| From : | Sopho Kiladze <skiladze@parliament.ge> |
| To : | David Sergeenko; marisha_78@yahoo.com |
| Subject : | მოსაწვევი |
| Received On : | 25.05.2017 14:18 |
| Attachments : |
გვაქვს პატივი, მოგიწვიოთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი
მიძღვნილ საქველმოქმედო გამოფენაზე, რომელიც ეწყობა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ნაძალადევის N17-ე მაჟორიტარული ოლქის დეპუტატის, სოფიო კილაძის ბიუროს მიერ, ა(ა)იპ „დემოკრატიის განვითარების
სააგენტოს“ ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით. გამოფენაზე, რომლის სახელწოდებაა „ბავშვები ბავშვებისთვის“ წარმოდგენილი იქნება ნაძალადევის რვა საჯარო სკოლის სმოცამდე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ნამუშევრები.
ღონისძიება გაიმართება კულტურის ცენტრ არტ-ჰოლში (მისამართი: თბილისი,
ც. დადიანის N26), 2017 წლის 27 მაისს. გახსნა 19 სთ-ზე. მოწვეულნი არიან სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ღონისძიებიდან შემოსული თანხა გადაეცემა ნაძალადევის N17-ე მაჟორიტარულ
ოლქში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს.
წერილს თან ახლავს ღონისძიების მოსაწვევი.