოლოგია, ონკოჰემატოლოგია და ტრავმატოლოგია-ორთოპედია მედიცინის ის დარგებია, რის გამოც გასულ წელს საქართველოდან ყველაზე მეტი პაციენტი გავიდა. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php? id=5104054&name=16.03.2018+- +%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%8 3%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge 16.03.2018 მედიასაშუალება: რეზონანსი ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე შემაკავებელი ორდერის გამოცემა სავალდებულო იქნება http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php? id=5103992&name=16.03.2018+- +%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83 %A1%E1%83%98&p=1&lang=Ge