From : Ekaterine Tikaradze <etikaradze@yahoo.de>
To : David Sergeenko
Subject : საჩხერე
Received On : 15.03.2017 07:37

 სალამი 
გიგზავნი ძალან ზოგად მონახაზს, ამ ჭრილში ვფიქრობ, მეტი კონკრეტიკა არ მინდოდა  ჩემი აზრები რომ არ შემომეხვია. 



შესავალი 

საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების არსებობის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც იგი საქართველოს ერთ-ერთი რიგითი რაიონული სამედიცინო დაწესებულებიდან ევროსტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ულტრათანამედროვე სამედიცინო და სამკურნალო აპარატურით აღჭურვილ სამედიცინო კომლექსად გადაიქცა. თუმცა ეს კლინიკა მდიდარი ტრადიციების მქონე სამედიცინო დაწესებულებას წარმოადგენს, რომელიც 2017 წელს ახლანდელ ტერიტორიაზე თავისი არსებობის ნახევარსაუკუნოვან იუბილეს აღნიშნავს

არსებული კლინიკის ტერიტორიაზე პირველი სამედიცინო დაწესებულება 1967 წელს გაიხსნა. იგი თავიდანვე როგორც ფართო პროფილის მქონე რაიონულ საავადმყოფოდ იქნადაგეგმილი, რომელიც 250 სტაციონალურ პაციენტზე იყო გათვლილი და 6 განყოფილებას მოიცავდა: თერაპიულს, სამეანო-გინეკოლოგიურსქირურგიულს, ბავშვთა და ინფექციურ განყოფილებებს, სადაც ეს უკანასკნელი ცალკე არსებულ შენობაში იყოგანთავსებული. რაიონული საავადმყოფოს ბაზაზე ასევე ფუნქციონირებდა პოლიკლინიკაც. თუმცა ეს არ იყო პირველი სამედიცინო დაწესებლება, რომელიც საჩხერეში გაიხსნა.მანამდეც არსებობდა 25 საწოლზე გათვლილი საჩხერის რაიონული საავადმყოფო, რომელიც ორ სართულიან შენობაში იყო განთავსებული დაეგრეთწოდებულ „ზვარზე“ მდებარეობდა.ახლანდელი ............. მაშინ საავადმყოფოში მხოლოდ ორი ძირეთადი განყოფილებით არსებობდა - ქირურგიული და მეან-გინეკოლოგიური. რაიონის მკვიდრნი, ასევე საჩხერის სამედიცინო დაწესებულებაში მოღვაწე კოლეგები დღემდე სითბოთი და მადლიერებით მოიხსენიებენ ადამიანებს, რომლებიც სათავეს უდებენ კლინიკის   სამედიცინო ტრადიციებს და განსაკუთრებლად გულისხმიერ დამოკიდებულებას პაციენტების მიმართ. 

როდესაც საჩხერი კლინიკის მდიდარ და ხანგრძლივ ტრადიციებზე ვსაუბროთ,განსაკუთრებუთ უნდა აღინიშნოს საჩხერის მკვიდრის, ექიმისა და საზოგადო მოღვაწის, ივანე გომართელის სახელი. სამწუხაროდ ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებაად არის ცნობილი, რომ დღევანდელი საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება სწორედ მის სახელს ატარებს. იგი  საჩხერეში, სოფელ გორისაში დაიბადა 1876 წლის 2 ოქტომბესრ. 1900 დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. დახელოვნება გაიარა მოსკოვსა და გერმანიაში. რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა ჰანოვერისა და ბერლინის კლინიკებში. 1902 წლიდან იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელთა საზოგადოების“ გამგეობის წევრი, პუბლიცისტი, ლიტერატორი, კრიტიკოსი და სამეცნიერო ლიტერატურის ავტორი. აქტიურად მონაწილეობდა ქოლერის, შავი ჭირისდა სხვადასხვა ბავშვთა ეპიდემიოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში. მან საკუთარი ხარჯებით ააგო თავის მშობლიურ სოფელ გორისაში ორსართულიანი სამედიცინო დაწესებულება, სადაც იგი უფასოდ მკურნალობდა ავადმყოფებს.

 

და ნინო გოშაძე. ამ უკანასკნელის შთამომავლობა დღემდე აგრძელებს საჩხერის კლინიკაში აქტიურ მოღვაწეობას.

 

 

 

თავისი არსებობის მანძილზე საჩხერის კლინიკამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარაპირველი ეტაპი როგორც უკვე აღინიშნა 1967 წლიდან იღებს სათავეს. მაშინ საჩხერის რაიონულ საავადმყოფოს დაახლიებით 500 კაციან კოლექტივს ვასილ ჯაფარიძე ხლმძღვანელობდადა მის კონტინგენტ დაახლიებით 45 – 47 ათასი შეადგენდა, აქედან დაახლოებით 17 000 ბაშვი დამოზარდი. ყოველწლიურად სამედიცინო დაწესებულება 6 დან 7 ათასამდე პაციენტს უწევდა სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურეობას. 

1985 წელს კლინიკას სათავეში ჩაუდგა 

 

საჩხერის მიწისძვრა 

ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად საჩხერის კლინიკის ისტორიაში მაინც 1991 წლის 29 აპრილს მომხდარი ძლიერი მიწისძვრა რჩება, რომელმაც ყველაფერი შეცვალა არა მარტო კლინიკის, არამეტ მთელი საჩხერის ცხოვრებაში. რაიონის მკვიდრნი დღემდე ყველა მნიშვნელოვან მოვლენას ასე აღნიშნავენ - მიწისძვრამდე და მიწის ძვრის შემდეგ, რადგან მას მერე უკვე აღარაფერი იყო ისე, როგორც მანამდე. 

1991 წლის 29 აპრილი ორშაბათი იყო - ერთი „ჩვეულებრივი“ კვირის „ჩვეულებრივი“ დასაწყისი. თუმცა, იმან, რაც ნაშუადღევს 13 საათსა და 13 წუთზე მოხდა, მთლიანად შეცვალა და ჩვეული კალაპოტიდან ამოაგდო არა მარტო საჩხერის რაიონული საავადმყოფოს წინანდელიცხოვრების რიტმი. 9 ბალიანი მიწისძვრის ეპიტცენტრი ეგრეთწოდებული თოფარა-საბვის ხევის აღმოსავლეთით, სიფელ ხაეთთან ახლოსმდებარეობდა. გამანდგურებელი რყევების შედეგად სახე ეცვალა აღნიშნულ ქედსა და სრულიად შეიცვალა მანამდე არსებული ლანდშაფტი. ჩამოიშალა კლდის მასივი, რომელმაც მთლიანად გადაკეტა მდინარე ხახითის წყის ვიწრო ხეობა, რის შედეგადაც წარმოიქმნა დაახლოებით 100 მეტრის სიგანისა და 300 მეტრი სიგრძის ტბა, მდინარის დონემ კი 20 მეტრით აიწია. მაგრამ რაც ყველაზე ტრაგიკულია, ჩამოშლილი ქანების მასების ქვეშ მოყვა 20 კომლიანი სოფელი ხაეთი დაახლოებით 80ადამიანთან ერთად. 

ამასთან დაკავშირებით საჩხერის კლინიკის ნევროპათოლოგი ბატონი ოქროპირსადუნიშვილი ერთ ამბავს იგონებს: „მაშინ ინფორმაცია ასე სწრაფად არ ვრცელდებოდა, როგორს დღეს. ხახიეთში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ სანამ ოფიციალური ცნობები გავრცელდებოდა, ერთი სინაგურელი გლეხი, რომელსაც შემთხვევით უნახავს მდინარე ხახიანის წყლის გადაკეთილი კალაპოტი, სოფელ პერევისკე გამოეშურა. საქმე იმაშია, რომ სოფელი პერევი უფრო დაბლა, ხეობაში მდებარეობს. უფიქრია, ეს შეგუბებული მდინარე ოდესმე  გადმოვა და სოფელს წალეკავსო. გზად ერთი ტრაქტორისტი უნახავს და იმისთვის უთქვამს ეს ამბავი. ტრაქტორისტს საკუთარი ძალებით უცდია სოფლისთვის საფრთხის არიდება. ამ დროს მოხდა კიდევ ერთი ტრაგიკული შმთხვევა. ხახიეთის წყალმა, რომელიც სინამდვილეში მდინარე კი არა უფრო სოფლის ღელეა, მართლაც გამოანგრია ის დაბრკოლება და მოვარდნილ ღვარცოფს ეს ტრაქტორისტი ემსხვერპლა. თუმცა, ტრაქტორისტის თუ ბუნების ძალით, სოფელი პერევი მაშინ უფრო საშინელ ტრაგედიას გადაურჩა. სხვათაშორის, ის სინაგურელი გლეხი ოსი იყო. ხახიეთიც და სინაგურიც ორივე ძირითადად ოსური სოფლებია, პერევი კი ქართული. ასე გამოეშურა ის ოსი კაცი ქართული სოფლის გადასარჩენად. ამას ახლა ვლაპარაკობ, ახლა, როცა ის სოფლები „იქით“ დარჩნენ, ჩვენ კი - „აქეთ“. თორემ მაშინ ეს ვის აგონდებოდა ისეთი ამბავი ტრიალებდა ირგვლივ.

 

„იმ დროს მთავარი ექიმის მოადგილე ვიყავი სამკურნალო დარგში“ - იგონებს ბატონი ავთანდილ კიკნაველიძე. „ქირურგიული ბლოკის ქვეშ, ძირითადი შენობის ორსართულიანი ფლიგელის პირველ სართულზე ერთი პატარა კაბინეტი მქონდა. იქ ვიჯექი და რაღაცას ვწერდი მიწა რომ პირველად იძრა. ჯერ ვერც კი მივხვდი რა მოხდა. საჩხერეში ადრეც ყოფილა პატარ-პატარა მიწისძვრები, მაგრამ ასეთი  - არასოდეს. აღარ მახსოვს, როდის გავაცნობიერე, რომ ამჯერად ბევრად უფრო ძლიერ მიწისძვრასთან გვქონდა საქმე. ალბათ მაშინ, ის შემზარავი გუგუნი რომ აღარ გათავდა. ეზოში გამოვედი. მე ერთ-ერთი პირელი ვიყავი, იმიტომ, რომ ჩემი ოთახი ახლოს იყო გასასვლელთან, მაგრამ დანარჩენებიც მალე გამოვიდნენ. უცებ საავადმყოფოს ეზო ხალხით გაივსო. ასე გაოგნებულები რამდენ ხანს ვიყავით აღარ ვიცი, მაგრამ მახსოვს განსაკუთრებით შემზარავი სანახაობა: როგორ გავცქეტოით მოგუგუნე მთებს ჩვენი საავადმყოფოს ეზოდან, როგორ ჩამოინგრა ჩვენს თვალაწინ ქედის ერთი ნაწილი და როგორ წამოიღო თან მოდინახეს ძველისძველი ციხე.

არ დავმალავ და თავიდან ძლიერი პანიკა იყო.ჩვნი ერთ-ერთი ექთანი მეორე სართულიდანაც კი გადმოხტა და ორივე ზედა კიდური მოიტეხა. რამდენიმე წუთში დავწმუნდით, რომ ყველა ავადმყოფი და თანამშრომელი ცოცხალი გამოვიდა საავადმყოფოდან. კლინიკის მაშინდელი შენობა, მართალია საკმაოდ დაზიანდა, მაგრამ არ დანგრეულა. ამან გადაგვარჩინა მსხვერპლს. მაშინ, მოგეხსენებათ, მობილური ტელეფონები არ არსებობდა. კავშირი არ გვქონდა არავისთან. არ ვიცოდით ამბავი ოჯახის წევრების, შვილების, ახლობლების შესახებ. თანამშრომლები, განსაკუთრებით ვისაც სკოლის ასაკის ბავშვები ჰყავდა, როგრიგობით გარბოდნენ სკოლაში, სახლში, გაიგებდნენ ახლობლების ამბავს და კან ბრუნდებოდნენ. არავის საავადმყოფო ფაქტიურად არ მიუტოვებია. ასე 15-20 წუთის შემდეგ პირველი დაშავებულებიც გამოჩნდნენ. ფაქტიურად მუშაობა არ შეგვიწყვეტია. მახსოვს, პირველები შენობაში ქირურგიული განყოფილების ბიჭებიშებრუნდნენ. თუმცა ბიძგები მუდმივად მეორდებოდა, მაინც ახერხებდნენ სახვევების, მედიკამენტების და რავიცი, კიდევ რის გამოტანას. ცოტა ხანში საწოლებსაც მიადგნენ  და მალე განსაკუთრებით მძიმე ავადმყოფები საწოლებზეც კი მოვათავსეთ. დაახლოებით ერთი საათს შემდეგ კვე პაციენტების დიდი მასა წამოვიდა. ვენი აფთიაქის შენობა ცალკე მდებარეობდა. იქ ინახებოდა მედიკამენტების და სახვევი მასალების დიდი რაოდენობა. ეს ერთსართულიანი შენობა იყო და ამიტომ საერთოდ არ დაზიანებულა, ასე რომ პირველადი დახმარების გაწევას ვახერხებდით. საკმარისად გვქონდა ტკივილგამაყუჩებელიც და ნარკოტიკიც. რადგანაც ჭიათურისაკენ გზა ჩამოწოლილმა მეწყერმა გადაკეტა, ამიტომ ხალხი იძულებული გახდა ჩვენთან მოსულიყო დახმარებისათვის.მაშინ საგანგებო შემთხვევბისთვის ეგრეთწოდებული „ხელშეუხებელი რეზერვები“ არსებობდნენ, „ენ-ზეს რომ ეძახდნენ. ამ რეზერვბიდან უზრუნველყოფილები ვიყავით საკვებით და სხვა საჭირო ნივთებით. რაღაც დროის მერე მოახერხა რაიონის ხელმძღვანელობამ ინფორმაციის მიღება და გადაცემა და პირველი ვერტმფენებიც გამოჩნდნენ. გამოჩნდა გვარდიაც. საავადმყოფოს ეზოში დიდი, სამხედრო კარავი გაშალეს. განსაკუთრებით მძიმედ დაშავებულები ვერტმფრენებით გადაყავდათ თბილისში, ქუთაისში. ვინც შედარებით მსუბუქად იყო დაშავებული, იმათ სახლებში ვუშვებდით. ჩვენი პაციენტებიც ასე გადავანაწილეთ და დაღამებამდე ყველა დაბინავებული გვყავდა. თუმცა ერთი განსაკუთრებულად ტრაგიკული შემთხვევა არ შემიძლია არ მოვიგონომიწისძვრიდან რამდენიმე საათის შემდეგ მაშველბმა 10 წლის გოგო ამოიყვანეს ნანგრევებიდან. ბავშვი ცოცხალი კი იპოვეს და თბილისშიც მალევე გადაიყვანეს, მაგრამ გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა. მისი პატარა სხელი იმდენად დიდ ხანს იყო ნანგრევების ქვეშ, რომ გოგონას ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი განუვუთარდა და დაიღუპა.

ჩვენ ასეთ საველე პირობებში კარგა ხანს ვიყავით, დაახლოებით 6 თვე ალბათ. მერე ნელ-ნელა კოტეჯებში გადავინაცვლეთ. სულ 8 კოტეჯი გვქონდა. დანიელებმა აგვიშენეს კარგი, ხის კოტეჯები. ასეთ პირობებში ვმუშაობდით ალბათ დაახლოებით 2 წლის განმავლობაში. ვასრულებდით ღამის მორიგეობებს და მუდმივად ვიღებდით პაციენტებს, თუმცა ამბულატორიულ რეჟიმში. 

აღდგენითი სამუშაოები გაჭიანურდა. მართალია მუდმივად მოდიოდნენ არქიტექტორებიც, სეისმოლოგებიც, გეოლოგებიც, ინჟინრებიც, მაგრამ საქმე წინ ძალიან ნელა მიდიოდა. ზოგი მოვიდოდა და იტყოდა შენობის გადარჩენა შეიძლება, მხოლოდ რემონტია საჭიროო, ზოგიც ამბობდა დასანგრევია და თავიდან ასაშენებელიო. ბოლოსდაბოლოს ორი წელი მაინც დასჭირდა, სანამ საავადმყოფოს მუშაობის ნორმალური რეჟიმი აღდგა და ყველა განყოფილებამ უკლებლივ გააგრძელა სრული დატვირთვით მუშაობა.“

 

 

მთლიანად მიწისძვრამ ამბროლაურის, ონის, საჩხერის, ტყიბულის, ჭიათურისა და ჯავის რაიონების 7800 კადრატულ კილომეტრამდე ფართობის ტერიტორია მოიცვა, რომელზეც განლაგებული იყო 700 -მდე სოფელი. დაინგრა და დაზიანდა 4600 შენობა, აქედან 1000 მეტი საცხოვრებელი სახლი.

 

 

თუმცა ამ  9 ბალიან მიწისძვრას დიდი მსხვერპლი არ მოჰყოლია (შედარებისათვის, 1988 წლის 10 ბალიან მიწისძვრას სასომხეთის ქალაქ სპიტაკში ოფიციალური ცნობებით 25 ათასი ადამინი შეეწეირა), მაგრამ მთლიანად განადგურდა სიფელი ხახიეთი. მრავალ სხვა ნაგებობსათან ერთად დაზიანდა და ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი გახდა საჩხერის რაიონული საავადმყოფოს ძირითადი შენობაც. თავისთავად ცხადია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იქნებოდა ასეთი მოვლენის შემდეგ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა დაზარალებული მოსახლეობისათვის. საჩხერის საავადმყოფოს მედპერსონალი 

 

 

დიდი ხნით ადრე მანამ, სნამ საჩხერის რაიონულისაავედმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანება საყოველთაო  

 

საბჭოთა კავშირის ჯანდაცვის სისტემა

ტრანსფორმაციის პერიოდი

ჯანდაცვის რეფორმა დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში

 

პირადი ჯანმრთელობა, მისი შენარჩუნება ყოველი ადამიანისთვის უპირველეს და უმნიშვნელოვანეს საზრუნავს წარმოადგენს.



Sent from my iPhone