| From : | INFORM <inform.ge@gmail.com> |
| To : | Giorgi Kvirikashvili; dkumsishvili@moesd.gov.ge; m.bakhtadze@mof.ge; ttsulukiani@justice.gov.ge; ggakharia@mia.gov.ge; mchkhenkeli@mes.gov.ge; Sozar Subari; Mikheil Janelidze; m.tskitishvili@mrdi.gov.ge; mikheil.giorgadze@culture.gov.ge; David Sergeenko; ლევან დავითაშვილი; Levan Davitashvili; Kakhaber Kakhishvili; Ketevan Tsikhelashvili; lizoria@mod.gov.ge; kakha kala; newsnews299@gmail.com; Nino Giorgobiani; zurab_abashidze@hotmail.com; Tedo Japaridze; Nikoloz Lachkepiani; Beqa Davituliani; stadumadze@gov.ge; David Kirvalidze; Mako M; Khatuna Ivanishvili; Natia Kukuladze; Natia Lzashvili; Sopo Mosidze; Eliso Khachapuridze; ketevandolidze@hotmail.com; Nini Qvatadze; nincho.nemsadze@gmail.com; irina tevdorashvili; George Udzilauri; ilekvinadze@businessombudsman.ge; Davit Qwerty; Levan Karumidze; ekaterina.matiashvili@yahoo.com; Irakli Kobakhidze; Eka Beselia; Zviad Kvatchantiradze; George Volski; Sophie Sopo; ikseso2005@yahoo.com; gphophkhadze@parliament.ge; mamuka mdinaradze; Irina Pruidze; Akaki Zoidze; a.kantaria@mail.ru; Roman Kakulia; Irakli Tripolski; ბიძინა გეგიძე; Zaza Khutsishvili; ngoguadze@hotmail.com; Levan Gogichaishvili; ბექა ოდიშარია; ირაკლი აბუსერიძე; davit tchitchinade; Beka.natsvlishvili@yahoo.com; Giorgi Mosidze; Mariam Jashi; khabareli@mail.ru; Ilia Tsulaia; მიხეილ ყაველაშვილი; Zaza Gabunia; Koba Kobaladze; ლევან კობიაშვილი; Levan Koberidze; რომან მუჩიაშვილი; Gmacharashvili@parliament.ge; დავით სონღულაშვილი; ირაკლი შიოლაშვილი; Gela Samkharauli; Ираклий Хахубия; Otari Danelia; irakliberaia_dsc@yahoo.com; Irakli Beraia; Merab Kvaraia; ედიშერ თოლორაია; Goga Gulordava; Irakli Mezurnishvili; გიორგი თოთლაძე; იოსებ მაკრახიძე; პაატა მხეიძე; Giorgi Begadze; mirzoevs@yahoo.com; გოდერძი ჩანქსელიანი; Gogi Meshveliani; Kakha Okriashvili; Lamia Gumbatova; Tamaz Naveriani; gocha enukidze; Nino Tsilosani; Archil Talakvadze; Genadi Margvelashvili; otto otto; Elguja Gotsiridze; Koba Lursmanashvili; shalvakiknavelidze@yahoo.com; Paata Kvizhinadze; grigol.mikeladze@mail.ru; გრიგოლ ლილუაშვილი; სულხან მახათაძე; კობა ნარჩემაშვილი; Tsotne Zurabiani; Fati Khalvashi; Nukri Bejanidze; ილია ნაკაშიძე; gia kopadze; enzelmkoyan@gmail.com; Tamar Chugoshvili; Tamuna Khulordava; skatsarava@parliament.ge; Kakha Kuchava; Zviad64@hotmail.com; Gia Jorjoliani; Ikovzanadze@parliament.ge; Archil Khabadze; xabelovileri@yahoo.com; vjafaridze@mail.ru; Isko Daseni; Dimitri Samkharadze; miriantsiklauri@yahoo.com; g.kakhiani@yahoo.com; Dimitri Tskitishvili; bukiagiga@yahoo.com; გიგა ბუკია; Rati Ionatamishvili; Sos Sos; Endzela Matchavariani; gio ben; Karlo Kopaliani; Gugili Magradze; ruslan pogosyan; mahir darziev; sam.s.manukyan@gmail.com; Shota Shalelashvili; Temur Kokhreidze; Davit Matikashvili; george khatidze; aokhanashvili@parliament.ge; gretalini@yahoo.com; ana gochashvili; koka kandiashvili; Lasha Natsvlishvili |
| Subject : | მოკლე გზავნილები Freedom house-ის ანგარიშთან დაკავშირებით |
| Received On : | 12.04.2018 10:16 |
Freedom house-ის ანგარიშთან დაკავშირებით:
- უკიდურესად ტენდენციური ანგარიშია
- შემაშფოთებელია რომ ავტორიტეტული ორგანიზაცია აკეთებს რადიკალურად ტენდენციურ ანგარიშს. რომელიც პირდაპირ ზის გაკოტრებული ნაციონალური მოძრაობის, მისი გაკოტრებული ლიდერის სააკაშვილის და რუსთავი 2 -ის ნარატივზე.
იმ ოპოზიციური პარტიების შეფასებებსაც კი ცდება, რომლებიც ღიად პროდასავლურები არიან ჩვენ ქვეყნაში.
- ბევრი აბსურდი და ტყუილია ანგარიშში და ეს მხოლოდ დააზიანებს ამ ორგანიზაციის რეპუტაციას და ჩვენ ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორთან.
- მიუხედავად ამ მასშტაბის ტენდენციურობისა, ქულათა სისტემაში ვერ შეძლეს ჩამოქვეითება იმდენად დიდია პროგრესი, რასაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია დემოკრატიის კუთხით და ვინარჩუნებთ ლიდერობას რეგიონში.
სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით:
დღევანდელი ქართული სასამართლო სისტემა მაქსიმალურად თავისუფალია პოლიტიკური, პირველ რიგში ნაციონალების გავლენებისგან და ეს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებითაც ჩანს.
Freedom House-ის მიერ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხის წლევანდელი შეფასებაც სრულიად ალოგიკურია.
ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით:
ივანიშვილმა პოლიტიკური თანამდებობა 2013 წელს დატოვა, რათა გაეძლიერებინა სწორედ ინსტიტუციური მმართველობა. მან ქვეყანას რეალური დემოკრატია მოუტანა. დიახ, ბიძინა ივანიშვილი სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით, როგორც მის მიერ დაფუძნებულ პარტიაში, ისე მთლიანად ქართულ საზოგადოებაში.
ივანიშვილს არავითარი ბერკეტი, ინსტრუმენტი არ გააჩნია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ზეგავლენის მოსახდენად. ის სრულიად შეგნებულად იშვიათად ჩნდება საჯარო სივრცეში, რათა საკუთარი ავტორიტეტით დომინირება არ მოახდინოს მიმდინარე პროცესებზე .“არაფორმალური მმართველობის” მითებს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ ავრცელებენ ძირითადად ისევ ნაციონალები.
„პანორამა თბილისთან“ დაკავშირებით:
საქართველოში ხელისუფლება ათობით და ასობით ინვესტორს გადასცემს სახელმწიფო ქონებას სიმბოლურ ფასად საინვესტიციო ვალდებულებით. „პანორამა თბილისი“ მილიარდ დოლარამდე ინვესტიციაა, რომლის მეშვეობითაც დასაქმდება ათასობით ადამიანი. ამ პროექტის მოწინააღმდეგეების, პოპულისტური აქტიურობა მხოლოდ პოლიტიკური ქულების ჩაწერის სურვილით იყო გამოწვეული. სამწუხაროდ, როგორც ჩანს freedom house მათ პროპაგანდისტულ ინფორმაციას დაეყრდნო
რაც შეეხება მიწისქვეშა საპარკინგე ადგილის საინვესტიციო ვალდებულებით გადაცემას. სასურველი იქნებოდა, რომ ადგილობრივი ოპონენტები და ფრიდომ ჰაუსიც გარკვეულიყვნენ თუ კონკრეტულად რასთან გვაქვს საქმე. ინვესტორს ეს ადგილი გადაეცა მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის ვალდებულებით, რა დროსაც მიწის ზედა სივრცეს შეუნარჩუნდა სატრანსპორტო ზონის სტატუსი, რაც ნიშნავს იმას, რომ ზედა პერიმეტრი მთლიანად ინარჩუნებს იგივე სტატუსს და მიწისქვეშაც სწორედ საზოგადოებრივი სიკეთე იქნება პარკინგის სახით.
სამწუხაროდ, ამ ნაწილშიც ანგარიში ნაციონალური მოძრაობისა და სააკაშვილის მესიჯბოქსით საუბრობს და ე.წ. არაფორმალური მმართველობის შესახებ ჭორებზე აკეთებს დაშვებას.
ნაციონალებზე
საინტერესოა Freedom House-ის პროექტების დირექტორი, ნეით შენკენი რას ფიქრობს, რომ ნაცების რეჟიმის დანაშაულებზე გამოძიება არ უნდა ჩატარებულიყო? 2012 წლის შემდეგ ხელისუფლება შურისძიების მოტივით არავის შეხებია, მეტიც, ივანიშვილის და ქართული ოცნების ფაქტორმა გადაარჩინა სააკაშვილის რეჟიმის აქტორები მოსახლეობის შურისძიებისა და ანგარიშწორებისგან. პროცესები წარიმართა გამჭვირვალედ სამართლებრივად და სრულიად ობიექტურად. (მიხეილ სააკაშვილის ბრალი უკვე დაუმტკიცდა გირგვლიანი საქმესთან დაკავშირებით. ეს ბრალი სრულად შეესაბამება ამ საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და რეკომენდაციებს.) ჩვენ ვერასდროს შევქმნით სამართლებრივ სახელმწიფოს, თუ დანაშაულის ჩამდენი პასუხს არ აგებს კანონის წინაშე.
ციხეებზე
სრულიად კომიკურია დღევანდელი ხელისუფლების კრიტიკა პენიტენციალურ სისტემასთან დაკავშირებით. მთელმა მსოფლიომ იცის რა ხდებოდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას და რამდენად კოლოსალური რეფორმები ჩაატარა “ქართულმა ოცნებამ”. შედეგების, ციფრებისა და ფაქტების ნახვა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რატომღაც ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა Freedom house-მა.
მედიაგარემოსთან დაკავშირებული საკითხები:
უკიდურესი ტენდენციურობა და უპასუხისმგებლობაა, იმის მტკიცება, თითქოსდა საქართველოში მედიაგარემო დღეს მსგავს მდგომარეობაშია, როგორშიც 2009, 2010, 2011, 2012 წლებში იყო. ყველას ახსოვს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ მედიაზე წლობით განხორციელებული ზეწოლა. სიცრუეა, თითქოს საზმაუს თანამშრომლები რაიმე სახით იზღუდებოდნენ. მათ სრული თავისუფლება აქვთ და ამის გადამოწმება ნებისმიერ მსურველს თავისუფლად შეუძლია. კრიტიკული და თავისუფალი მედიის არსებობა ჩვენი საზოგადოების და ხელისუფლების ერთობლივი მონაპოვარია.