From : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : სიკვდილიანობის მასალა
Received On : 05.10.2017 17:15
Attachments :

ბატონო დავით,

 

გიგზავნით ორ მასალას გუშინ განხილულ საკითხებთან დაკავშირებით:

 

1.      2016 წლის მოკლე სატატისტიკური ცნობარის ძირითადი მიგნებები (შეიძლება მისი კიდევ უფრო კომპაქტური ვარიანტიც გაკეთდეს);

2.      სიკვდილიანობა საქართველოში, რომელზედაც დღეს საქსტატის დემოგრაფიული სამმართველოს ექსპერტთან ერთად ვიმუშავეთ.

 

GBD შეფასება, რომელიც გუშინ გაჩვენეთ, იყო .. ივნისის პროექტის (დრაფტის), რომელიც როგორც პარტნიორებს მოგვეწოდა. ეს მონაცემები 2017 წლის სექტემბერში  ლანცეტის პუბლიკაციაში განახლდა (2017 წლის 16 სექტემბრის პუბლიკაცია), თუმცა უკანასკნელ შეფასებებს ვერ დავეთანხმებით, ვინაიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ექსპერტთა და ჩვენი აზრით, გარდაცვალების რეგისტრაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 2011 წლიდან, ხოლო 95%- გადააჭარბა 2013-2014 წლებში.  ამიტომ გარდაცვალების სისრულის (მოცვის) მატებას, როგორც 95%-ზე მეტს მხოლოდ 2016 წელს, არგუმენტად ვეღარ გამოვიყენებთ.

 

ერთად-ერთი არგუმენტი სიკვდილიანობის აბსოლუტური რიცხვის ზრდისა რაზეც შევჯერდით არის ის, რომ ეს ზრდა არ არის სტატისტიკურად სარწმუნო, არ გამოოდის სარწმუნოების ინტერვალიდან და მსგავსი ნახტომები ბოლო 25 წელიწადში იყო რამოდენიმეჯერ. როგორც დემოგრაფებმა გვითხრეს შესაძლებელია ეს წელს კიდევ შეიცვალოს. ასევე ის საერთო მიზეზები რაც ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიულ  პრობლემებთან არის დაკავშირებული და საჭიროებს მათთან ერთად უფრო სიღმრისეულ განხილვას.

 

ამ წერილს სხვებთან არ ვაკოპირებ გარკვეული მოსაზრებით, რადგან არასასიამოვნოდ მივიჩნევ იმ ფაქტს, რასაც ნახავთ მე-3 გვერდზე. ამ 1650 შემთხვევიდან პოზიტიურია, რომ სიკვდილიანობა შემცირებულია ბავშთა ასაკში, მაგრამ მომატებულია 60-69 წლის ასაკობრივ ჯგუფში. ეს შეიძლება ბევრმა ვერ შეამჩნიოს, მაგრამ სერიოზული განსჯის საგანია.

 

ამ და სხვა საკითხებზე შეგვიძლია გავმართოთ დამატებითი კონსულტაციები ან შევხვდეთ. ერთად-ერთი ხვალ მე პირადი მიზეზის გამო ვერ ვიქნები ხელმისაწვდომი 17.30-ის შემდეგ.12.00-15.00 გვაქვს ასევე იუნისეფთან ერთად წინასწარი  განხილვა იოდურიის მნიშვნელოვანი კვლევისა.

შაბათ-კვირას ან დილით ნებისმიერ დროს მზად ვარ შეხვედრისთვის.

 

 

პატივისცემით

 

ამირანი