თქვენი დავალების შესაბამისად ადგილზე რეგულირებიდან თვალავაძის დავალებით მისულები იყვნენ სააგენტოს თანამშრომლები, გაწვდით მოკლე ინფორმაციას რომელიც მომაწოდა თემურ პირველაშვილმა:
პაციენტი რადიშ თორია (78 წლის), კლინიკაში მიყვანილია 22.02.17. სსდ ბრიგადის მიერ.
პაციენტს დაესვა დიაგნოზი: მარჯვენამხრივი პნევმონია, არტერიული ჰიპერტენზია მე-2 ხარ. ჰიპოქსიური ენცეფალოპათია. სრული უტერო-ვაგინალური პროლაფსი. სუნთქვის უკმარისობა. იცენკო-კუშინგის დაავადება (დადგენილია 2წლის წინ).
27.02.17-მდე პაციენტი იმყოფებოდა თერაპიულ განყოფილებაში, უტარდებოდა კვლევები, ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციები და დანიშნული მკურნალობა. პერიოდულად აღენიშნებოდა ტრემორი.
27.02.17. მდგომარეობა მკვეთრად გაურესდა, დაითრგუნა ცნობიერება, კონტაქტში არ შემოდიოდა, აღენიშნებოდა უნებლიე მოძრაობები და ტრემორი. სუნთქვის უკმარისობა გაღრმავდა, პაციენტი დესატურირდა (84-86% ოქსიგენაციის გარეშე) და გადაყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში.
რეანიმაციაში შესვლისას (13.30სთ.), მდგომარეობა უკიდურესად მძიმე. არსებული ნევროლოგიური სტატუსის გათვალისწინებით, ჩატარდა ოროტრაქეალური ინტუბაცია და პაციენტი გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე (გლაზგოს შკალით არ არის შეფასებული. მითითებულია - ,,სედაციის ფონი“).
გლაზგოს კომის შკალით: 28.02.17 - 03.03.17 - 5 ქულა. 04.03.17-დან – 3 ქულა.
07.03.17. (17.00სთ.) - პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე, მტკივნეულ გაღიზიანებაზე არ რეაგირებს. გრძელდება მართვითი სუნთქვა PCV/BiLevel რეჟიმში პარამეტრებით: Ppc -18, F-12, Pps-12, PEEP – 67, FiO2 – 45%, რომლის ფონზეც SPO2 – 100%, Vte – 564, MV – 8.4 აღენიშნება შეშუპება, ჰიპერთერმია (T -38,8), ჰემოდინამიკა არასტაბილური, გრძელდება ვაზოპრესორული მხარდაჭერა.
პატივისცემით,
ავთო