From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : მედიამონიტორინგი 28.06.2018
Cc : Mikheil Dundua; Zaza Bokhua; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; Kakhaber Dzimistarishvili; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; Maia Tabagari; Mariam Darakhvelidze; Natia Khmaladze; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; Noe Kinkladze; Tea Sharashidze; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili; Natia Tevdorashvili; Nino Mamaladze; Nino Odisharia; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; Nini Talakhadze; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze
Received On : 28.06.2018 07:44
Attachments :

მედიამონიტორინგი 28.06.2018 ტელევიზია 28.06.2018 არხი: იმედი გადაცემა: ქრონიკა 09:00 მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზება მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს დღეს წარედგინება, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანო კანონებში მთავრობის ახალი კონცეფციის შესაბამის ცვლილებებს შეიტანს. მათ განხილვას მთავრობა დაჩქარებული წესით ითხოვს. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი მინისტრთა 11 კაციანი შემადგემლობაც. სასჯელაღსრულების სამინისტრო იუსტიიის სამინისტროს უერთდება, დევნილთა სამინისტროს ფუნქციები ინფრასტრუქტურის, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინსიტროებზე გადანაწილდება. სტრუქტურული ცვლილებების განხორციელების შემდეგ ქვეყანას არარც კულტურისა და სპორტის სამინისტრო ექნება. ეს უწყება განათლების სამინისტროს შემადგენლობაში გადადის. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკონომიკის სამინისტროსთან სივრცითი მოწყობის კომპონენტი დაემატება. შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს რეგილიის სააგენტო უერთდება. არჩილ თაკლაკვაძე:"მცირე მთავრობის რეფორმით ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ ბიუროკრატიის დანახარში მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში შემცირდეს". http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5386621 ტვ პირველი: არის თუ არა სამთავრობო ცვლილებები კავშირში კონკრეტული პირების სახლში გაშვებასთან? რას ემსახურება სამინისტროების გაერთიანება? http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5386165 --- 27.06.2018 არხი: რუსთავი 2 გადაცემა: კურიერი 21:00 სინოპტიკოსები საქართველოში ძლიერ სიცხეს აანონსებენ სინოპტიკოსები საქართველოში ძლიერ სიცხეს აანონსებენ. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 41 გრადუსს ამ თვეში პირველად მიაღწევს და ძლიერი სიცხე რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. სინოპტიკოსებმა მთელი ზაფხულის განმავლობაში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი უკვე დაადგინეს. ზოგადი გათვლებით, გასულ წელთან შედარებით, წლევანდელი ზაფხული ყველაზე ცხელი იქნება. ტემპერატურა საქართველოში ოთხი გრადუსით მოიმატებს და ზაფხულის პერიოდში 40 გრადუსს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს. განსაკუთრებით ძლიერ სიცხეებს ივლისის მეორე ნახევრიდან ელოდებიან. ძლიერი სიცხეების გამო მედიკოსები მოსახლეობას საგანგებო რჩევებს აძლევენ, ხვალიდან მათი რეკომენდაციით, მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ დღის განმავლობაში მზეში სიარულისგან, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებს. რეკორდულად მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის გამო პროფკავშირების წარმომადგენლები ხელისუფლებას შრომის კოდექსს ახსენებენ. მათი განცხადებით, ორგანიზაციებმა ყველა ის რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინონ, რომელიც კანონმდებლობით არის მოცემული. შრომის კოდექსით დახურულ სივრცეში 32, 5 გრადუსი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში მხოლოდ 1 საათია, მუშაობა დაშვებული. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5386358 --- 27.06.2018 არხი: აჭარა გადაცემა: მთავარი 18:00 სანაპირო ზოლზე სასწრაფო დახმარების ბრიგადების რაოდენობა გაიზარდა ტურისტულ სეზონზე სანაპირო ზოლზე სასწრაფო დახმარების ბრიგადების რაოდენობა გაიზარდა. ცენტრს 3 ბრიგადა დაემატა და ჯამში ქალაქში სულ 16 მუშაობს. ბულვარში, დემეტრე თავდადებულის ქუჩის დასაწყისში დილის 10-დან 22 საათამდე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა დამსვენებლებს საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარებას გაუწევს. დამატებითი ბრიგადები განთავსებულია ასევე გონიო- კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულში, მახინჯაურსა და ხელვაჩაურში. სასწრაფო სამედიცინო დამხარების ცენტრში ამბობენ, რომ ბრიგადების დამატება მაღალი მომართვიანობის გამო გახდა აუცილებელი. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5386092 --- 26.06.2018 არხი: ტელეკომპანია აჭარა გადაცემა: მთავარი 21:00 მოუწესრიგებელი ამბულატორიები ქედაში – პრობლემის შესახებ იციან ქედის მერიაში, სადაც ამბობენ რომ სამუშაოებს ეტაპობრივად ჩაატარებენ. პირველ რიგში ოთხ სამედიცინო დაწესებულებას ჩაუტარდება რეკონსტრუქცია, ოთხის მოწესრიგება კი სამომავლოდ იგეგმება. ანუ გამოდის, რომ 9 ამბულატორიიდან ამჟამად მხოლოდ ერთი, სოფელ ოქტომბერში არსებული აღარ საჭიროებს რემონტს, მას რეაბილიტაცია გასულ წელს ჩაუტარდა. ამბულატორიებში მედიკამენტებით უზრუნველყოფას არ უჩივიან, ამბობენ რომ პირველი რიგის პრობლემა სწორედ მათთვის გამოყოფილი ოთახებია, რომლებიც სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, ასევე პრობლემაა წყალი და ელექტროენერგია, რომლის მიწოდებაც ხშირად შეფერხებულია. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5384112 --- 27.06.2018 არხი: რუსთავი 2 გადაცემა: კურიერი 18:00 რეკორდული სიცხე საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში რეკორდულ სიცხეებს ელოდებიან, ხვალ დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა 39 გრადუსამდე გათბება, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში ტემპერატურა კიდევ უფრო მაღლა აიწევს. უწყების ინფორმაციით, 28 ივნისიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება. 28 ივნისს დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლოა +39, +41 გრადუსს მიაღწიოს. "აღმოსავლეთ საქართველოში 28 ივნისიდან 3 ივლისამდე ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +36, +41 გრადუსია მოსალოდნელი. ქ. თბილისში ჰაერის ტემპერატურა +37, +39 გრადუსი დაფიქსირდება,"-აცხადებენ სინოპტიკოსი, დოდო გვაზავა. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მაღალი ტემპერატურის გამო მოსალოდნელ დაავადებებზე საუბრობს. მისი თქმით, არსებობს საშიშროება მოხდეს სითბური ტალღის ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე. ასევე მაღალია სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკიც, რომელიც წყლით ან გადამტანებით (კოღოებით) ვრცელდება. ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ურჩევს, მოერიდონ მაღალი ტემპერატურის დროს მზეზე სიარულს, განსაკუთრებით ბავშვები, მოხუცები და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები. საკმაოდ ძლიერი სიცხეები, როგორც სინოპტიკოსები აკეთებენ პროგნოზს, მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება, მაგრამ 40 გრადუსამდე ტემპერატურა სამ ივლისამდე იქნება http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5385800 --- 27.06.2018 არხი: იბერია გადაცემა: ახალი ამბები ა.გამზარდიასთან 17:30 როგორი უნდა იყოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სისტემა ქვეყანაში პრემიერ მამუკა ბახტაძის სამთავრობო რეფორმის ფარგლებში განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროების გაერთიანების პარალელურად ასევე მსხვილდება შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და მას სოციალური პოლიტიკა ემატება დევნილთა განსახლების მიმართულებით. შეიძლება ითქვას, სინამდვილეში ისედაც ცუდი შედეგებით მართულ უწყებას და მინისტრს კიდევ უფრო მეტ ვალდებულებებს უმატებენ, სამინისტროს გამსხვილების გამო. შესაბამისად, იმ დროს როდესდაც ხელისუფლებას უფრო აქტიურად უნდა დაეწყო კამპანია ჯანდაცვის სამინისტროს მერად დიფერენცირებაზე და მოქნილ მართვაზე, პოპულისტური სადღეგრძელოებით გამოხატულ ინტეგრაციაზე მახვილდება ყურადღება. რა ბედი ელის პრემიერის რეფორმირებულ ჯანდაცვის სისტემას და როგორი უნდა იყოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სისტემა ქვეყანაში, თემაზე აკაკი ზოიძესთან და სერგო ჩიხლაძესთან, ჯანდაცვის ექსპერტთან ერთად ვისაუბრებთ. სერგო ჩიხლაძე "ჩვენ არ მოგვისმენია დეტალიზაცია არც პრემიერისგან და არც მთავრობისგან რას ეფუძვნება ეს გაერთიანებები, რა შედეგებზე გავდივართ, რა ხარჯები იზოგება. შეწყმა ჯანდაცვის სამინისტროსთან რა თქმა უნდა კიდევ უფრო გაზრდის პასუხისმგებლობას, წლებია ვხედავთ რომ ჯანდაცვა არასწორად იმართება." http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5385791 --- 27.06.2018 არხი: რუსთავი2 გადაცემა: სხვა შუადღე დაასრულე ძალადობა კამპანია "დაასრულე ძალადობა" მიზნად ისახავს ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას. მაია ყუფარაძე: "ევროკავშირის მხარდაჭერით იუნისეფი ახორციელებს (01:40) საკომუნიკაციო კამპანიას, რომლის მთავარი მიზანიც გახლავთ ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე სოციალური ნორმების შეცვლა. სკოლა არის ის ორგანიზაცია, რომელიც არის ძალიან მრავალფუნქციური, მნიშვნელოვანი როლი აქვს სკოლას, რომელიც არის სოციალიზაცია, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს მოსწავლის როგორც ემოციურ ასევე სოციალურ საჭიროებებს".მაია ცირამუა: "სახალხო დამცველის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შეკითხვაზე, თუ რა მიაჩნიათ ძალადობად, (04:15) არც მასწავლებლები და არც მოსწავლეები თმის მოქაჩვას, კუთხეში დაყენებას ძალადობად არ თვლიან". მაია ყუფარაძე: "თუ სკოლის პერსონალმა იდენტიფიცირება გააკეთა ძალადობის ფორმის, მან შესაბამის სამსახურებს უნდა აცნობოს (07:20) მასწავლებლეს უნდა ჰქონდეს კარგი ცოდნა იმის, თუ როგორი რეაგირება უნდა გააკეთოს". http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5385022 იმედის დილა: ბავშვთა მიმართ ძალადობის სტატისტიკა საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის სტატისტიკა საქართველოში. როგორია ბავშვთა დაცვის მიმართიანობა ჩვენ ქვეყანაში და როგორ ხდება სოციალური მუშაკების მომზადება. თემაზე გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღობის პროგრამის ხელმძღვანელი ქეთევან მელიქაძე და სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო შატბერაშვილი საუბრობენ. ქეთევან მელიქაძე: 04:24 "აღნიშნულ პროცესში მონაწილეობას იღებენ: განათლების სამინისტრო, ჯანდაცვის, შსს, იუსტიციის, კულტურისა და სპორტის, სასაჯელაღსრულების სამინისტროები და პროკურატურა" http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5384230 ინტერნეტი 28.06.2018 მედიასაშუალება:http://www.newposts.ge/?l=G&id=177331- %E1%83%A1%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%94,%20%E1%83%92%E1%83%90%E1 %83%9B%E1%83%A7%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94, %20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1% 83%94%E1%83%9A%E1%83%9D,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%90%E1%83%95%E1%83% 90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90 ძლიერი სიცხე საქართველოში - დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მაღალი ტემპერატურის გამო მოსალოდნელ პრობლემებზე საუბრობს. ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ურჩევს, მოერიდონ მაღალი ტემპერატურის დროს მზეზე სიარულს, განსაკუთრებით ბავშვები, მოხუცები და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები. „მაღალი ტემპერატურის დროს არის ორი საშიშროება, ერთი გახლავთ სითბური ტალღის ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე და ზოგადად ზაფხულში მაღალი ტემპერატურის დროს იმატებს რისკი სხვადასხვა ინფექციური დაავადების, რომლებიც ვრცელდება ძირითადად წყლით ან გადამტანი კოღოებით. ამიტომ ვურჩევ მოსახლეობას მაღალი ტემპერატურის დროს შეინარჩუნონ სამუშაო და საცხოვრებელ ადგილზე კომფორტული ტემპერატურა, მოერიდონ თაკარა მზეზე სიარულს, განსაკუთრებით მოხუცები, ბავშვები და ქრონიკული დაავადების მქონე პირები“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. --- 27.06.2018 მედიასაშუალება:http://www.newposts.ge/?l=G&id=177332- %E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%94%E1%83%95%E1%83% 90,%20%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98 თბილისში 226 სილამაზის სალონიდან 224-ში დარღვევები დაფიქსირდა (ვიდეო) --- 27.06.2018 მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=68061 სანაპირო ზოლში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები იმუშავებს ტურისტული სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, დღეიდან სანაპირო ზოლში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების მორიგეობა დაიწყება. ბათუმში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა დემეტრე თავადებულის ქუჩის დასწყისში, სამაშველო სამსახურის მედპუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა და, საჭიროების შემთხვევაში, ზღვისპირა პარკის დამსვენებლებს პირველად დახმარებას ყოველდღიურად 10:00 საათიდან 22:00 საათამდე გაუწევს. სადღეღამისო მორიგეობა დაწესდება გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები ასევე განთავსდება მახინჯაურისა და ხელვაჩაურის ტერიტორიებზეც. ამ დროისთვის ქალაქს სულ 16 ბრიგადა ემსახურება. აღნიშნული მომსახურება ზღვის საკურორტო სეზონის დასრულებამდე გაგრძელდება. დღეს, დამატებითი ბრიგადების მუშაობას ადგილზე გაეცნენ აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე --- ბეჭდვითი მედია 28.06.2018 მედიასაშუალება: გზა ქართველი ბავშვები თურქეთში სამუშაოდ გაჰყავთ იქმნება თურქეთში სამუშაოდ წამსვლელთა ჯგიდფები, რომელთაც ხელმძღვანელები ჰყავთ და მშობები აეთ ადამიანევს ანდობენ თავაინთ პატარებს. საზღვარზე რომ მზოარდი ირპბელმოდ გადავიდეს, აუცილელია მშობლის თამხობა. ასეთ ატხმობას ოატრიისგან იღებენ და ასეთი მინდობილობით მიჰყავთ პატარები თურქეთში. როგორც ამბობენ, პატარებს დრეში 30-დან 60 თურქულა ლირამდე უხდიან, ფულს მათ გამციდლების მხიედვიტ აძ;ლევენ. მშობლები ბავშბეს სკოლასაც აცდენინ ებენ და მაისს დასაწყისდან უშვებემნ ს,ამუშაოდ. ცალკე პრბლემაა ქვეყნაში არასდრულოწბანთა პროსტუტცია. აჭარასი, ზაფხულის სეოზნზე ეს პრბლემაც თვალში საცემია, რაც სეეხება არსრულწობვანთა შრომითი უფლებების გაასკეთებელი. თუმცა სახელწმიუფო იამსაც ვერ აკონტოელბს, სკოლის ანცვლად არ აღმონდეს მოზარდი თურქეთში, რთულ სამუშაოზე. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php? id=5386774&name=28.06.2018+-+%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90&p=1&lang=Ge --- 28.06.2018 მედიასაშუალება: ახალი თაობა დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მაღალი ტემპერატურის გამო მოსალოდნელ პრობლემებზე საუბრობს.ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ურჩევს, მოერიდონ მაღალი ტემპერატურის დროს მზეზე სიარულს, განსაკუთრებით ბავშვები, მოხუცები და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები. _ მაღალი ტემპერატურის დროს არის ორი საშიშროება, ერთი გახლავთ სითბური ტალღის ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე და ზოგადად ზაფხულში მაღალი ტემპერატურის დროს იმატებს რისკი სხვადასხვა ინფექციური დაავადების, რომლებიც ვრცელდება ძირითადად წყლით ან გადამტანი კოღოებით. ამიტომ ვურჩევ მოსახლეობას, მაღალი ტემპერატურის დროს შეინარჩუნონ სამუშაო და საცხოვრებელ ადგილზე კომფორტული ტემპერატურა, მოერიდონ თაკარა მზეზე სიარულს, განსაკუთრებით მოხუცები, ბავშვები და ქრონიკული დაავადების მქონე პირები, _ განაცხადა ამირან გამყრელიძემ. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php? id=5386608&name=28.06.2018+- +%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%8 3%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge ---