| From : | Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge> |
| To : | David Sergeenko |
| Subject : | სენფორდი 2018 |
| Cc : | Maia Lagvilava; Sopo Belkania |
| Received On : | 27.04.2018 06:52 |
ბატონო
დავით,
მოგეხსენებათ,
რომ 2015
წელს
დაავადებათა
კონტროლისა
და
საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის
ეროვნულ
ცენტრსა (შემდგომში
ცენტრი)
და
სენფორდის
გამომცემლობას
შორის
გაფორმდა
ხელშეკრულება,
რომლის
შესაბამისადაც
ქართულ
ენაზე
ითარგმნა
და
დაიბეჭდა „სენფორდის
ანტიმიკრობული
თერაპიის
სახელმძღვანელოს“ 45-ე
გამოცემის (2015) 3,000
ეგზემპლიარი.
ასევე,
მისი
ელექტრონული
ვერსია (პდფ ფაილის
სახით გამომცემლობის
ნებართვით) ატვირთულ
იქნა
ცენტრის
ვებ-გვერდზე,
სადაც
იგი
ხელმისაწვდომია
ნებისმიერი
მსურველისთვის.
დამატებით,
ცენტრის
მიერ
ექიმებისთვის
ჩატარდა
სწავლება
სახელმძღვანელოს
სწორად
გამოყენების
მეთოდიკის
შესახებ.
აღნიშნულ
სახელმძღვანელოს
საკმაოდ
დადებითად
შეხვდა
საქართველოს
სამედიცინო
საზოგადოება.
მოგეხსენებათ,
რომ
წიგნი
საქართველოს
თითქმის
ყველა
სამედიცინო
დაწესებულებას
უფასოდ
დაურიგდა,
თუმცა
მოთხოვნა
იმდენად
დიდი
იყო,
რომ
ჩვენ
არაერთი
წერილი
მივიღეთ
კლინიკების
მხრიდან,
მათთვის
დამატებითი
სახელმძღვანელოების
გადაცემის
მოთხოვნით.
თქვენთვის
ცნობილია,
რომ „სენფორდის
ანტიმიკრობული
თერაპიის
სახელმძღვანელო“
ყოველწლიურად
გამოიცემა,
სადაც
აისახება
ინფორმაცია
ინფექციური
სნეულებების
ახალი
სამკურნალო
საშუალებების
შესახებ,
ახლდება
ზოგიერთი
პრეპარატის
დოზირება
და
რეზისტენტული
შტამებით
გამოწვეული
ინფექციების
მკურნალობის
ტაქტიკა.
ცენტრი
ინარჩუნებს
მჭიდრო
ურთიერთობას
სენფორდის
გამომცემლობასთან.
მათ
გვაცნობეს,
რომ
სახელმძღვანელოს 2018
წლის
ვერსია
მნიშვნელოვნად
განახლებულია 2015
წლის
ვერსიასთან
შედარებით
და
მიზანშეწონილია
სამედიცინო
საზოგადოებისთვის
მისი
მიწოდება.
ზემოთთქმულიდან
გამომდინარე,
გთხოვთ თქვენთვის მისაღებ დროს განვიხილოთ
ახალი
ხელშეკრულების გაფორმების საკითხი - კერძოდ:
„სენფორდის
ანტიმიკრობული
თერაპიის
სახელმძღვანელოს“ 2018
წლის
ვერსიის
თარგმნის,
ადაპტირებისა
და
გამოცემისათვის.
წიგნი
კვლავ
დაიბეჭდება 3,000
ეგზემპლიარად
და
მისი
ელექტრონული
ვერსია
კვლავ
ხელმისაწვდომი
იქნება
ცენტრის
ვებ-გვერდზე.
აღნიშნულ
საქმიანობასთან
დაკავშირებული
წინასწარი
ხარჯები ასე გამოიყურება:
ხელშეკრულების
ღირებულება:
·
ელექტრონული
ვერსიის
ვებ-გვერდზე
ატვირთვის
საფასური - 2,500
აშშ
დოლარი
·
სალიცენზიო
გადასახადი
ერთ
ასლში - 1.75
აშშ
დოლარი
x 3,000 ეგზემპლიარი = 5,250
აშშ
დოლარი
ჯამურად = 7,750
აშშ
დოლარი
სახელმძღვანელოს
თარგმანი,
რედაქტირება
და
დაკაბადონება:
·
თარგმნა (4
პირი) - 500
ლარი
x 4
პირი = 2,000
ლარი
·
რედაქტირება (1
პირი) - 400
ლარი
·
დაკაბადონება (1
პირი) - 600
ლარი
ჯამურად = 3,000
ლარი
სახელმძღვანელოს
დაბეჭდვა 3,000
ეგზემპლიარად
·
ერთეულის
ღირებულება - 3.2
ლარი
x 3,000
წიგნი = 9,600
ლარი
საბოლოო
ჯამი - 31,700
ლარი
7,750
აშშ
დოლარის
ექვივალენტი
ლარში (დღევანდელი
კურსით
დაახლოებით 19,000
ლარი)
3,000 ლარი
9,600 ლარი
ვფიქრობთ ამ სახელმძღავნელოს გამოყენების დამკვიდრება დადებითად წაადგება ნოზოკომიური და საერთოდ ინფექციების კონტროლის,
ანტიმიკრობული რეზისტენტობის და უწყვეტი სამედიცინო განათლების საკითხების შემდგომ განვითარებას ქვეყანაში.
პატივისცემით
ამირანი