From : Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>
To : David Sergeenko
Subject : მოკლე მიმოხილვა ტანსაცმლის ტენდერთან დაკავშირებით
Received On : 01.05.2018 13:58

მოგესალმებით ბატონო დავით,

გუშინ მითხარით რომ მოკლე მიმოხილვა გამეკეთებინა თქვენთვის ტენდერთან დაკავშირებით და გიგზავნით მოკლე მიმოხილვას, ერთ საათში გამოგიგზავნით ასევე რეფერალური ტრანსპორტირების  მიმოხილვას.






საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისრომ, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო ბრიგდების წევრებისათვის ახალი უნიფორმების შესყიდვის განხორციელების მიზნით, 2017 წლის 29 ნოემბერს გამოაცხადა ტენდერი, რომელიც ითვალისწინებდა 2890 ერთეული ზაფხულისა და იგივე რაოდენობის ზამთრის კომპლექტის შესყიდვას. 
ზამთრის კომპლექტი ითვალისწინებდა 2890 ქურთუკს, 2890 მაისურის და 2890 დათბილულ შარვალს, სულ ზამთრის კომპელქტში 8670 ერთეული. 
ზაფხულის კომპლექტი: 2890 ჟილეტი, 2890 პოლოს ტიპის მაისულრი და 2890 შარვალი, სულ ზაფხულის კომპელქტში 8670 ერთეული. 
ჯამში: 17340 ერთეული;
ზემოაღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო 5 კომპანიამ (შპს "ელსელემა", შპს ბენნ, შპს ნიტექსი, შპს ნოვატორი და შპს დოკუტეკს ჯორჯია) და გამარჯვებულად გამოვლინდა შპს ელსელემა - ფასით 535,806 ლარი. აღნიშნული ტენდერის პირობების თანახმად ზამთრის უნიფორმების კომპლექტების მოწოდება უნდა განხორციელებულიყო 2018 წლის 25 თებერვლამდე, ხოლო ზაფხულის უნიფორმების კომპლექტების - 25 მარტის ჩათვლით (ხელშეკრულების ვადა  - 2018 წლის პირველი მაისის ჩათვლით). საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ხელშეკრულების გაფორმებისას საბანკო გარანტიის უზრუნველყოფით გასცა სრული ღირებულება ავანსად. 
მიმდინარე წლის 23 თებერვლის შპს ელსელემამ მიმართა წერილით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სადაც ითხოვდა, ნედლეულის შემოტანაზე შექმნილი შეფერხების გამო, საქონლის მოწოდების ვადის გაგრძელებას 21 აპრილის ჩათვლით. გასათვალისწინებელია ასევე ის ფაქტიც, რომ ცენტრისა და სამინისტოს წარმომადგენლების მიერ შპს ელსელემას არაერთი ზეპირი გაფრთხილების მიუხედავად კომპანიამ ვერ უზრუნველყო, ვერც ზამთრისა და ვერც ზაფხულის უნიფორმების დაკომპლექტება და მოწოდება,  მიმდინარე წლის 26 აპრილს შპს ელსელემამ განახორციელა მხოლოდ 450 მდე ერთეული ზამთრისა და ზაფხულის შარვლის მოწოდება, რის მიღებაზეც განეცხადა უარი. ხელშეკრულების პირობების მიხედვით მოწოდება შესაძლებელი იყო ეტაპობრივად თუმცა კომპლექტებით.
შპს ელსელემმა 2018 წლის 26 აპრილს მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისროს ხელშეკრულების ვადის გადაწევასთან დაკავშირებით 2018 წლის ივნისის თვის ბოლომდე და კომპანია მზად არის სრულად დაფაროს საჯარიმო სანქციები. ასევე წერილში აღნიშნულია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა გამოიწვევს კომპანიის გაკოტრებას და შპს ელსელემის 200 თანამშრომლის უმუშევრად დარჩენას.