პატივცემულო კოლეგებო და ტუბერკულოზის წინააღმდეგ თანამებრძოლნო,
ყოველწლიურად, ჯანდაცვის
მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, 24 მარტს აღინიშნება
ტუბერკულოზის მსოფლიო დღე,
რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების
ცნობიერების ამაღლებას ტუბერკულოზის
გლობალური ეპიდემიისა და მის
დასამარცხებლად გაწეული ძალისხმევის შესახებ. 24 მარტი გვაძლევს შესაძლებლობას,
რომ ერთხელ კიდევ გავერთიანდეთ
ტუბერკულოზის წინააღმდეგ საბრძოლველად საზოგადოების განათლებისა და
პოლიტიკოსების ჩართულობის უზრუნველყოფის გზით, რათა პირველ რიგში აღმოვფხვრათ
საზოგადოებაში დაავადების მიმართ არსებული
სტიგმა და გავატაროთ ადეკვატური ზომები საქართველოში ტუბერკულოზის საბოლოოდ
დასამარცხებლად.
პატივი მაქვს, ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, 24 მარტს, 14:00 საათზე მოგიწვიოთ ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში
(მის: მარუაშვილის ქ. #50), სადაც
გაიმართება ბავშვთა ტუბერკულოზის სამკურნალო "თენგიზ გვასალიას სახელობის პედიატრიული განყოფილების" გახსნის ცერემონიალი, რომელიც აშენდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს დაფინანსებითა და ხელშეწყობით.
მოწვეულ სტუმრებთან ერთად, აგრეთვე, დავათვალიერებთ ახალ ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის რეფერენს ლაბორატორიის შენობას.
პატივისცემით,
ზაზა ავალიანი
ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი
Zaza Avaliani, MD Ph D, Professor
Director
National Center for Tuberculosis and Lung Diseases
50, Maruashvili str. Tbilisi, 0101 Georgia
Phone (office): (+995 32) 2910252
Phone (cell): (+995 599) 585336