From : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
To : David Sergeenko; Nino Berdzuli; Zaza Sopromadze
Subject : ნუტრიციოლოგიური კვლევების შედეგები
Cc : mdarakhvelidze@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>
Received On : 13.10.2017 16:05
Attachments :

ბატონო დავით,

 

ქალბატონო ნინო, ბატონო ზაზა,

 

 

როგორც მოგეხსენებათ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით განახორციელა პროექტიიოდის სტატუსის შეფასება საქართველოს მოსახლეობაში“. კვლევის შედეგებმა დაადასტურა, რომ საქართველოში არსებობს მარილის მდგრადი და ეფექტური საყოველთაო იოდირების პროგრამა, სადაც მოსახლეობის მოცვა ხარისხიანი იოდირებული მარილით შეადგენს 90%-. იოდის ოპტიმალური ნუტრიციული სტატუსი მიღწეული და შენარჩუნებულია მთლიანი მოსახლეობისათვის (სასკოლო ასაკის ბავშვების და ორსული ქალების გამოკვლევის საფუძველზე). რეკომენდებულია იოდირებული მარილის  და იოდის მოხმარების შემდგომი მონიტორინგი, რათა უზუნველყოფილი იყოს იოდის დეფიციტის მდგრადი ელიმინაცია და საქართველოში საკვებად იოდის ოპტიმალური მოხმარება. შარდში იოდის კონცენტრაციის მედიანა სასკოლო ასაკის ბავშვებში უახლოვდება ზედა ზღვარს, შესაბამისად, არ არსებობს გადაუდებელი საჭიროება იმისა, რომ შეიცვალოს ან შემცირდეს იოდიზაციის მიმდინარე ნორმატიული დონეები (40±15მგ/კგ). მარილის იოდიზაციის ნორმატიული მაჩვენებლის პოტენციურმა დაწევამ, თუნდაც 10მგ/კგ (25%)-ით შეიძლება გამოიწვიოს იოდის სუბოპტიმალური მოხმარება ორსული ქალების ზოგიერთ ჯგუფებში და განსაკუთრებით მთის რეგიონში მცხოვრებ სასკოლო ასაკის ბავშვებში, ასეთმა ცვლილებამ შესაძლოა რისკის ქვეშ დააყენოს მარილის იოდირების პროგრამა ქვეყანაში და ნეგატიური ზეგავლენა იქონიოს მთელი მოსახლეობის მიერ იოდის ოპტიმალური მოხმარების დონეზე. აუცილებელია, ჯანდაცვის პროფესიონალებმა (ენდოკრინოლოგები, გინეკოლოგები, პედიატრები, ოჯახის ექიმები) არ დანიშნონ იოდის დანამატები ორსულ ქალებსა და სასკოლო ასაკის ბავშვებში, თუ არ არის ძლიერი ეჭვი იოდის არაადეკვატურ მოხმარებაზე.

 

გარდა ამისა, როგორც თქვენთვის ცნობილია, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (US CDC) და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის (NCDC) მიერ, „მიკრონუტრიენტთა დეფიციტის ზედამხედველობის გაძლიერების“ კოლაბორაციული პროექტის ფარგლებში, 2015 წლიდან ხორციელდება ნუტრიციული ზედამხედველობის  სისტემის ფორმირება და განვითარება საქართველოში. ზედამხედველობის სიტემაში ჩართულია სისხლის და შარდის ლაბორატორიული კვლევის კომპონენტიც რკინის, ფოლიუმის მჟავის და იოდის დეფიციტის გამოსავლენად როგორც ბავშვთა, ასევე ორსულთა კონტინგენტში. პროექტის განხორციელების განვლილ პერიოდში მივიღეთ ფრიად საყურადღებო მონაცემები, კერძოდ: 12-23 თვის ბავშვთა მოსახლეობის დაახლოებით 80%-ს და ორსულთა 60%-ს აღენიშნა  რკინის დეფიციტი; ორსულების დაახლებით 26%-ს გამოუვლინდა ფოლატის დეფიციტი (აჭარის და სამეგრელოს რეგიონებში იგი 40%-ს აღწევს); მაღალია ნერვული მილის დეფექტების გავრცელების მაჩვენებელი (2.7 - 1000  ცოცხალშობილზე); 12-23 თვის ბავშვთა დაახლოებით 34% აღენიშნა ანემია და ა.შ.), გამოკვლეულებში არ აღინიშნა იოდის დეფიციტი, არ გვაქვს მნიშვნელოვანი პრობლემები მალნუტრიციის კუთხით. პროექტის შედეგების პირველადი განხილვა დარგის რიგ ექსპერტებთან ერთად განხორციელდა ჩვენს ცენტრში, შემდეგ კი  სამინისტროში  დედათა და ბავშვთა საბჭოს სხდომაზე.

 

ვფიქრობ აღნიშნული კვლევების შედეგები და დასმული საკითხები, თავისი სერიოზულობიდან გამომდინარე, საჭიროებს დამატებით განხილვებს სხვადასხვა აუდიტორიაში (როგორც სამედიცინო სფეროს, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებთან), რათა დროულად მოხდეს გარკვეული მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება არსებული ვითარების გაუმჯობესებისა და შემდგომში სტაბილური შენარჩუნების მიზნით.

 

მარილის მანდატორული იოდიზაციის დადასტურებული ეფექტურობა საშუალებას გვაძლევს ვიმსჯელოთ ფორტიფიკაციის, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთერთი „საუკეთესო შენაძენის“ სხვა მიმართულებების დანერგვაზე.

 

თქვენი თანხმობის შემთხვევაში მზად ვართ ორგანიზება გავუკეთოთ შეხვედრებს.

 

ასევე მნიშვნელოვანია სამედიცინო საზოგადოებისა და, ზოგადად, საზოგადოებისათვის ამ ინფორმაციის შესაბამისი ფორმით მიწოდება.

გთხოვთ გადაწყვეტილებას.

 

პატივისცემით,

 

ამირანი