From : Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : სასწრაფო_ ელ.მთავრობის საკითხები_15.12.2017
Received On : 15.12.2017 12:58

           ბატონო დავით, 

გიგზავნით საკითხებს, რომლებზეც უწყებები გვთხოვენ მხარდაჭერას/ვიზირებას (ვინაიდან უჭირთ ვიზების შეგროვება განხორციელებული რეორგანიზაციის გამო):

1.    რეგიონული 38130 - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულება და სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის დებულება, შესაბამისობაში მოვა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაციებთან.

 

2.    რეგიონული 38034 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ერთობლივ საწარმოს - Soosung Engineering Co. Ltd and Dohwa Engineering Co. Ltd-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება - E-60 ჩქაროსნული ავტო მაგისტრალის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის (დაახლოებით 11.2 კმ) პროექტის განხილვა და სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობ ა“.

 

3.    რეგიონული 37954 - საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, მიიღებს გრანტს უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალისგან „HEKS-EPER შვეიცარიის ევანგელისტური ეკლესიის ურთიერთდახმარების ორგანიზაციის წარმომადგენლობა საქართველოში, არაუმეტეს 15 000 ლარის ოდენობით , ნატურალური ფორმით.

 

4.       რეგიონული 37900 - ალ, მცხეთის მუნიციპალიტეტის ლ ქისში წყალაგ ბი სისტემის გაუჯო ბი პროექტის განხორციელების მი, მიიღებს 93 500 ლაის .

 

5.    რეგიონული 37653 - საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებებიდან გამომდინარე, ახალი შემადგენლობით ყალიბდება სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა.

6.    ეკონომიკა 38035 - შპს „ცენტრ გადაეცემა დუშეთის მუნიციპალიტეტში, ბაზალეთის ტბაზე მდებარე 8993.00 კვ.. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა- ნაგებობა, იჯარის უფლებით, 25 წლის ვადით, რაც სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს კომპანიის საკუთრებაში არსებული ბაზალეთის ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის განვითარებას.

 

7.    ეკონომიკა 38027 - შპს „ბარაკონს“ საკუთრებაში  გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა გუდაურში მდებარე 428 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რაც, ხელს შეუწყობს რეგიონში სასტუმრო კომპლექსის გაფართოებას და ტურიზმის განვითარებას.

 

8.    ეკონომიკა 38024 - სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამოირიცხება ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ცხრაჯვარის ტერიტორიაზე მდებარე 58845 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, რომელზეც დაგეგმილია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება.

 

9.    მთავრობა 38503 - ლიკვიდირებულად ცხადდება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი.    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, როგოც უფლებამონაცვლე დაწესებულებას, ევალება: სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის სალიკვიდაციო ღონისძიებები განახორციელება, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის საქმიანობის მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობის შესაბამისად. შესაბამისი ფინანსური რესურსის, მატერიალური აქტივებისა და დოკუმენტაციისა გადაბარება მიღბა ჩაბარების აქტით,  სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ფუნქციებიდან და გადაცემული დოკუმენტაციების შინაარსიდან გამომდინარე, კომპეტენტური სახელმწიფო უწყებებისათვის დოკუმენტაციის გადაცემა.

 

10. ფინანსები 38513 - ძალადაკარგულად ცხადდება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის N1013 განკარგულებით დამტკიცებულიშიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპები “. შიდა აუდიტის პრინციპები მთლიანად დარეგულირდება „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის N593 დადგენილებით.

 

ხელმოსაწერია:

1.    38499 - ხელი ეწერება საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ კონვენციის საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად ლ. ხუციშვილის, გ. კაკაურიძისა და ა. ლოლაძის დანიშვნის თაობაზე“ განკარგულებას.

 

2.    38498 - მტკიცდება ტექნიკური რეგლამენტი - სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის გარდა, კონტროლისათვის განსაზღვრულ სხვა ადგილზე მცენარეების, მცენარეული პროდუქტებისა და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების იდენტურობის შემოწმების და მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის  პროცედურებისა და პირობების დადგენის შესახებ“.

 

პროექტის მიხედვით, ფიტოსანიტარული შემოწმება განხორციელდება  არა მხოლოდ სახელმწიფო საზღვარზე, არამედ დანიშნულების საბაჟო კონტროლის ზონაში, ან საბაჟო საწყობში, რომელიც აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. რაც ხელს შეუწყობს სრულყოფილი კონტროლის განხორციელებას და მინიმუმამდე დაიყვანს საკარანტინო მავნე ორგანიზმების გავრცელების რისკს.

 

3.      38496 - მტკიცდება   ტექნიკური რეგლამენტი - „კარტოფილის რგოლური სიდამპლის კონტროლის პროცედურები“.

 

პროექტის მიზანია მავნე ორგანიზმის გამოვლენა, შემოჭრისა და გავრცელების თავიდან აცილება და გამოვლენის  შემთხვევაში   გავრცელების თავიდან აცილება და კონტროლი მისი აღმოფხვრის მიზნით.

 

პროექტი განისაზღვრა კარტოფილის რგოლური სიდამპლის კონტროლის პროცედურების დროს ბიზნესოპერატორის ვალდებულებები და სააგენტოს უფლებამოსილებები.  

 

4.    38493 - ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირ(ებ ) 2018 წლის 1  იანვრიდან 2018 წლის  31   დეკემბრის ჩათვლით  უზუფრუქტის უფლებით გადაეცემათ, პროექტში მითითებული უძრავი ქონება, ხოლო   თხოვების უფლებით პროექტში მითითებული მოძრავი ქონება, რომელიც  გამოყენებულ იქნება წვევამდელების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების, სსიპსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მაგისტრანტებისა და მსმენელების კვებითი მომსახურების უზრუნველსაყოფად .

 

5.    38492 - პროექტი ითვალისწინებს, საინვესტიციო/კაპიტალური პროექტებისათვის გათვალისწინებული გადასახდელების მიმდინარე დანიშნულების ხარჯებში გადატანას საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, რომლის ფარგლებში, დაფინანსდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზამთრის საბურავების შეძენისათვის და მიმდინარე ტექნიკური მომსახურებისათვის საჭირო გადასახდელები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კომუნალური გადასახდელები და მოსამსახურეთა ბინის ქირის ხარჯები.

 

6.    38489 - საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიეცა თანხმობა, ნაცვლად 2018 წლის 1 იანვრისა 2019 წლის 1 იანვრამდე, განკარგულებით განსაზღვრულ სუბიექტებს გადასცეს აუქციონის გარეშე უსასყიდლოდ, დროებით, ვადიან სარგებლობაში ცესკოს ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონება (საარჩევნო ყუთები, კაბინები და სხვა საარჩევნო ინვენტარი).

 

7.    38488 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო  2018 წლის განმავლობაში განახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ზოგიერთი დანაყოფის მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფას.

 

8.    38486 - ცვლილება შედის სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებას სასტიპენდიო/საგრანტო პროგრამების განხორციელების წესში. ცვლილების მიხედვით, ცენტრი მოემსახურება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებული კვალიფიციური კადრების მომზადებას.

 

9.    38485 - პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის 2017 წლის ბოლომდე შრომის ანაზღაურების თანხების შეუფერხებლად დაფინანსების მიზნით სამინისტროსთვის 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის „შრომის ანაზღაურების“ მუხლით დამტკიცებული ასიგნებების გაზრდის თაობაზე საქართველოს მთავრობის მიერ თანხმობის მიცემას.

 

10. 38480 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ელექტროძრავების, გენერატორებისა და ტრანსფორმატორების, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ელექტროძრავების, გენერატორებისა და ტრანსფორმატორებისა და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის პროცედურებს განახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

პატივისცემით,   

              ნათია ხმალაძე