From : Irina Grdzelidze <secretary@ccm.caucasus.net>
To : David <Sergeenko>
Subject : საპროექტო განაცხადის მხარდაჭერა საბჭოს მიერ
Cc : sbelkania@moh.gov.ge; admin.ccm@caucasus.net
Received On : 10.05.2017 10:38
Attachments :

მოგესალმებით ბატონო დავით,

 

გაცნობებთ, რომ დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი “ალტერნატივა ჯორჯია” გეგმავს განაცხადის შეტანას საფრანგეთის 5% ინიციატივის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში “Strengthening high-quality health systems accessible for all”.  ოპერაციული კვლევითი პროექტის მიზანია ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელთა შორის აივ-ის პრევენციის ინოვაციური მიდგომის ტესტირება - სტერილური ინსტრუმენტების გამავცელებელი (ვენდინგის) აპარატების დანერგვა. აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნული წინადადება არ იმეორებს გლობალური ფონდის უკვე დაგეგმილ აქტივობას და მას ექნება დამატებითი დადებითი შედეგი (Complementarity).

აღნიშნულთან დაკავშირებით,  სამდივნოს მომართა “ალტერნეტივა ჯორჯიას“ დირექტორმა ბატონმა დავით ოთიაშვილმა  საკოორდინაციო საბჭოს მიერ პროექტის განაცხადის მხარდაჭერის წერილის გაცემის თხოვნით, რაც გახლავთ 5%-იანი ინიციატივის მოთხოვნის აუცილებელი პირობა.

 

თქვენი თანხმობის შემთხვევაში, დადგენილი პროცედურის თანახმად სამდივნო შეათანხმებს საკითხს საბჭოსთან და მოამზადებს მხარდაჭერის წერილს. მოსალოდნელია საბჭოს მომართოს სხვა ორგანიზაციებმაც. ამდენად გთხოვთ თქვენ თანხმობას პროცედურაზე, რომ წარმოდგენილი წინადადებების გლობალური ფონდის მიმდინარე პროექტებთან თავსებადობის და შედეგების გაძლიერების პოტენციალის დადგენის მიზნით სამდივნო ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში კონსულტაციას გაივლის საბჭოსთან და საბჭოს თანხმობით გასცემს მხარდაჭერის წერილებს.

დანართის სახით გაწვდით პროექტის მოკლე აღწერას ინგლისურ ენაზე.

პატივისცემით,

ირინა