From : avtandiltalakvadze@gmail.com
To : David <Sergeenko>
Subject : საწყობი - ვადაგასულის ჩამოწერა
Received On : 17.03.2017 15:45

საღამო მშვიდობისა ბატონო დავით,

2016 წელს შიქმნა კომისია ვადაგასული სახარჯი მასალების ჩამოწერასთან დაკავშირებით და დღეს ჩვენს მიერ ჩამოსაწერი საქონელი იქნა გადაცემული გამანადგურებლებისთვის, აღნიშნულ პროცესს ასევე ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები და მათ მიერაც ასევე იქნა დადასტურებული აღნიშნულის სისწორე რისი დოკუმენტიც ოფიციალურად ხელმოწერილია, ასევე განადგურების ადგილზეც მივლენილი მყავს ჩვენი წარმომადგენლები რომ 24 საათიან რეჟიმში დააკვირდნენ განადგურების პროცესს 4 დღის განმავლობასი რასაც ასევე დავასურათებინებ, სულ ჯამში 115 პოზიცია 2 390 420,11 ლარის ვადაგასული პროდუქცია, ერთადერთი ჩვენი მხრიდან შეიქმნა ტექნიკური პრობლემა ბუღალტერიას საბოლოო სია რომ გადაუგზავნა ჩემმა თანამშრომელმა არ ამოიღო ჩემს მიერ მითითებული 2 ლოტი (ჯამში 252 ლარის ღირებულების) და ატვირთული იქნა საგადასახადოს საიტზე, მე თვითონ ადგილზე პირადად ჩავედი და ვნახე აღნიშნული ლოტები რომ დავრწმუნებულიყავი რომ იდო საწყობში, აღნიშნულთან დაკავშირებით შევადგინეთ შემოსავლეის სამსახურთან აქტი და ხელი მოვაწერეთ რომ შემდგომ არ ყოფილიყო გაურკვევლობა და ასევევ ორშაბათს მომიწევს შემოსავლების სამსახურში ახსნა განმარტების მიცემა  და ამით ამოიწურება  აღნიშნული შემთხვევა, ამ მოცულობიდან გამომდინარე რის აღწერაც გავაკეთეთ და გავანადგურეთ მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა მივეცი თანამშრომელს რადგან ვფიქრობ რომ მთელ პროცეს კარგად გაართვა თავი და კარგი კოორდინირება გაუკეთა.

P.s  კომისიის მუშაობის შედეგებს  განადგურების პროცესის დასრულების შემდგომ წარმოგიდგენთ მოხსენებითი ბარათის სახით.

პატივისცემით, 
ავთო

--

ავთანდილ თალაკვაძე
დეპარტამენტის უფროსი

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 
საქართველო, თბილისი 0159, აკ.წერეთლის გამზ. 144



საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების ყველა

გამწევისაგან მიიღოს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული და

სამომსახურეო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.