| From : | INFORM <inform.ge@gmail.com> |
| To : | Giorgi Kvirikashvili; dkumsishvili@moesd.gov.ge; m.bakhtadze@mof.ge; ttsulukiani@justice.gov.ge; ggakharia@mia.gov.ge; mchkhenkeli@mes.gov.ge; Sozar Subari; Mikheil Janelidze; m.tskitishvili@mrdi.gov.ge; mikheil.giorgadze@culture.gov.ge; David Sergeenko; ლევან დავითაშვილი; Levan Davitashvili; Kakhaber Kakhishvili; Ketevan Tsikhelashvili; lizoria@mod.gov.ge; kakha kala; newsnews299@gmail.com; Nino Giorgobiani; stadumadze@gov.ge; zurab_abashidze@hotmail.com; Tedo Japaridze; Nikoloz Lachkepiani; Beqa Davituliani; David Kirvalidze; Mako M; Khatuna Ivanishvili; Natia Kukuladze; Natia Lzashvili; Sopo Mosidze; Eliso Khachapuridze; ketevandolidze@hotmail.com; Nini Qvatadze; nincho.nemsadze@gmail.com; irina tevdorashvili; George Udzilauri; ilekvinadze@businessombudsman.ge; Davit Qwerty; Levan Karumidze; ekaterina.matiashvili@yahoo.com; Irakli Kobakhidze; Eka Beselia; Zviad Kvatchantiradze; George Volski; Sophie Sopo; ikseso2005@yahoo.com; gphophkhadze@parliament.ge; mamuka mdinaradze; Irina Pruidze; Akaki Zoidze; a.kantaria@mail.ru; Roman Kakulia; Irakli Tripolski; ბიძინა გეგიძე; Zaza Khutsishvili; ngoguadze@hotmail.com; Levan Gogichaishvili; ბექა ოდიშარია; ირაკლი აბუსერიძე; davit tchitchinade; Beka.natsvlishvili@yahoo.com; Giorgi Mosidze; Mariam Jashi; khabareli@mail.ru; Ilia Tsulaia; მიხეილ ყაველაშვილი; Zaza Gabunia; Koba Kobaladze; ლევან კობიაშვილი; Levan Koberidze; რომან მუჩიაშვილი; Gmacharashvili@parliament.ge; დავით სონღულაშვილი; ირაკლი შიოლაშვილი; Gela Samkharauli; Ираклий Хахубия; Otari Danelia; irakliberaia_dsc@yahoo.com; Irakli Beraia; Merab Kvaraia; ედიშერ თოლორაია; Goga Gulordava; Irakli Mezurnishvili; გიორგი თოთლაძე; იოსებ მაკრახიძე; პაატა მხეიძე; Giorgi Begadze; mirzoevs@yahoo.com; გოდერძი ჩანქსელიანი; Gogi Meshveliani; Kakha Okriashvili; Lamia Gumbatova; Tamaz Naveriani; gocha enukidze; Nino Tsilosani; Archil Talakvadze; Genadi Margvelashvili; otto otto; Elguja Gotsiridze; Koba Lursmanashvili; shalvakiknavelidze@yahoo.com; Paata Kvizhinadze; grigol.mikeladze@mail.ru; გრიგოლ ლილუაშვილი; სულხან მახათაძე; კობა ნარჩემაშვილი; Tsotne Zurabiani; Fati Khalvashi; Nukri Bejanidze; ილია ნაკაშიძე; gia kopadze; enzelmkoyan@gmail.com; Tamar Chugoshvili; Tamuna Khulordava; skatsarava@parliament.ge; Kakha Kuchava; Zviad64@hotmail.com; Gia Jorjoliani; Ikovzanadze@parliament.ge; Archil Khabadze; xabelovileri@yahoo.com; vjafaridze@mail.ru; Isko Daseni; Dimitri Samkharadze; miriantsiklauri@yahoo.com; g.kakhiani@yahoo.com; Dimitri Tskitishvili; bukiagiga@yahoo.com; გიგა ბუკია; Rati Ionatamishvili; Sos Sos; Endzela Matchavariani; gio ben; Karlo Kopaliani; Gugili Magradze; ruslan pogosyan; mahir darziev; sam.s.manukyan@gmail.com; Shota Shalelashvili; Temur Kokhreidze; Davit Matikashvili; george khatidze; aokhanashvili@parliament.ge; gretalini@yahoo.com; ana gochashvili; koka kandiashvili; Lasha Natsvlishvili |
| Subject : | სახალხო დამცველის განცხადებასა და ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით |
| Received On : | 07.06.2018 08:31 |
გზავნილი (დასაწყისი):
ხორავას ქუჩაზე მოხმდარი ტრაგედია და ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიება თითოეული ჩვენგანისთვის და მთელი საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მგრძნობიარეა, თუმცა ყველა უნდა ვეცადოთ ემოციური მიდგომის ნაცვლად, მაქსიმალურად დავეხმაროთ სიმართლის დადგენას.
ბოლოდროინდელი მოვლენების შედეგად, ქმედითი და ძალიან მნიშვნელოვნი, შემდეგი ნაბიჯები გადაიდგა:
1) შეიქმნა საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელშიც უმცირესობა უმრავლესობით არის წარმოდგენილი. აღნიშნული ნაბიჯი სწორედ იმისთვის გადაიდგა, რომ არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობდეს ხელისუფლების ინტერესებთან დაკავშირებით. აღნიშნული ფორმატი სწორედაც რომ გამორიცხავს მსგავს თეორიულ შესაძლებლობასაც კი.
კომისია უპრეცენდენტო მოვლენაა ჩვენი საპარლამენტო ცხოვრების პროცესში. ამ ფორმატს საკმაოდ დიდი მანდატი გააჩნია და უახლოეს მომავალში დეპუტატები ინტენსიურ მუშაობას დაიწყებენ.
2) პარალელურად შსს-ში ინტენსიურად მიმდინარეობს გამოძიება ხორავას საქმეზე შესაძლო მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით. გამოძიება დანაშაულის შესაძლო დაფარვის, გამოძიებასა და მოწმეებზე ზემოქმედებაზე.
შსს-ს მხრიდან უკვე არაერთი პირი დაიკითხა და დაკითხვის პროცესი კვლავაც გრძელდება. ყველას უნდა ესმოდეს, რომ საგამოძიებო პროცედურებს დრო სჭირდება. ვერავინ იტყვის და არასერიოზულია რომ რამდენიმე დღეში შესაძლებელი იყოს ასეთი რთული და კომპლექსური საქმის თითოეული დეტალის დადგენა.
3) ძალიან მნიშვნელოვანია,
რომ მთავარმა პრკურორმა გამოიჩინა პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტი და თანამდებობა დატოვა. ეს ნაბიჯი ადასტურებს, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის მთავარია ხალხის ნდობა და არა თანამდებობა.
მოგეხსენებათ, რომ კანონით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, მიმდინარეობს ახალი მთავარი პროკურორის არჩევის პროცესი.
4) ამ მოვლენების პარალელურად, ჩვენ ვიცით, რომ საზოგადოების მხრიდან მიმდინარე გამოსვლების ფონზე,
აპოლიტიკური ახალგაზრდების ჯგუფმა, საკუთარი ინიციატივით
საზოგადოებრივი საგამოძიებო კომისია შექმნა, სადაც ზაზა სარალიძეც მიიწვიეს.
მისასალმებელია, რომ საზოგადოებრივი კონტროლის ეს ფორმატი თავად საზოგადოებაშივე შეიქმნა. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით საზოგადოების კონსტრუქციულ და ჯანსაღ ჩართულობას მიმდინარე გამოძიების მონიტორინგის პროცესში.
5) პროცესში აქტიურად არის ჩართული სახალხო დამცველის აპარატი. ომბუდსმენი თავის მხრივ აწარმოებს საქმის დამოუკიდებელ მოკვლევას და ამავდროულად გამოხატავს მზაობას, რომ აქტიურად ითანამშრომლებს
საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან.
ამ ყველაფრის ერთობლიობა გვაძლევს საფუძველს, რომ ეს საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი, ისე, რომ არავის არანაირი კითხვის ნიშანი და უსამართლობის განცდა არ დარჩეს.