From : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : პიქტოგრამები
Cc : Nino Berdzuli; Zaza Sopromadze; mdarakhvelidze@moh.gov.ge; Sopo Belkania
Received On : 13.12.2017 08:12
Attachments :

ბატონო დავით,

 

როგორც მოგეხსენებათ, 2017 წლის მაისში საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული თამბაქოს კონტროლის შესახებკანონში ცვლილების თანახმად, 2018 წლის პირველი სექტემბრიდან სავალდებულო გახდება თამბაქოს ნაწარმის შეფუთვებზე გრაფიკული სამედიცინო გაფრთხილებების (.. პიქტოგრამების) დატანა. შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტის მომზადების ვალდებულებაკანონის თამბაქოს კონტროლის შესახებმიხედვით აკისრია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ხოლო შემდეგ სამედიცინო გაფრთხილების ნიმუშებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. კერძოდ, საქართველოს მთავრობა ამტკიცებს ძირითადი სამედიცინო გაფრთხილების 3 ნიმუშს, დამატებითი სამედიცინო გაფრთხილების 9 ნიმუშს და შესაბამისი პიქტოგრამის 9 ნიმუშს, ტექსტობრივი წარწერის 1 ნიმუშს, შესაბამისი საინფორმაციო ფურცლის ფორმებს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს, აგრეთვე სამედიცინო გაფრთხილების კომპიუტერულ შრიფტსა და ზომას, გამოსახულების ხარისხის შესაბამის პარამეტრებს.

 

იმისათვის, რომ ამგვარი სამედიცინო გაფრთხილებებით მიღებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეფექტი მაქსიმუმამდე გაიზარდოს, საქართველოში, მსგავსად ბევრი სხვა ქვეყნისა, სასურველია დაინერგოს ყველაზე წამყვანი სახელმწიფოების მიერ შემუშავებული და დანერგილი უახლესი გრაფიკული გამოსახულებები. ამიტომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონულ ოფისსა და თამბაქოს ჩარჩო კონვენციის სამდივნოსთან შესაბამისი კონსულტაციის გავლის და სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ გრაფიკული სამედიცინო გაფრთხილებების გამოყენების უფლება მივიღეთ ავსტრალიისა და კანადის მთავრობებისაგან. სანებართვო დოკუმენტები იგზავნება დანართების სახით.

 

პიქტოგრამების შესარჩევად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა დისკუსია ფოკუს ჯგუფებში. სულ ჩატარდა 6 ფოკუს ჯგუფი: (1)18-24 წლის მწეველი მამაკაცები; (2) 18-24 წლის მწეველი ქალები; (3)18-24 წლის არამწეველი მამაკაცები; (4)18-24 წლის არამწეველი ქალები; (5)≥25 წლის მწეველი მამაკაცები; (6)≥25 წლის მწეველი ქალები.

 

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო 38 ადამიანმა, 21 მამაკაცი და 17 ქალი. დისკუსიაზე განხილული იყო 22 პიქტოგრამა, საკვლევი საკითხები შეეხებოდა: რომელი პიქტოგრამა დაგაფიქრებს ყველაზე მეტად, რომელი პიქტოგრამა იქნება ყველაზე ეფექტური ადამიანებს გავაგებინოთ თამბაქოს მავნებლობის შესახებ, რომელი პიქტოგრამა იქნება ყველაზე ეფექტური მწეველებმა თავი დაანებონ თამბაქოს მოხმარებას, რომელი პიქტოგრამა იქნება ყველაზე ეფექტური მოზარდებისთვის რომ არ დაიწყონ მოწევა, რამდენად ეფექტურია ესა თუ ის პიქტოგრამა და სხვა.

 

დისკუსიის საფუძველზე შეირჩა 9 პიქტოგრამა, რომელიც მიჩნეულ იქნა ყველაზე ეფექტურად. შერჩეული პიქტოგრამები იგზავნება დანართის სახით.

 

რადგან კანონმდებლობის ამ მუხლის აღსრულების ვადა არც ისე დიდია თქვენი თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ დაევალოს იურიდიულ სამსახურს დაჩქარებული წესით შესაბამისი პროცედურების წარმოება მთავრობის სხდომაზე წარსადგენად.

 

აღნიშნული დოკუმენტაცია დღეს ასევე ოფიციალური სახით (დესით) გამოიგზავნება სამინისტროში.

პატივისცემით,

 

ამირანი