From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : David Sergeenko
Subject : სასწრაფო_მომავლის ბანაკის ღონისძიება 23-29 მარტი
Received On : 22.03.2018 12:43

           ბატონო დავით,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1. განათლება 9173  - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინადადება, 2018 წლის 23 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით დაბა ბაკურიანის ტერიტორიაზე პროგრამა „სამთო-სათხილამურო სპორტული ბანაკის“ პროექტის განხორციელების შესახებ. განკარგულება ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდება 2018 წლის 23 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. პროგრამით გათვალისწინებული შესაბამისი აქტივობები განხორციელდება  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „მომავლის ბანაკის“ პროგრამით  გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

 

პროექტში გაწერილია სხვადასხვა სამინისტროების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები, რომლის ფარგლებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ევალება „სამთო-სათხილამურო სპორტული ბანაკის“ ჩატარების ადგილზე (ბორჯომის მუნიციპალიტეტი, დაბა ბაკურიანი)   უზრუნველყოს:

ა) ბანაკის მონაწილეთა (400 მონაწილე, მათ შორის 11 მონაწილე უკრაინიდან) უზრუნველყოფა შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმის მომსახურებით 24 საათის განმავლობაში, დაბა ბაკურიანის ტერიტორიაზე არსებულ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. საჭიროების შემთხვევაში, ბანაკის მონაწილის საავადმყოფოში გადაყვანა (ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე) სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მეშვეობით;

 

ბ) ბანაკის მონაწილეთა უზრუნველყოფა საჭირო მედიკამენტებით, მათ შორის, ექიმის გადაწყვეტილებით საავადმყოფოში გადაყვანილი მონაწილის ბანაკში უკან დაბრუნების შემთხვევაში, შესაბამისი დანიშნულების მიხედვით მედიკამენტებით და მკურნალობისათვის საჭირო ყველა პროცედურის ხარჯების  უზრუნველყოფა.


პროექტი წინასწარ შეთანხმდა ავთო თალაკვაძესთან და ჯანდაცვის დეპარტამენტთან.


2.    ფინანსები 9153 - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ხაზინის მონაცემებზე დაყრდნობით და მხარჯავი დაწესებულებებიდან და სხვა შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ამზადებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს, რომელიც წარედგინება საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა საბიუჯეტო წლის დასრულებიდან 3 თვის ვადაში გადასცემს მას სახელმწიფო აუდიტის სამსახურს
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში და განსახილველად წარედგინება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

პროექტი შესათანხმებლად გაიგზავნა: ეკონომიკურ, ჯანდაცვის, სოციალურ, ადმინისტრაციულ და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტებში.

 

პატივისცემით,  

ნათია ხმალაძე