From : Solidarity Fund <solidarity@gov.ge>
To :
Subject : საქველმოქმედო აუქციონი
Received On : 24.04.2018 14:01
Attachments :

მოგესალმებით,

 


გვაქვს პატივი მოგიწვიოთ „სოლიდარობის ფონდის“ საქველმოქმედო აუქციონზე, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იქნება ცნობილი ქართველი მხატვრების ნამუშევრები, სპორტსმენებისა  და საზოგადო მოღვაწეების პირადი ნივთები.

აუქციონზე მოწვეულნი არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დიპლომატიური კორპუსის,  საჯარო და კერძო სექტორის  წარმომადგენლები და ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანები. 

აუქციონის შედეგად შეგროვილი თანხა მოხმარდება ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების და 22 წლამდე ახალგაზრდების მკურნალობას. 


აუქციონის გამართვის თარიღი და დრო - 2018 წლის 26 აპრილი, 19:00 საათი

მისამართი - ტექნოპარკი, ინოვაციების ქუჩა 7, ოქროყანა, თბილისი


თანდართული ფაილის სახით გიგზავნით ელექტრონულ მოსაწვევს და კატალოგს ("Wetransfer"-ით), სადაც შეგიძლიათ წინასწარ გაეცნოთ აუქციონზე განთავსებულ ლოტებს.

https://we.tl/zYpqz1AzBM

 


გთხოვთ, დაგვიდასტუროთ დასწრება.

 



პატივისცემით,

საქართველოს სოლიდარობის ფონდი