პატივცემულო საბჭოს წევრებო,
ა(ა)იპ საქართველოს სოლიდარობის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს რიგით მე-8 სხდომასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, სხდომაზე განსახილველად წარდგენილი იყო ორი საკითხი:
1. სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან სოფიო კაკალიაშვილი-ძაგნიძის გათავისუფლების შესახებ;
2. სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირქტორის თანამდებობაზე ია მაქაცარია-ჩხაიძის დანიშვნის შესახებ.
12 დეკემბერს დღის ბოლომდე სამეთვალყურეო საბჭოს 11 წევრიდან ორივე საკითხთან დაკავშირებით დადებითი პოზიცია დააფიქსირეს საბჭოს შემდეგმა წევრებმა:
გიორგი კვირიკაშვილი; მაია ცქიტიშვილი; დავით სერგეენკო; მიხეილ გიორგაძე; დიმიტრი ქუმსიშვილი; მამუკა ბახტაძე; მიხეილ ჯანელიძე; კახი კალაძე; გიორგი ჭირაქაძე; არჩილ კონცელიძე.
მადლობას მოგახსენებთ თანამშრომლობისათვის.
პატივისცემით,
სოლიდარობის ფონდის ადმინისტრაცია