From : Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge>
To : David Sergeenko
Subject : მოსაზრებების სურამის ფსიქიატრიულზე
Received On : 12.03.2018 08:38

ბატონო დავით, დავალებისამებრ გიგზავნით მოსაზრებებს სურამის ფსიქიატრიულთან დაკავშირებით:
 

ორგანიზაციული ფორმა: შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“ (ს/კ243123455)

მესაკუთრე: 100% სახელმწიფო.

ამოცანა: სურამის ფსიქიატრიული დაწესებულების მენეჯმენტის გაუმჯობესებისა და დროებითი მმართველობის ეფექტური შესაძლებლობების განხილვა.

 

ვერსია 1. ცვლილებები დაწესებულების წესდებაში

ვინაიდან აღნიშნული დაწესებულება წარმოადგენს სახელმწიფო 100% იანი შპს-ს , მოცემული საკითხების დარეგულირება შესაძლებელია განხორციელდეს წესდებაში ცვლილებების გზით.

სამინისტროს შეუძლია ქონების მართვის სააგენტოსთან შუამდგლომლობით დანიშნოს თავისი წარმომადგენელი/წარმომადგენლები (მენეჯერი/მენეჯმენდის  ბორდი), რომელსაც იგივე წესდებითვე გამყარებული/გამიჯნული ექნება უფლებამოსილებები და კომპეტენციები.

გადაჭრის პროცედურა: საჭიროა სამინისტროს დასაბუთებული შუამდგომლობა სსიპ ქონების მართვის სააგენტოსადმი, რომლის მიხედვითაც ქონების მართვის სააგენტო უზრუნველყოფს წესდების კორექტირებას და რეესტრში რეგისტრაციას.

 

ვერსია 2. ჯანდაცვის სამინისტროს მართვაში გადმოცემა

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ ანალოგიის გამოყენებით, დაწესებულება გადმოვიდეს ჯანდაცვის სამინისტროს მართვაში (გასათვალისწინებელია რომ მოცემულ დაწესებულება აერთიანებს ბედიანის და სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებებს).

გადაჭრის პროცედურა:  სამინისტროს მართვაში გადაცემა საჭიროებს მთავრობის შესაბამის გადაწყვეტილებას, შემდეგ განხორციელდება წესდებაში ცვლილებების მომზადება და სამინისტროსა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოსთან ხელშეკრულების გაფორმება.

 

ვერსია 3. სალიცენზიო/სანებართვო პირობების ფარგლებში სპეციალური მმართველის დანიშვნა

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ნებართვის გამცემის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას სანებართვო პირობების შესასრულებლად სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ.

თუ დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს ზიანი, ნებართვის გამცემი დასაბუთებული გადაწყვეტილებით უფლებამოსილია თავად დანიშნოს სპეციალური მმართველი და დაუყოვნებლივ წარუდგენს სასამართლოს დასამტკიცებლად.

გადაჭრის პროცედურა:  რეგულირების სააგენტო ნებართვის ფარგლებში უზრუნველყოფს სანებართვო პირობების დარღვევის ფარტის გამოვლენას და ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით თვითონ (და მერე სასამართლოს დამტკიცებით) ან სასამართლოს მიერ სააგენტოს შუამდგოომლობის ინიშნება დროებითი მმართველი.

 
 
პატივისცემით, 
ნათია ხმალაძე