| From : | INFORM <inform.ge@gmail.com> |
| To : | Giorgi Kvirikashvili; dkumsishvili@moesd.gov.ge; m.bakhtadze@mof.ge; ttsulukiani@justice.gov.ge; ggakharia@mia.gov.ge; mchkhenkeli@mes.gov.ge; Sozar Subari; Mikheil Janelidze; m.tskitishvili@mrdi.gov.ge; mikheil.giorgadze@culture.gov.ge; David Sergeenko; ლევან დავითაშვილი; Levan Davitashvili; Kakhaber Kakhishvili; Ketevan Tsikhelashvili; lizoria@mod.gov.ge; kakha kala; newsnews299@gmail.com; Nino Giorgobiani; zurab_abashidze@hotmail.com; Tedo Japaridze; Nikoloz Lachkepiani; Beqa Davituliani; Mako M; Khatuna Ivanishvili; Davit Qwerty; Irakli Kobakhidze; Eka Beselia; Zviad Kvatchantiradze; George Volski; Sophie Sopo; ikseso2005@yahoo.com; gphophkhadze@parliament.ge; mamuka mdinaradze; Irina Pruidze; Akaki Zoidze; a.kantaria@mail.ru; Roman Kakulia; Irakli Tripolski; ბიძინა გეგიძე; Zaza Khutsishvili; ngoguadze@hotmail.com; Levan Gogichaishvili; ბექა ოდიშარია; ირაკლი აბუსერიძე; davit tchitchinade; Beka.natsvlishvili@yahoo.com; Giorgi Mosidze; Mariam Jashi; khabareli@mail.ru; Ilia Tsulaia; მიხეილ ყაველაშვილი; Zaza Gabunia; Koba Kobaladze; ლევან კობიაშვილი; Levan Koberidze; რომან მუჩიაშვილი; Gmacharashvili@parliament.ge; დავით სონღულაშვილი; ირაკლი შიოლაშვილი; Gela Samkharauli; Ираклий Хахубия; Otari Danelia; irakliberaia_dsc@yahoo.com; Irakli Beraia; Merab Kvaraia; ედიშერ თოლორაია; Goga Gulordava; Irakli Mezurnishvili; გიორგი თოთლაძე; იოსებ მაკრახიძე; პაატა მხეიძე; Giorgi Begadze; mirzoevs@yahoo.com; გოდერძი ჩანქსელიანი; Gogi Meshveliani; Kakha Okriashvili; Lamia Gumbatova; Tamaz Naveriani; gocha enukidze; Nino Tsilosani; Archil Talakvadze; Genadi Margvelashvili; otto otto; Elguja Gotsiridze; Koba Lursmanashvili; shalvakiknavelidze@yahoo.com; Paata Kvizhinadze; grigol.mikeladze@mail.ru; გრიგოლ ლილუაშვილი; სულხან მახათაძე; კობა ნარჩემაშვილი; Tsotne Zurabiani; Fati Khalvashi; Nukri Bejanidze; ილია ნაკაშიძე; gia kopadze; enzelmkoyan@gmail.com; Tamar Chugoshvili; Tamuna Khulordava; skatsarava@parliament.ge; Kakha Kuchava; Zviad64@hotmail.com; Gia Jorjoliani; Ikovzanadze@parliament.ge; Archil Khabadze; xabelovileri@yahoo.com; vjafaridze@mail.ru; Isko Daseni; Dimitri Samkharadze; miriantsiklauri@yahoo.com; g.kakhiani@yahoo.com; Dimitri Tskitishvili; bukiagiga@yahoo.com; გიგა ბუკია; Rati Ionatamishvili; Sos Sos; Endzela Matchavariani; gio ben; Karlo Kopaliani; Gugili Magradze; ruslan pogosyan; mahir darziev; sam.s.manukyan@gmail.com; Shota Shalelashvili; Temur Kokhreidze; Davit Matikashvili; george khatidze; aokhanashvili@parliament.ge; gretalini@yahoo.com; ana gochashvili; koka kandiashvili; Lasha Natsvlishvili |
| Subject : | პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით |
| Received On : | 11.06.2018 08:00 |
გზავნილები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით:
ვრცელი გზავნილი:
· წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წლის I კვარტალში 279.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის I კვარტალის მონაცემებზე 32.9 პროცენტით ნაკლებია. აღნიშნული მონაცემი რამდენიმე მიზეზმა გამოიწვია - არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ შემცირდა ვალდებულებები და დაიფარა სასესხო დავალიანება; ასევე საქართველოს რამდენიმე მსხვილი საწარმო საქართველოს რეზიდენტების (ქართული კომპანიების) საკუთრებაში გადავიდა.
· მნიშვნელოვანად შემცირდა სავალო ვალდებულებები. კერძოდ, რამდენიმე მსხვილმა საწარმომ განახორციელა პირდაპირი ინვესტორისთვის სესხის დაფარვა, რამაც შესაბამისად განაპირობა FDI-ს მაჩვენებლის შემცირება იგივე მოცულობით. ეს მაჩვენებელი ნიშნავს იმას, რომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე ადგილი აქვს საქართველოს საგარეო სავალო ვალდებულების შემცირებას.
· გაზსადენის პროექტი, რომელსაც საქართველოში BP-ი ახორციელებს, დასასრულს უახლოვდება. შედეგად, მცირდება FDI ტრანსპორტის სექტორში - (2017 წლის პირველ კვარტალში იყო 96,1 მლნ აშშ დოლარი, ხოლო 2018წლის პირველ კვარტალში არის 41,7 მლნ აშშ დოლარი).
· პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაზე გავლენა მოახდინა რამდენიმე მსხვილ საწარმოში მესაკუთრის შეცვლამ - არარეზიდენტის წილი საქართველოს რეზიდენტებმა შეიძინეს. მაგალითად: ერთ-ერთიმსხვილი საწარმო, რომელიც ადრე წარმოადგენდა არარეზიდენტების (უცხოური კომპანიის) საკუთრებას, მათ შორის, სხვა უცხოურ კომპანიებთან კონკურენციის პირობებში, შეიძინა საქართველოს რეზიდენტებმა(ქართულმა კომპანიამ).
· ეს გამოიწვია რამდენიმე გარემოებამ - კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა ადგილობრივი ინვესტორებისთვის საქართველოში კაპიტალის განთავსება.
· საქართველოს ბიზნეს გარემოს მიმართ ადგილობრივი ინვესტორების პოზიტიურ მოლოდინებს მიანიშნებს რეინვესტირების მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელიც 2017 წელს 129.6 პროცენტით გაიზარდა და 712 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რეინვესტირების დონის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოგების გადასახადისრეფორმამ, რომელიც ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, გადასახადების ნაცვლად თანხები მიმართონ ახალინვესტიციებში, გააფართოვონ ბიზნესი და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები.
· ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში გატარებულმა რეფორმებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ეკონომიკის ლიბერალიზაციას, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას, ექსპორტის წახალისებას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და მიმზიდველ საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებას. მთავრობის მიერ გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები ეკონომიკური პოლიტიკის ყველა მიმართულებით, კერძოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა საგადასახადო კანონმდებლობაში, რის შედეგადაც საგადასახადო გარემო ბიზნესის მიმართ კიდევ უფრო მეგობრულ გახდა, ბიზნესს გაუჩნდა მეტი თავისუფლება და განვითარების დამატებითი პოტენციალი, რაც, პირველ რიგში, დამატებითი სტიმული გახდა ადგილობრივი ინვესტორებისთვის.
· ეკონომიკის განვითარების პოზიტიური ტენდენციები აისახა საკრედიტო რეიტინგებშიც. სარეიტინგო კომპანია „Fitch“ მა გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურის მიმართულებით. რეიტინგის პოზიტიური პერსპექტივა განპირობებულია სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნებით, შოკებისადმი მდგრადობითა და ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს უზრუნველყოფით.
· 2017 წლის სექტემბერში სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე. აღსანიშნავია, რომ რეგიონის ქვეყნებში საკრედიტო რეიტინგების გაუარესების ფონზე, ჩვენმა ქვეყანამ ჯერ შეინარჩუნა სტაბილური რეიტინგი, ხოლო შემდეგ მისი რეიტინგი გაუმჯობესდა.
მოკლე გზავნილი:
• წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წლის I კვარტალში 279.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის I კვარტალის მონაცემებზე 32.9 %-ით ნაკლებია.
• პირველ კვარტალში მონაცემების შემცირებას კონკრეტული მიზეზები აქვს. ეს არის რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა).
• ასევე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ გაზსადენის პროექტი, რომელსაც საქართველოში BP-ი ახორციელებს, დასასრულს უახლოვდება. შესაბამისად, მცირდება FDI ტრანსპორტის სექტორში.
• ადგილობრივი ინვესტორებისთვის საქართველოში კაპიტალის განთავსება კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა. რამდენიმე მსხვილი კომპანიის, მათ შორის უცხოურ კომპანიებთან კონკურენციის პირობებში, საქართველოს რეზიდენტების ხელში გადასვლამ, ამ უცხოური კომპანიების წილი ბუნებრივად შეამცირა. საქართველოს ბიზნეს გარემოს მიმართ ადგილობრივი ინვესტორების პოზიტიურ მოლოდინებს მიანიშნებს რეინვესტირების მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელიც 2017 წელს 129.6 პროცენტით გაიზარდა და 712 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
• პირველ კვარტალში დაფიქსირებული შემცირება არანაირად არ არის საგანგაშო. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობამ 2017 წელს საქართველოს ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 1 მილიარდ 861.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წელთან შედარებით 16.2%-იანი ზრდაა.
• ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება, რასაც სარეიტინგო კომპანიების, „Fitch“-ისა და Moody’s-ს რეიტინგებში საქართველოს გაუმჯობესებული პოზიციებიც მეტყველებს. (Moody’s-მა გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე, ხოლო „Fitch“ მა გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურის მიმართულებით).
• აღნიშნული პროგრესი ხელისუფლების მიერ გატარებული საგადასახადო რეფორმების, კონკურენტუნარიანი ბიზნეს გარემოსა და თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების დამსახურებაა.