From : gkacharava <gkacharava@jamc.ge>
To : David Sergeenko
Subject : სუბსპეციალობები
Received On : 03.12.2016 10:55

დათო,

 

დაახლოებით 1.5 წლის წინ შეჩერდა  სუბსპეციალობა ექოკარდიოგრაფიაში, იმ მოტივით, რომ კარდიოლოგიის რეზიდენტურის პროგრამაში გამოჩნდა ტრანსთორაკალ. ექოკარდიოგრაფიაც (TTE) და საჭირო გახდა არსებული პროგრამისთვის  ახალი ფორმატის მოძებნა რაც ლოგიკურია. სამინისტრომ (ნათია ნოღაიდელი) შემოგვთავაზა ახალი ფორმატი, რომლითაც TTE იქნებოდა დახელოვნების პროგრამის ნაწილი, კარდიოლოგთათვის, რომელთაც რეზიდენტურა უფრო ადრე ჰქონდათ დამთავრებული, ხოლო ე.წ. advanced training  წარმოდგენილი იქნებოდა სუბსპეციალობის სახით, რაც სხვასთან ერთად მოიცავდა  ტრანსეზოფაგურ (TEE), სტრესს და 3 განზომილებიან ექოს.

 

ჩვენმა სამუშაო ჯგუფმა წარადგინა ორივე მათგანი და აქ გავიჭედეთ. პარალერულად საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოებამ ( ა.ალადაშვილი) წარადგინა თავისი პროგრამა. საბჭო ვერ წყვიტავს რომელი მათგანი აიღოს საბაზისოდ და გვთხოვს, რომ ერთმანეთში მოვრიგდეთ. რამოდენიმე შეხვედრა გვქონდა კიდევაც. მაგრამ არაფერი გამოვიდა.  ძირითად წინააღმდეგობას ქმნის შემდეგი საკითხები: ჩვენი პროგრამა მოიცავს

ა) ერთიან გამოცდას მიუხედავად იმისა, რომელ ბაზაზეც არ უნდა გქონდეს გავლილი ექოკარდიოგრაფია.

ბ) გამოცდა არ უნდა იყოს ზეპირი და უნდა მოცავდეს ე.წ. multiple choice კითხვებს.

გ) გამოცდას უნდა ატარებდეს სამუშაო ჯგუფი, რომლის სეპციალისტების ნაწილს (საქართველოში ასეთი 7-ია) ევროპის ექოკარდიოგრაფიის ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვთ ე.წ, grader სტატუსი და რომლებიც ასწორებენ ფრანგი, გერმანელი, ინგლისელი, ბელგიელი, ჰოლანდიელი და ა.შ ექიმების საგამოცდო ნაშრომებს. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ერთის მხრივ წარმოვაჩინო შეფასების ხარისხი და მეორეს მხრივ გამოვკვეთო წარმატება: რომლის მიხედვითაც ჩვენი სეპციალისტები ევროპელ კოლეგებთან ერთად წყვეტენ მოწინავე ევროპელი კარდიოლოგების კვალიფიკაციის საკითხს ექოკარდიოგრაფიაში.

 

რაც მთავარია ჩვენი პროგრამით შენარჩუნებულია მთავარი პრინციპი - ასწავლის სამედიცინო ცენტრი გამოცდას იბარებს ასოციაცია. ანუ მასწავლებელი და გამომცდელი სხვადასხვაა. ჩვენ მომხრე ვართ საგამოცდო კომისია იყოს შეძლებისდაგვარად წაგენლობითი (კარდიოლოგიური ასპციაციები, ლიცენზირების სააგენტო და ა.შ.) და ამაში ვერ ვხედავთ პრობლემას.

ჩვენი ოპონენტების აზრით

ა)  საჭიროა არაა არანაირი ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფიის მით უმეტეს 3D ექოკარდიოგრაფიის და სტრესს ტესტების სწავლება.

ბ) პროგრამას უნდა ხემძღვანელობდეს საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება, მაგრამ რას ნიშნავს „ხელმძღვანელობა“ რჩება სრულიად გაუგებრად.

გ) საჭიროა არაა არანაირი გამოცდა და რეკომენდაციის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყვიტოს უშუალოდ ხელმძღვანელმა, რაც ზრდის სუბიექტივიზმს შეფასებისას და  სრულიად არ შესაბამაბა თანამედროვე დასავლურ პრაქტიკას.

 

ძალიან გვიჭირს შეთანხმება აქ მარტო ის საკითხი არაა თუ ვის უფრო ეკუთვნის სწავლების განხორციელება. აქ საწორზე დევს სწავლების ხარისხი და მისი შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან, რისი დათმობაც ჩვენს ჯგუფს ძალიან უჭირს. ამ ეტაპზე ვართ ჩიხში. გრძელდება დაუსრულებელი კონსულტაციაები და შეხვედრები ექოკარდიოგრაფიის სასწავლო პროგრამა კი უკვე 1.5 წელია არ მუშაობს.  იქნებ რამენაირად შევძლოთ საკითხის დაძვრა.

 

პატივისცემით

 

გიორგი კაჭარავა