მოკლე გზავნილი:
• ჩვენ 2013 წლიდან დავიწყეთ კონსტიტუციის გაჯანსაღება და გადავდგით ნაბიჯები აღმასრულებელი ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვისა და პარლამენტის როლის გაძლიერებისკენ. ამის შემდეგ ჩვენ ძალაუფლების მაქსიმალური თვითშეზღუდვის გზით წავედით.
• საბოლოოდ მივიღეთ კონსტიტუცია, რომელიც, ერთის მხრივ, მაღალი დემოკრატიის პირობებში სტაბილურობასა და პლურალიზმს უზრუნველყოფს, მეორეს მხრივ კი გამორიცხავს ჭარბი ძალაუფლების კონცენტრაციას, ანუ ავტოკრატიას.
• კონსტიტუციის მიღების პროცესში ჩართული იყო მოსახლეობა, ექსპერტები და ოპოზიციური პარტიები. უმნიშვნელოვანესია ვენეციის კომისიის როლი, რომელმაც დადებითად და დროულად შეაფასა ცვლილებები.
• ახალი კონსტიტუციით, რომელიც ხალხს დავუბრუნეთ, საქართველო საბოლოოდ იქცევა ევროპული ტიპის საპარალამენტო რესპუბლიკად.
ვრცელი გზავნილი:
• ჩვენ 2013 წლიდან დავიწყეთ ერთ ადამიანზე მორგებული კონსტიტუციის გაჯანსაღება და გადავდგით ნაბიჯები პარლამენტის როლის გაძლიერებისკენ.
• ამ პერიოდში კონსტიტუციიდან ამოღებულ იქნა ნორმა ნეგატიური ვოტუმის შესახებ, რომლის თანახმადაც პარლამენტს არ ქონდა რეალური ბერკეტი არ მიეღო პრემიერის მიერ ინიცირებული კანონპროექტი.
• ასევე გაუქმდა ნორმა რომლის თანახმადაც პრემიერს ჰქონდა უფლება შეეცვალა მთავრობის ყველა წევრი და ამისთვის პარლამენტი ნდობა არ სჭირდებოდა, ამის ნაცვლად მთავრობის 1/3-ით განახლების შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების ბირთვი დაშლილად ითვლება და მას ხელახლა სჭირდება საკანონმდებლო ორგანოს მიერ ნდობის გამოცხადება.
• ამ მომენტიდან ჩვენ ძალაუფლების მაქსიმალური თვითშეზღუდვის გზით წავედით.
• საბოლოოდ მივიღეთ კონსტიტუცია, რომელიც, ერთის მხრივ, მაღალი დემოკრატიის პირობებში სტაბილურობასა და პლურალიზმს უზრუნველყოფს, მეორეს მხრივ კი გამორიცხავს ჭარბი ძალაუფლების კონცენტრაციას, ანუ ავტოკრატიას.
• კონსტიტუციის მიღების პროცესში ჩართული იყო მოსახლეობა, ექსპერტები და ოპოზიციური პარტიები. უმნიშვნელოვანესია ვენეციის კომისიის როლი, რომელმაც დადებითად და დროულად შეაფასა ცვლილებები
• დღეს ჩვენ უარი ვუთხარით კონსტიტუციის ვიწროპარტიულ ინტერესებზე მორგების მავნე პრაქტიკას და ის ქართველ ხალხს დავუბრუნეთ.