From : Natia Shavdia <natiashavdia@cito.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : პროგრამის წარდგენა
Received On : 18.12.2017 09:49
Attachments :

მოგესალმებით ბატონო დავით.

 

დიდი მადლობა , რომ მომეცით საშუალება წარმოგიდგინოთ ჩვენი პროექტის გეგმა.

მოკლედ მოგახსენებთ მისი წარმოშობის ისტორიას: ციტოს ერთ-ერთი სამომავლო გეგმა გახლავთ საქართველოში პირველი ევროპული სტანდარტების მოხუცებულთა სახლის გაკეთება. ამასთან დაკავშირებით დავუკავშირდით ცნობილ საერთაშორისო კომპანიას PWC- და შევუკვეთეთ  feasibility study. 

ამ პროექტზე ერთობლივი მუშაობის დროს დაგვებადა  აზრი,რომ დამოუკიდებლად ჩვენი პატარა კერძო პროექტისაგან, სასარგებლო და დროული იქნებოდა  ზოგადად  ხანდაზმულთა მოვლის სისტემის შექმნა საქართველოში. დავინტერესდით, და დავიწყეთ ამ საკითხის შესწავლა.

საქართველოში  დღეს უკვე მწვავედ დგას ხანდაზმულთა მოვლის პრობლემები . იმ საერთო სახალხო პროგრამებთან ერთად , როგორიც არის საყოველთაო დაზღვევა, ჰეპატიტი c ელიმინაციის პროგრამა, ორსულთა პატრონაჟის პროგრამა და სხვა  ხანდაზმულთა მოვლის პროგრამა არის აუცილებლობა, განპირობებული ზოგადად ცხოვრების ხანგრძლივობის ზრდითა და იმ ევროპული ფასეულობებით, რომელთა დანერგვას და განვითარებას მისდევს ჩვენი ქვეყანა. ეს იქნება სასარგებლო ჩვენი მოსახლეობის როგორც ფიზიკური ასევე სულიერი ჯანმრთელობისათვის.

 

 ჩვენ გვესმის რომ ეს არის სახელმწიფო დონეზე გადასაწყვეტი პროექტი, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ თქვენთან დაკავშირება.

 

PWC ექსპერტების  აზრით საქართველოს დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ პროგრამის შესაქმნელად საჭიროა შემდეგი   

 

 

 

1.არსებული ბაზრის შესწავლა

   პირველ რიგში ბაზრის წამყვანი და შემაფერხებელი ძალების განხილვა,იმისათვის რომ შეფასდეს დღევანდელი და ხვალინდელი ბაზრის მოთხოვნა.ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული შესაძლო საფრთხეები.

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპულ ქვეყნებს ხანდაზმულთა ხანგრძილი მოვლის სერვისებით, თუმცა დღევანდელი განვითარების არსებული ტენდენცია, უზრუნველყოფს  მომავალში ამ განსხვავების შემცირებას

 

2.საჭირო ინფრასტრუქტურა

   არსებობს  ხანდაზმულთა მოვლის 2 მოდელი: 1.სახლში მოვლა 2.რეზიდენციალური მოვლა  ყველა  მოდელი უნდა მოერგოს თითოეული ქვეყნის თავისებურებებს .განსაზღვრული უნდა იყოს  ხანდაზმულთა მოვლის ობიექტების ოპტიმალური დატვირთვა, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ მოგებას,  ეკონომიისა და ხარისხის შენარჩუნების ფონზე. აღნიშნული სერვისის კერძო და საჯარო მომწოდებლების ერთობლივი ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი რგოლი ამ პროექტის განხორციელებაში

 

3.საჭირო ადამიანთა რესურსები

  სახლის და თავშესაფრის პირობებში მოვლას უმეტესად ანხორციელებენ ექთნები, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციალური თრეინიგები. მათი რაოდენობა უნდა იყოს წინასწარ დაგეგმილი. საჭიროა ასევე სპეციალური სამედიცინო პერსონალის გადაკვალიფიცირება.ეს თავის მხვრივ უზრუნველყოფს მეტ სამუშაო ადგილებს და მეტი ხალხის დასაქმებას

 

4.ფინანსური სისტემის შექმნა

   სისტემის განვითარების ქვაკუთხედი უნდა იყოს როგორც კერძო ასევე საჯარო დაფინანსების წყაროები. სადაზღვევო სისტემაში ხანდაზმულთა მოვლის ჩართვა არის გადამწყვეტი ამ ბაზრის დინამიური განვითარებისათვის

 

5.ხარისხის სისტემის დაგეგმვა

   ხანდაზმულთა მოვლის სისტემის ეფექტურობა და წარმატება განისაზღვრება წინასწარ დადგენილი და განხორციელებული ხარისხის ნორმებით.უნდა ხდებოდეს  განხორციელებული ხარისხის რეგულარული შემოწმება 

 

6. ზოგადი სისტემის-სქემის ჩამოყალიბება

   ექსპერტების აზრით აღნიშნულ სერვისებზე მოთხოვნილების ზრდა თავისთავად  უზრუნველყოფს დადებით გავლენას ამ პროცესებზე და ხელს შეუწყობს ამ სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას.  

 

 

7.საჭირო საკანონმდებლო რეგულაციები

   რეგულაციები უნდა შეესაბამებოდეს ამ ქვეყნისათვის დამახასიათებელ და მისაღებ მოდელს. რაც შეიძლება მოიცავდეს როგორც ზოგადად  ჯაანდაცვის სერვისების მომწოდებლებს  ასევე  კერძო  ხანდაზმულთა მოვლის დაწესებულებებს 

 

8.საერთაშორისო ბაზრის საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინება

   პოლონეთის მაგალითზე, ისეთ საზოგადოებაში სადაც ოჯახურ ტრადიციებს ექცევა დიდი ყურადღება ასეთი ცენტრების განვითარება ხდება დიდი ქალაქების გარშემო, ტურისტულ ან გამაჯანსაღებელ ცერნტრებში . და გერმანიის საზღვრის გასწვრივ საიდანაც ხდება მომხმარებლების მოზიდვა.

 

 

ეს გახლავთ ზოგადად PWC მიერ მოწოდებული გეგმის მოკლე ამონარიდი

თქვენი მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში,მზად ვართ PWCექსპერტებთან ერთად   დაწვრილებით მოგახსენოთ  ამ პროგრამის შესახებ

 

PWC -ის მრავალწლიანი გამოცდილებით, ისეთი დიდი საფინანსო ორგანიზაციები როგორს არიან ევროპის განვითარების  ბანკი ან მსოფლიო ბანკი , ძალიან არიან დაინტერსებული ასეთი გლობალური პროექტების განხორციელბით და მათი მხარდაჭერით.

 

წინასწარ გიხდით მადლობას  ყურაებისათვის

 

პატივისცემით

საუკეთესო სურვილებით

 

ნათია შავდია

 

 

 

 

 

 

 unnamed

Medical Center “Cito”

Natia Shavdia

Director 

Tel: (+995) 2 290635

natiashavdia@cito.ge

unnamed (1)unnamed (2)unnamed