| From : | INFORM <inform.ge@gmail.com> |
| To : | Giorgi Kvirikashvili; dkumsishvili@moesd.gov.ge; m.bakhtadze@mof.ge; ttsulukiani@justice.gov.ge; ggakharia@mia.gov.ge; mchkhenkeli@mes.gov.ge; Sozar Subari; Mikheil Janelidze; m.tskitishvili@mrdi.gov.ge; mikheil.giorgadze@culture.gov.ge; David Sergeenko; ლევან დავითაშვილი; Levan Davitashvili; Kakhaber Kakhishvili; Ketevan Tsikhelashvili; lizoria@mod.gov.ge; kakha kala; newsnews299@gmail.com; Nino Giorgobiani; zurab_abashidze@hotmail.com; Tedo Japaridze; Nikoloz Lachkepiani; Beqa Davituliani; Mako M; Khatuna Ivanishvili; Davit Qwerty; Irakli Kobakhidze; Eka Beselia; Zviad Kvatchantiradze; George Volski; Sophie Sopo; ikseso2005@yahoo.com; gphophkhadze@parliament.ge; mamuka mdinaradze; Irina Pruidze; Akaki Zoidze; a.kantaria@mail.ru; Roman Kakulia; Irakli Tripolski; ბიძინა გეგიძე; Zaza Khutsishvili; ngoguadze@hotmail.com; Levan Gogichaishvili; ბექა ოდიშარია; ირაკლი აბუსერიძე; davit tchitchinade; Beka.natsvlishvili@yahoo.com; Giorgi Mosidze; Mariam Jashi; khabareli@mail.ru; Ilia Tsulaia; მიხეილ ყაველაშვილი; Zaza Gabunia; Koba Kobaladze; ლევან კობიაშვილი; Levan Koberidze; რომან მუჩიაშვილი; Gmacharashvili@parliament.ge; დავით სონღულაშვილი; ირაკლი შიოლაშვილი; Gela Samkharauli; Ираклий Хахубия; Otari Danelia; irakliberaia_dsc@yahoo.com; Irakli Beraia; Merab Kvaraia; ედიშერ თოლორაია; Goga Gulordava; Irakli Mezurnishvili; გიორგი თოთლაძე; იოსებ მაკრახიძე; პაატა მხეიძე; Giorgi Begadze; mirzoevs@yahoo.com; გოდერძი ჩანქსელიანი; Gogi Meshveliani; Kakha Okriashvili; Lamia Gumbatova; Tamaz Naveriani; gocha enukidze; Nino Tsilosani; Archil Talakvadze; Genadi Margvelashvili; otto otto; Elguja Gotsiridze; Koba Lursmanashvili; shalvakiknavelidze@yahoo.com; Paata Kvizhinadze; grigol.mikeladze@mail.ru; გრიგოლ ლილუაშვილი; სულხან მახათაძე; კობა ნარჩემაშვილი; Tsotne Zurabiani; Fati Khalvashi; Nukri Bejanidze; ილია ნაკაშიძე; gia kopadze; enzelmkoyan@gmail.com; Tamar Chugoshvili; Tamuna Khulordava; skatsarava@parliament.ge; Kakha Kuchava; Zviad64@hotmail.com; Gia Jorjoliani; Ikovzanadze@parliament.ge; Archil Khabadze; xabelovileri@yahoo.com; vjafaridze@mail.ru; Isko Daseni; Dimitri Samkharadze; miriantsiklauri@yahoo.com; g.kakhiani@yahoo.com; Dimitri Tskitishvili; bukiagiga@yahoo.com; გიგა ბუკია; Rati Ionatamishvili; Sos Sos; Endzela Matchavariani; gio ben; Karlo Kopaliani; Gugili Magradze; ruslan pogosyan; mahir darziev; sam.s.manukyan@gmail.com; Shota Shalelashvili; Temur Kokhreidze; Davit Matikashvili; george khatidze; aokhanashvili@parliament.ge; gretalini@yahoo.com; ana gochashvili; koka kandiashvili; Lasha Natsvlishvili; Tedo Isakadze; dkoguashvili@hotmail.com; koka.gun@gmail.com; stadumadze@gov.ge; David Kirvalidze; Natia Kukuladze; Natia Lzashvili; Sopo Mosidze; Eliso Khachapuridze; ketevandolidze@hotmail.com; Nini Qvatadze; nincho.nemsadze@gmail.com; irina tevdorashvili; George Udzilauri; ilekvinadze@businessombudsman.ge; Levan Karumidze; ekaterina.matiashvili@yahoo.com |
| Subject : | საქართველოს დამოუიდებლობის დღესთან დაკავშირებით: |
| Received On : | 25.05.2018 21:37 |
საქართველოს დამოუიდებლობის დღესთან დაკავშირებით:
ვრცელი გზავნილი:
· დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს!
· 100 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი საქართველოს პირველ, დემოკრატიულ რესპუბლიკას, რომელმაც მთავარ პრიორიტეტად ევროპული მომავალი და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება განსაზღვრა.
· საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის უმოკლეს პერიოდში გატარდა არაერთი შთამბეჭდავი სახელმწიფოებრივი რეფორმა, შეიქმნა მრავალეთნიკური სახელმწიფო კონსტიტუცია, რომელიც მოიცავდა უნივერსალურ საარჩევნო ხმის უფლებას, უმცირესობათა უფლებებსა და რელიგიის თავისუფლებას.
· 100 წლის წინ, საქართველოს სახელმწიფოს მიერ მიღებული კონსტიტუცია ერთ-ერთი ყველაზე პროგრესულია და დღემდე საპატიო ადგილს იკავებს კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში.
· საქართველო იყო ევროპაში ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელშიც ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები; ქვეყანა, რომელმაც უზრუნველყო ქალების აქტიური მონაწილეობა სახელმწიფოს მშენებლობაში.
· დღეს, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ღირებულებებზე დაფუძნებული ქართული სახელმწიფო ვითარდება და მტკიცედ დგას დემოკრატიზაცის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
· საქართველოს შესწევს ძალა, არა მარტო წარმატებით გაუმკლავდეს ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს, არამედ სწრაფად განვითარდეს, მიაღწიოს ახალ წარმატებებს, დაბრუნდეს და სამუდამუდ დაიმკვიდროს კუთვნილი ადგილი ისტორიულ, ევროპულ ოჯახში, რომლის განუყოფელი ნაწილი ჩვენი ქვეყანა მრავალი საუკუნის მანძილზე იყო.
26 მაისის საიუბილეო ღონისძიებების ბიუჯეტთან დაკავშირებით კითხვის დასმის შემთხვევაში:
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავი ფართომასშტაბიანად აღინიშნება, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. დაგეგმილია 300-მდე კულტურული, საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღონისძიება, რომელიც გაგრძელდება მთელი წლის განმალობაში.
საზეიმო ქალაქ-გაფორმებით იტვირთება ქვეყნის მთავარი ქუჩები და ყველა აეროპორტი. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად მომზადდა და განხორციელდა შემეცნებითი კამპანიები. საზეიმო ღონისძიებებზე დასასწრებად თბილსს ესტუმრა ევროკომისიის პრეზიდენტი, 6 ქვეყნის პრეზიდენტი, 4 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მთლიანობაში 18 ქვეყნისა და ევროკავშირის მაღალი დონის დელეგაციები, ჩვენი დიასპორის წარმომადგენლები.
ამ ისტორიული თარიღის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილია 3 094 390 ლარი, 100 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიებები, ასევე, ფინანსდება შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციების 2018 წლის ბიუჯეტებით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
ინფორმაცია საიუბილეო წლის აღნიშვნასთან დაკავშირებით:
· საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ერთიანი საზეიმო ღონისძიებები საქართველოს მასშტაბით გაიმართება.
· წვევამდელების ფიცის დადების საზეიმო ცერემონია წელს ერთდროულად 6 ადგილზე თბილისში, შინდისში, ვარძიაში, კოჯორში- ქოროღლის ციხესთან, დიდგორში და ბათუმში გაიმართება.
· ფიცის დადების ცერემონიალზე, ერთი საჯარისო ნაწილი, მკვლევარების დახმარებით აღდგენილი, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის რიგითი ჯარისკაცის ფორმით იქნება წარმოდგენილი. ჯარისკაცები ასევე აღჭურვილნი იქნებიან იმ დროისთვის შესაფერისი იარაღით.
· საქართველოს ჰიმნს საოპერო მომღერალი ნინო მაჩაიძე ოპერის გუნდთან ერთად შეასრულებს. ახალი ინტერპრეტაციით გაცოცხლდება ასევე პირველი რესპუბლიკის ჰიმნი „დიდება“.
· საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საიუბილეო წელი როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მასშტაბურად აღინიშნება.
· საზეიმო ქალაქ-გაფორმებით იტვირთება ქვეყნის მთავარი ქუჩები და ყველა აეროპორტი. მთელი დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე მოეწყობა შემეცნებით–გასართობი კუთხეები, მუსიკალურ–თეატრალური სცენები, ქართველ მეწარმეთა ბაზრობა, საბავშვო სივრცეები; საქართველოს რეგიონებში დაგეგმილია კონცერტები, სამხედრო ტექნიკის გამოფენა, დღის გასართობი ღონისძიებები. დამოუკიდებლობის დღეს, თბილისსა და რეგიონებში 100 წლის წინანდელი, არაერთი ისტორია გაცოცხლდება. მათ შორის იქნება კაფე ქიმერიონი, რომელიც რუსთაველის გამზირზე განთავსდება.
· საზეიმო თარიღის აღსანიშნავად მომზადდა და განხორციელდა შემეცნებითი და საიმიჯო კამპანიები, რომელიც ხელს უწყობს 1918-1921 წლების მოვლენებზე ცნობიერების ამაღლებას.
· საქართველოს ყველა ქალაქში საზეიმოდ აღინიშნება 26 მაისი, პროგრამა ითვალისწინებს მთელი დღის განმავლობაში უფასო შემეცნებით-გასართობ და კულტურულ ღონისძიებებს, 17:10 საათის საზეიმო აღნიშვნასა და დასკვნით გალა კონცერტებს.
· 26 მაისს, განსაკუთრებულად საზეიმოდ აღინიშნება 17:10 საათი, ზუსტად ის დრო, როდესაც 1918 წელს, ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში 100 წლის წინანდელი მოვლენის თეატრალიზებული ინსცენირება მოეწყობა. დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების ღონისძიებას მაღალი რანგის სტუმრები და ისტორიული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრებიან.
· წელს საქართველო მასპინძლობს 6 ქვეყნის პრეზდენტსა და 14 მაღალი რანგის წარმომადგენელს, ასევე სპეციალურად ამ დღისთვის, საქართველოს ისტორიული დიასპორის წარმომადგენლები ეწვევიან. მათ შორის: ნოე ჟორდანიას, აკაკი ჩხენკელის, ნოე რამიშვილის, ნოე ხომერიკის, გენერალ გიორგი კვინიტაძის, მამია ბერიშვილის შთამომავლები. ასევე, ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები.
· დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების და მარკეტინგული კამპანიების ორგანიზებაში ჩართულია კერძო სექტორი: 100-ზე მეტი სტარტაპერი და 50-ზე მეტი ქართული და საერთაშორისო კომპანია.
· საერთო ჯამში, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილია საქართველოს შესახებ 100 - ზე მეტი კულტურული ღონისძიება; სამეცნიერო კონფერენციები; საჯარო ლექციათა ციკლი და საგაზეთო სტატიების გამოცემა.
· თბილისში დაგეგმილ გალა კონცერტზე კი, სპეციალურად ამ დღისთვის, 5 ცნობილი ქართველი კომპოზიტორის მიერ შექმნილი განსხვავებული ჟანრის ნამუშევრები შესრულდება. კონცერტს აკომპანირებას თანამედროვე ქართული სადირიჟორო ხელოვნების ერთ-ერთი წარმატებული წარმომადგენელი მირიან ხუხუნაიშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის ორკესტრთან და გუნდთან ერთად გაუწევს. მაყურებელს შესაძლებლობა ექნება ღონისძიებას პირდაპირ ეთერში ადევნოს თვალი.