From : INFORM <inform.ge@gmail.com>
To : Giorgi Kvirikashvili; dkumsishvili@moesd.gov.ge; m.bakhtadze@mof.ge; ttsulukiani@justice.gov.ge; ggakharia@mia.gov.ge; mchkhenkeli@mes.gov.ge; Sozar Subari; Mikheil Janelidze; m.tskitishvili@mrdi.gov.ge; mikheil.giorgadze@culture.gov.ge; David Sergeenko; ლევან დავითაშვილი; Levan Davitashvili; Kakhaber Kakhishvili; Ketevan Tsikhelashvili; lizoria@mod.gov.ge; kakha kala; newsnews299@gmail.com; Nino Giorgobiani; stadumadze@gov.ge; zurab_abashidze@hotmail.com; Tedo Japaridze; Nikoloz Lachkepiani; Beqa Davituliani; Mako M; Khatuna Ivanishvili; Davit Qwerty; Irakli Kobakhidze; Eka Beselia; Zviad Kvatchantiradze; George Volski; Sophie Sopo; ikseso2005@yahoo.com; gphophkhadze@parliament.ge; mamuka mdinaradze; Irina Pruidze; Akaki Zoidze; a.kantaria@mail.ru; Roman Kakulia; Irakli Tripolski; ბიძინა გეგიძე; Zaza Khutsishvili; ngoguadze@hotmail.com; Levan Gogichaishvili; ბექა ოდიშარია; ირაკლი აბუსერიძე; davit tchitchinade; Beka.natsvlishvili@yahoo.com; Giorgi Mosidze; Mariam Jashi; khabareli@mail.ru; Ilia Tsulaia; მიხეილ ყაველაშვილი; Zaza Gabunia; Koba Kobaladze; ლევან კობიაშვილი; Levan Koberidze; რომან მუჩიაშვილი; Gmacharashvili@parliament.ge; დავით სონღულაშვილი; ირაკლი შიოლაშვილი; Gela Samkharauli; Ираклий Хахубия; Otari Danelia; irakliberaia_dsc@yahoo.com; Irakli Beraia; Merab Kvaraia; ედიშერ თოლორაია; Goga Gulordava; Irakli Mezurnishvili; გიორგი თოთლაძე; იოსებ მაკრახიძე; პაატა მხეიძე; Giorgi Begadze; mirzoevs@yahoo.com; გოდერძი ჩანქსელიანი; Gogi Meshveliani; Kakha Okriashvili; Lamia Gumbatova; Tamaz Naveriani; gocha enukidze; Nino Tsilosani; Archil Talakvadze; Genadi Margvelashvili; otto otto; Elguja Gotsiridze; Koba Lursmanashvili; shalvakiknavelidze@yahoo.com; Paata Kvizhinadze; grigol.mikeladze@mail.ru; გრიგოლ ლილუაშვილი; სულხან მახათაძე; კობა ნარჩემაშვილი; Tsotne Zurabiani; Fati Khalvashi; Nukri Bejanidze; ილია ნაკაშიძე; gia kopadze; enzelmkoyan@gmail.com; Tamar Chugoshvili; Tamuna Khulordava; skatsarava@parliament.ge; Kakha Kuchava; Zviad64@hotmail.com; Gia Jorjoliani; Ikovzanadze@parliament.ge; Archil Khabadze; xabelovileri@yahoo.com; vjafaridze@mail.ru; Isko Daseni; Dimitri Samkharadze; miriantsiklauri@yahoo.com; g.kakhiani@yahoo.com; Dimitri Tskitishvili; bukiagiga@yahoo.com; გიგა ბუკია; Rati Ionatamishvili; Sos Sos; Endzela Matchavariani; gio ben; Karlo Kopaliani; Gugili Magradze; ruslan pogosyan; mahir darziev; sam.s.manukyan@gmail.com; Shota Shalelashvili; Temur Kokhreidze; Davit Matikashvili; george khatidze; aokhanashvili@parliament.ge; gretalini@yahoo.com; ana gochashvili; koka kandiashvili; Lasha Natsvlishvili
Subject : ნარკოტიკული ნივთიერებით ორი ახალგაზრდის გარდაცვალებასა და ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით
Received On : 30.04.2018 12:05

სახელმწიფო უკომპრომისოა ორგანიზებული ნარკოდანაშაულისა და ნარკოგამსაღებლების მიმართ ბრძოლაში. სამართალდამცავთა ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში მავნე და საშიში ნივთიერებების გავრცელება მაქსიმალურად იყოს აღკვეთილი და ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის თითოეულ ფაქტს უმკაცრესი რეაგირება მოჰყვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ ბოლო 4 თვეში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან დიდი მოცულობის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღო.

ამავე პერიოდში, ნარკოდანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემულია 754 პირი, მათ შორის 394 პირი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს.

ამავე დროს, საპარლამენტო გუნდი მთავრობასთან ერთად მუშაობს ნარკოპოლიტიკის ისეთ მოდელზე, რომელიც გასაღების წინააღმდეგ უკომპრომისო და კიდევ უფრო ეფექტიანად ბრძოლაზე იქნება ორიენტირებული, ამავე დროს დამოკიდებულ პირებს მიაწვდის შესაბამის სერვისებს.

სამწუხაროდ, დღეისათვის, მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკების შეძენა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სულ უფრო მარტივი ხდება, ხოლო მასთან ბრძოლა სულ უფრო რთულდება. შესაბამისად, ეს არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო გამოწვევაა. 

ამ რთული გამოწვევის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისთვის საჭირო და ძალზე მნიშვნელოვანია მოქალაქეთა აქტიური ჩართულობა. დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს საზოგადოების გარკვეული წრეების მხრიდან ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარების სხვადასხვა ფორმით წახალისება, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თემით სპეკულირება, რადგან ჯანმრთელობას ყველა სახის ნარკოტიკი ზიანს აყენებს. ერთი შეხედვით „უვნებელი“ ე.წ. კლუბური ნარკოტიკები და მათი უკონტროლო მიღება ახალგაზრდების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. არსებულ ვითარებაში კლუბური ნარკოტიკების, რომლებიც სინამდვილეში ნარკოტიკული საშუალებებია წინააღმდეგ ბრძოლა ახალგაზრდა თაობის გადასარჩენად ბრძოლაა.