| From : | INFORM <inform.ge@gmail.com> |
| To : | Giorgi Kvirikashvili; dkumsishvili@economy.ge; m.bakhtadze@mof.ge; ttsulukiani@justice.gov.ge; ggakharia@mia.gov.ge; mchkhenkeli@mes.gov.ge; Sozar Subari; Mikheil Janelidze; Z Alavidze; mikheil.giorgadze@culture.gov.ge; David Sergeenko; ლევან დავითაშვილი; Levan Davitashvili; Kakhaber Kakhishvili; Ketevan Tsikhelashvili; lizoria@mod.gov.ge; kakha kala; newsnews299@gmail.com; Nino Giorgobiani; Nikoloz Lachkepiani; mtskitishvili@gov.ge; David Kirvalidze; zurab_abashidze@hotmail.com; Tedo Japaridze; Mako M; Khatuna Ivanishvili; Natia Kukuladze; Natia Lzashvili; Gabriel Tsulaia; Sopo Mosidze; manana toqma; Beqa Davituliani; smdinaradze@gmail.com; Eliso Khachapuridze; ketevandolidze@hotmail.com; Nini Qvatadze; nincho.nemsadze@gmail.com; irina tevdorashvili; George Udzilauri; Irakli Kobakhidze; Eka Beselia; Zviad Kvatchantiradze; George Volski; Sophie Sopo; ikseso2005@yahoo.com; gphophkhadze@parliament.ge; mamuka mdinaradze; Irina Pruidze; Akaki Zoidze; a.kantaria@mail.ru; Roman Kakulia; Irakli Tripolski; ბიძინა გეგიძე; Zaza Khutsishvili; ngoguadze@hotmail.com; Levan Gogichaishvili; ბექა ოდიშარია; ირაკლი აბუსერიძე; davit tchitchinade; Beka.natsvlishvili@yahoo.com; Giorgi Mosidze; Mariam Jashi; khabareli@mail.ru; Ilia Tsulaia; მიხეილ ყაველაშვილი; Zaza Gabunia; Koba Kobaladze; ლევან კობიაშვილი; Levan Koberidze; რომან მუჩიაშვილი; Gmacharashvili@parliament.ge; დავით სონღულაშვილი; ირაკლი შიოლაშვილი; Gela Samkharauli; Ираклий Хахубия; Otari Danelia; irakliberaia_dsc@yahoo.com; Irakli Beraia; Merab Kvaraia; ედიშერ თოლორაია; Goga Gulordava; Irakli Mezurnishvili; გიორგი თოთლაძე; იოსებ მაკრახიძე; პაატა მხეიძე; Giorgi Begadze; mirzoevs@yahoo.com; გოდერძი ჩანქსელიანი; Gogi Meshveliani; Kakha Okriashvili; Lamia Gumbatova; Tamaz Naveriani; gocha enukidze; Nino Tsilosani; Archil Talakvadze; Genadi Margvelashvili; otto otto; Elguja Gotsiridze; Koba Lursmanashvili; shalvakiknavelidze@yahoo.com; Paata Kvizhinadze; grigol.mikeladze@mail.ru; გრიგოლ ლილუაშვილი; სულხან მახათაძე; კობა ნარჩემაშვილი; Tsotne Zurabiani; Fati Khalvashi; Nukri Bejanidze; ილია ნაკაშიძე; gia kopadze; enzelmkoyan@gmail.com; Tamar Chugoshvili; Tamuna Khulordava; Sophiko katsarava; Kakha Kuchava; Zviad64@hotmail.com; Gia Jorjoliani; Ikovzanadze@parliament.ge; Archil Khabadze; xabelovileri@yahoo.com; vjafaridze@mail.ru; Isko Daseni; Dimitri Samkharadze; miriantsiklauri@yahoo.com; g.kakhiani@yahoo.com; Dimitri Tskitishvili; bukiagiga@yahoo.com; გიგა ბუკია; Rati Ionatamishvili; Sos Sos; Endzela Matchavariani; gio ben; Karlo Kopaliani; Gugili Magradze; ruslan pogosyan; mahir darziev; sam.s.manukyan@gmail.com; Shota Shalelashvili; Temur Kokhreidze; Davit Matikashvili; george khatidze; aokhanashvili@parliament.ge; gretalini@yahoo.com; ana gochashvili; koka kandiashvili |
| Subject : | მოქალაქეობის საკითხთა კომისიასთან დაკავშირებით |
| Received On : | 10.01.2018 10:45 |
გიგზავნით იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ ინფრომაციას მოქალაქეობის საკითხთა კომისიასთან დაკავშირებით:
მოქალაქეობის საკითხთა კომისია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადადის.
1. პრეზიდენტის მიერ გასული წლის მიწურულს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, მოქალაქეობის საკითხთა კომისია, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საფუძველია, ოთხის ნაცვლად ექვსი წევრით დაკომპლექტდება და მას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს. საქართველოს პრეზიდენტს, გარდა კომისიის თავმჯდომარისა, კომისიაში კიდევ 2 წარმომადგენელი ეყოლება - ერთი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და ერთიც - ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატიდან. ასევე იზრდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა რიცხვი, რომელსაც კომისიაში ერთის ნაცვლად ორი წევრი ეყოლება. რაც შეეხება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, ის კომისიის თავმჯდომარე აღარ იქნება და, ამასთან, ორის ნაცვლად მას მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ეყოლება.
· მოცემული ცვლილებები მიმდინარე წლის 15 იანვრიდან შედის ძალაში.
· საქართველოს პრეზიდენტის მიერ შექმნილი ახალი რეალობის პირობებში, 15 იანვრიდან, იმ პირებს, ვისაც საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება სურთ, კვლავ შეეძლებათ განცხადება შეიტანონ იუსტიციის სამინისტროს სისტემის ტერიტორიულ სამსახურებში - იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში. ამ მხრივ მათთვის არაფერი იცვლება. მაგრამ გასაუბრებასა და სხვა, კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს, ისინი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაივლიან, ვინაიდან 15 იანვრიდან შესაბამის კომისიას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს და კომისიის შემადგენლობის უმრავლესობაც პრეზიდენტის წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული. იუსტიციის სამინისტრო კი, გააგრძელებს შემოტანილი განცხადებების შესწავლასა და კომისიისთვის საქმეების მომზადებას, რათა მან სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილებები მიიღოს.
2.
პრეზიდენტის მიერ ბრძანებულებაში შეტანილი ცვლილებები პრეზიდენტის იმავე ბრძანებულების
სხვა ნორმებს ეწინააღმდეგება და ასევე შეუსაბამო უნდა იყოს საქართველოს ორგანულ კანონთან
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, რომლის 24-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის
საკითხებზე განცხადებებს „განიხილავს“ სერვისების განვითარების სააგენტო. პრეზიდენტის
მიერ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სერვისების განვითარების სააგენტო მოცემული
განცხადებების განხილვას ვეღარ გააგრძელებს. სერვისების განვითარების სააგენტოს რჩება
მხოლოდ განცხადებებთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევის ფუნქცია, რასაც ცხადია
შეასრულებს.
3.
2017 წლის განმავლობაში, სერვისების განვითარების სააგენტოს დადებითი დასკვნის მიუხედავად,
საქართველოს პრეზიდენტმა 565 პირს უარი უთხრა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე.
565 პირიდან 89% საქართველოს ყოფილი მოქალაქე, საქართველოში დაბადებული ან მათი ოჯახის
წევრი იყო. პრეზიდენტის ამგვარი პოლიტიკა, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის სულისკვეთებას,
რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭებათ მათ, ვისთან
მიმართებაშიც სახელმწიფო ინტერესი არსებობს. ჩვენ ვთლიდით და ახლაც ვთვლით, რომ საქართველოს
ყოფილი მოქალაქისთვის, საქართველოში დაბადებული პირისთვის, საქართველოს მოქალაქის ოჯახის
წევრისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესია, რადგან ეს ადამიანები
ომიანობის, ეკონომიკური სიდუხჭირის ან სხვა გარდაუვალი სირთულის გამო დროებით დაშორდნენ
სამშობლოს და სურთ დაბრუნება. მათ საქართველომ კარი უნდა გავუხსნას. იმედია, რომ კომისიის
თავისთან გადატანით, საქართველოს პრეზიდენტი მის მიერ გასულ წელს წარმოებულ პოლიტიკას
არ გააგრძლებს და მას პოზიტიური და სამართლიანი დინამიკით შეცვლის.