From : Eka Paatashvili <Eka.Paatashvili@Sabin.org>
To : David Sergeenko
Subject : საბინის ვაქცინის ინსტიტუტის კვლევა იმუნიზაციის რეგულაციების შესახებ
Received On : 04.05.2018 15:09
Attachments :

მოგესალმებით ბატონო დავით,


გიგზავნით საბინის ვაქცინის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ხარისხობრივი კვლევის შედეგების დოკუმენტს იმუნიზაციის მოცვის გაუმჯობესების ინსტიტუციური ინტერვენციების შესახებ.


კვლევაში მონაწილეობა მიიღო ყველა დაინტერესებული მხარის წარმომადგენელმა და გამოვლინდა რეგულაციების, სისტემური მიდგომების და ინტერსექტორული თანამშრომლობის პრინციპები და პრაქტიკული განხორციელების სქემები,  რომლებიც მხარეების აზრით გავლენას მოახდენს იმუნიზაციის სისტემის გაუმჯობესებაზე. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული კვლევის შედეგების განხილვა და შემდგომი დისკუსია დაინტერესებულ მხარეებს შორის დაგეგმილია ორშაბათს, 7 მაისს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში.


ასევე გიგზავნით საერთაშორისო გამოცდილების მიმოხილვის დოკუმენტს, სადაც წარმოდგენილია მტკიცებულებები  ნებაყოფლობითი და სავალდებულო იმუნიზაციის პოლიტიკის საკითხებზე. 


ვიტოვებთ შემდგომი თანამშრომლობის იმედს.


პატივისცემით,


ეკა პაატაშვილი


საბინის ვაქცინის ინსტიტუტის წარმომადგენელი

საქართველოში, სომხეთში, მოლდოვასა და უზბეკეთში