From : Irina Grdzelidze <secretary@ccm.caucasus.net>
To : David <Sergeenko>
Subject : საპროექტო განაცხადის მხარდაჭერა საბჭოს მიერ
Cc : sbelkania@moh.gov.ge; admin.ccm@caucasus.net
Received On : 15.05.2017 12:56
Attachments :

ბატონო დავით,

როგორც მოსალოდნელი იყო, წინა კომუნიკაციის თანახმად, მხარდაჭერის წერილის გაცემის თხოვნით მოგვმართა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ინიციატივა 5%-ის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით. წითელი ჯვრის საზოგადოების საპროექტო განაცხადის მიზანია ყველაზე დაუცველი მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მაღალხარისხიან ჯანდაცვაზე, იმ სტრატეგიაზე დაყრდნობით, რომელიც შესაბამისობაშია და ინტეგრირებულია ადგილობრივ თემებში. თანდართულ ფაილად გიგზავნით წარსადგენი წინადადების მოკლე აღწერილობას.

გთხოვთ თანხმობას, რათა დადგენილი პროცედურის შესაბამისად საკითხი შეთანხმდეს საბჭოსთან და გაიცეს მხარდაჭერის წერილები.

პატივისცემით,

ირინა

 

 

 

 

From: Irina Grdzelidze [mailto:secretary@ccm.caucasus.net]
Sent: Wednesday, May 10, 2017 2:38 PM
To: dsergeenko@moh.gov.ge
Cc: sbelkania@moh.gov.ge; admin.ccm@caucasus.net
Subject:
საპროექტო განაცხადის მხარდაჭერა საბჭოს მიერ

 

მოგესალმებით ბატონო დავით,

 

გაცნობებთ, რომ დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი “ალტერნატივა ჯორჯია” გეგმავს განაცხადის შეტანას საფრანგეთის 5% ინიციატივის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში “Strengthening high-quality health systems accessible for all”.  ოპერაციული კვლევითი პროექტის მიზანია ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელთა შორის აივ-ის პრევენციის ინოვაციური მიდგომის ტესტირება - სტერილური ინსტრუმენტების გამავცელებელი (ვენდინგის) აპარატების დანერგვა. აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნული წინადადება არ იმეორებს გლობალური ფონდის უკვე დაგეგმილ აქტივობას და მას ექნება დამატებითი დადებითი შედეგი (Complementarity).

აღნიშნულთან დაკავშირებით,  სამდივნოს მომართა “ალტერნეტივა ჯორჯიას“ დირექტორმა ბატონმა დავით ოთიაშვილმა  საკოორდინაციო საბჭოს მიერ პროექტის განაცხადის მხარდაჭერის წერილის გაცემის თხოვნით, რაც გახლავთ 5%-იანი ინიციატივის მოთხოვნის აუცილებელი პირობა.

 

თქვენი თანხმობის შემთხვევაში, დადგენილი პროცედურის თანახმად სამდივნო შეათანხმებს საკითხს საბჭოსთან და მოამზადებს მხარდაჭერის წერილს. მოსალოდნელია საბჭოს მომართოს სხვა ორგანიზაციებმაც. ამდენად გთხოვთ თქვენ თანხმობას პროცედურაზე, რომ წარმოდგენილი წინადადებების გლობალური ფონდის მიმდინარე პროექტებთან თავსებადობის და შედეგების გაძლიერების პოტენციალის დადგენის მიზნით სამდივნო ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში კონსულტაციას გაივლის საბჭოსთან და საბჭოს თანხმობით გასცემს მხარდაჭერის წერილებს.

დანართის სახით გაწვდით პროექტის მოკლე აღწერას ინგლისურ ენაზე.

პატივისცემით,

ირინა