From : Zaza Gabunia <zazagabunia.zg@gmail.com>
To : lizoria@mod.gov.ge; mchkenkeli@mes.gov.ge; levan.davitashvili@moa.gov.ge; s.subari@mra.gov.ge; kkahishvili@moc.gov.ge; David Sergeenko; mikheil.giorgadze@culture.gov.ge; Dimitri Kumsishvili; ttsulukiani@justice.gov.ge; m.bakhtadze@mof.ge; ggakharia@mia.gov.ge; Ketevan Tsikhelashvili
Subject : სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი
Received On : 30.04.2018 12:02
Attachments :

ქალბატონო და ბატონო მინისტრებო, ჩემი და რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის სახელით, მაქვს პატივი მოგიწვიოთ "პირველ ყოველწლიურ ფორუმზე - სახელწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი", რომელიც დაფუძნდება და ჩატარდება ქალაქ ახალციხეში 5-6 მაისს.

ფორუმს დაესწრებიან და სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე.

ეს, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელსუფლებას შორის ინსტიტუციური დიალოგის მუდმივმოქმედ ფორმატში წარმართვის პირველი პრეცედენტია. 

ფორუმის მიზანია, შეიქმნას მაღალი დონის საკონსულტაციო მექანიზმი ცენტრსა და თვითმმართველობას შორის, რაც გაზრდის როგორც ზოგადად დიალოგის შესაძლებლობას, ისე, ცალკეულ სექტორულ მიმართულებებში არსებულ გამოწვევებზე, ცენტრსა და რეგიონებს შორის თანამშრომლობას გადაიყვანს სრულიად ახალ სიმაღლეზე.

წერილს თან ერთვის მოსაწვევის ელექტრონული ვერსია და დღის წესრიგი. 

პატივისცემით
ზაზა გაბუნია 

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე

Zaza Gabunia MP

Chairman of the Regional Policy and Self Government Committee