From : Tamar Tchelidze <takomgl@gmail.com>
To : David Sergeenko
Subject : საჩუქრის გადაცემა
Received On : 08.12.2016 18:38

ბატონო დავით, მოგესლამებით. იმედია კარგად ხართ. ღონისძიებამ, სადაც გილეადს დავით დათუნამ მისივე ინიციატივით საჩუქარი გადასცა კარგად ჩაიარა. ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც. ბატონი ჯონ ვორდი, რომელიც ამ პერიოდში ისედაც გეგმავდა ვაშინგტონში ვიზიტს შეძლო დასწრება. ძალიან ლამაზი გული გამოვიდა მართლაც და გილეადი მომავალ წელს მის გადატანას გეგმავს შესაბამისი ღონისძიების დაგეგმვით სან ფრანცისკოში. ისე უზარმაზარი გულია 50 კილოგრამს იწონის :) თქვენი სურათიც რათქმაუნდა ამ გულშია აღბეჭდილი. ასევე მინდა გაცნობოთ, რომ სენატორ ჰარკინის ოფისს უნარშეზღუდული პირების კონფერენციაში თქვენი მონაწილეობის შესახებ მესიჯი გადავეცი. დიდი მოლოდინი აქვთ, რომ თქვენი აშშ-ში ვიზიტის დროს მათთან შეხვედრის შესაძლებლობა გექნებათ. ვფიქრობ საინტერესო პლატფორმა შეიქმნა და ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი იქნება მასში მონაწილეობა შემდგომ წლებში. და ბოლოს, მე საქართველოში ვიქნები 31 დეკემბრიდან 20 იანვრამდე და რათქმაუნდა მინდა თქვენთან შეხვედრის ჩანიშვნა თუ განრიგი ამის საშუალებას მოგცემთ. პატივისცემით, თაკო Sent from my iPad