From : Mfa Protocol <protocol@mfa.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : მოსაწვევი - პირველი დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი
Cc : moh@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge
Received On : 07.03.2017 14:32
Attachments :

 

22

დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი

ელექტრონული მოსაწვევი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს,

 

საქართველოში გაერო-ს რეზიდენტ კოორდინატორის ოფისთან

და

მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან

თანამშრომლობით

 

აქვს პატივი მოიწვიოს

 

ბ-ნი დავით სერგეენკო

 

პირველ დიპლომატიურ სათხილამურო შეჯიბრზე,

 

რომელიც გაიმართება გუდაურში, 2017 წლის 11 მარტს 11 საათზე

 

შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები;

მთავრობის წარმომადგენლები;

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები

 

 

 

ინფორმაცია:

 

ღონისძიება ერთდღიანია - დაიწყება დილის 11 საათზე (გუდაური, კუდები) და დასრულდება 16 საათისთვის. გთხოვთ გაითვალისწინოთ ადრე მოსვლა, დანიშნულების ადგილზე ასვლის გათვალისწინებით (თანდართული საინფორმაციო ბარათის მიხედვით.

 

პროგრამა შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან:

-          შეჯიბრი (კუდები);

-          დაჯილდოების ცერემონია (კუდები);

-          ლანჩი („ხიჟინა“)

 

გუდაურამდე მგზავრობას უზრუნველყოფენ თავად შეჯიბრში მონაწილეები

 

ღონისძიებასთან დაკავშირებული დეტალებისთვის, გთხოვთ, იხილოთ თანდართული საინფორმაციო ბარათი

 

იგზავნება მხოლოდ ელექტრონული მოსაწვევები

გთხოვთ, დაგვიდასტუროთ მონაწილეობა დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის ელექტრონულ მისამართზე protocol@mfa.gov.ge

არაუგვიანეს 9 მარტის 12 საათისა