From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : მთავრობის სხდომა და მასალები
Cc : Zaza Sopromadze; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; Kakhaber Dzimistarishvili; maiatabagari@gmail.com; Maia Tabagari; Mariam Darakhvelidze; Noe Kinkladze; Nino Odisharia; Sopo Belkania; mariam.darakhvelidze@yahoo.com; press@moh.gov.ge; Ivane Bibilashvili; Elza Jgerenaia
Received On : 17.04.2018 07:46

მოგესალმებით ბატონო დავით, კოლეგებო,

გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება ხუთშაბათს, 21 აპრილს - 10:00 საათზე. გიგზავნით ჩვენი საკითხების ნუსხას, რომელიც წრდგენილი გვაქვს მთავრობის ადმინისტრაციაში:

  1. ,,ბავშვთა განვითარებისკენ მიმართული ადრეული ჩარევის სახელმწიფო კონცეფციის“ 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა;
  2. სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემა (10 (ათი) ერთეული პერსონალური კომპიუტერის შესყიდვა);
  3. NCDC-ის მიერ გრანტის მიღებაზე თახმობა (პროექტი თემაზე: საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის რეგისტრის შექმნა);
  4. „ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზაციის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის N206 დადგენილებაში ცვ. (კონკრეტდება პასუხისმგებლობის ნორმები, კერძოდ, მიეთითება სამართალდარღვევათა კოდექსის კონკრეტული მუხლი).

    საკითხების განხილვის/მიღების ფორმატთან (ელექტრონული თუ მთავრობის სხდომა) დაკავშირებით ინფორმაციას მოგაწვდით მოგვიანებით, მისი დაზუსტებისთანავე.

     რაც შეეხება დმანისის გამოსყიდვას (უწყებათაშორისი კომისიის“ 2017 წლის 19 დეკემბრის №23 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების მოწონება) - აღნიშნული საკითხი დროებით გაჩერებულია დაფინანსების წყაროს თაობაზე ფინანსთა სამინისტროსთან დამატებითი კონსულტაციების გასავლელად.

 

              პატივისცემით, 

              ნათია ხმალაძე