ბატონო დავით,
სომხეთის დელეგაციის საპატივცემულოდ დღეს საღამოს 8 სთ-ზე ფუნიკულიორზე
დაგეგმილ ვახშამთან დაკავშირებით ქართულ მხარეს ეთხოვა 7:30-ზე ფუნიკულიორზე
მიბრძანება შემდეგნაირად: სომხეთის დელეგაცია 7:30 სთ-ზე იქნება ჭონქაძის ქუჩაზე
საბაგიროსთან (ე.წ. ტრამვაი) და პრემიერ-მინისტრთან ერთად ავლენ საბაგიროთი
ფუნიკულიორზე.
მინისტრებს შეუძლიათ როგორც საბაგიროთი დელეგაციასთან და პრემიერ-მინისტრთან
ერთად საბაგიროთი ასვლა, რა შემთხვევაშიც 7:30 სთ-ზე უნდა მიბრძანდეთ საბაგიროს
სადგურთან ჭონქაძეზე, ასევე - თუ მანქანით გირჩევნიათ, მაშინ პირდაპირ
რესტორანში მისვლა 7:30 სთ-ზე, თქვენი შეხედულების მიხედვით.
რაც შეეხება ხელმოსაწერ შეთანხმებასა და სომხეთის ახალი ჯანდაცვის მინისტრისადმი
გადასაცემ საჩუქარს, ისინი გადავეცით პრემიერის პროტოკოლს და ისინი
უზრუნველყოფენ როგორც ხელმოწერის პროცედურებს, ასევე - საჩუქრის გადაცემას
თქვენი სახელით, პრემიერთან შეხვედრის შემდეგ.
ამასთან, წარმოგიდგენთ განახლებულ პროგრამას, რომელშიც შეხვედრის დროები არ
შეცვლილა, მხოლოდ მიწერილი აქვს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრასა და ვახშამზე
მიწვეულ პირთა სია. როგორც გვაცნობეს, მინისტრები 24 თებერვლის ღონისძიებებში
არ მონაწილეობენ.
პატივისცემით,
ნანა