მოგესალმებით ბატონო დავით,
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისა და საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილებით მოცემული გვქონდა რომ არაუგვიანეს მიმდინარე წლის 1 ივნისისა უნდა დავამთავროთ რეორგანიზაციის პროცესი, მოსამზადებელი იყო ჯამში 25 ცვლილება (ბრძანებები (მ.შ საიდუმლო), დადგენილებები, დებულება) საიდანაც 23 ცვლილება გაკეთებული იქნა და დარჩა მხოლოდ სამინისტროს ახალი სასთატო დასამტკიცებელი რომელიც 1 ივნისის შემდგომ უნდა გაკეთდეს და მეორე საკითხი "სსდ ცენტრი"-ს დირექტორის დათო ტორუას გადანიშვნა რადგან "სსიპ"-ს სახელი ეცვლება, აღნიშნული ცვლილება უნდა განხორციელდეს 1 ივნისამდე რომ არსებული რეჟიმით გააგრძელონ მუშაობა და ცვლილება იქნება მხოლოდ გასაკეთებელი, მომზადებულია ბრძანება გადანიშვნაზე და თუ თქვენ წინააღმდეგი არ იქნებით ბატონო ზაზა სოფრომაძეს როგორც თქვენ მოვალეობის შემსრულებელს ხელს მოვაწერინებ.
პატივისცემით,
ავთო
--
ავთანდილ თალაკვაძე
დეპარტამენტის უფროსი
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საქართველო, თბილისი 0159, აკ.წერეთლის გამზ. 144
საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების ყველა
გამწევისაგან მიიღოს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული და
სამომსახურეო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.