| From : | Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge> |
| To : | David Sergeenko |
| Subject : | სურსათის უვნებლობა |
| Received On : | 05.01.2018 11:14 |
ბატონო დავით,
კიდევ ერთხელ გადავხედე აღნიშნული საკითხის ირგვლის არსებულ ნორმებს. შევნიშნავთ, რომ არსებული მოცემულობა არის შემდეგი:
კანონმდებელი მოითხოვს, რომ სურსათი უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. შესაბამისად, თუ კონკრეტული პროდუქტის მახასიათებლები შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის ნორმებს (მათ შორის ზღვრულად დასაშვები პარამეტრებს, რასაც ადგენს მაგ. მთავრობის 09/11/2015 N567 დადგენილება) ითვლება, რომ პროდუქტი უვნებელია.
შესაბამისად, ისმის კითხვა თუ აჭარბებს რა ხდება? ამ შემთხვევაში კანონმდებელი მოიხსენიებს ორ ტერმინს „მავნე სურსათი“ და „საშიში პროდუქცია“.
მავნე სურსათად მიიჩნევა, თუ:
ა) იგი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/ და ჯანმრთელობას;
ბ) არ არის მიზანშეწონილი ადამიანის მიერ მისი მოხმარება.
კანონმდებლობა სამწუხაროდ არ განმარტავს რა არის საშიში პროდუქცია, მას ვხვდებით მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის მიხედვითაც დგება პასუხისგებლობა შემდეგი კვალიფიკაციით:
1. ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია, ანდა ასეთ პროდუქციაზე ეტიკეტის უკანონოდ გამოყენება, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით სამ წლამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
3. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შეიძლება დავასკვნათ, რომ თუ პროდუქტის მახასიათებლები შეესაბამება ზღვრულად დასაშვებ ნორმებს პროდუქცი აკმაყოფილებს უვნებლობის მოთხოვნებს (პროდუქტი უვნებელია). თუ არის გადაჭარბება, ამ შემთხვევაში პროდუქტი არ არის უვნებელი და გადადის მავნეს კატეგორიაში, რომლის დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით (ინდივიდუალური შემთხვევების გათვალისწინებით) შეიძლება მიიღოს „საშიში პროდუქტის“ კატეგორიაც, რაზედაც მსჯელობს კონკრეტული საგამოძიებო ორგანო.
ანუ იმის თქმა მინდა, რომ შეიძლება იყოს პროდუქტი მავნეს კატეგორიაში (მაგ. როგორც ზემოთ აღვნიშნე, - არ არის მიზანშეწონილი ადამიანის მიერ მისი მოხმარება), მაგრამ არ იყოს საშიში ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის.
ასევე გავარკვიეთ როგორია პრაქტიკა:
სურსათის უვნებლობის სპეციალისტები კონკრეტულ პროდუქტში პარამეტრების დარღვევისას განსაზღვრავენ რამდენად ახდენს იგი ზეგავლენას ადამიანის სიცოცხლეზე ან ჯანმრთელობაზე და ან თვითონ აჯარიმებენ ადმინისტრეაციული წესით, ან აგზავნიან სამართალდამცავ ორგანოებში სისხლის დანაშაულის ნიშნების დასადგენად.
რაც შეეხება ჩვენი სამინისტროს პოზიციას აღნიშნულ საკითხზე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თავად შეკითვის შინაარსი. რას ითხოვენ, რის განმარტებას? მაგ. თაფლში ტყვიის შემცველობის მაქსიმალური ოდენობა დადგენილია 0.10 (მგ /კგ ნედლ წონაში) და რომ აღმოჩნდეს 0.11? (ანუ ისმის კითხვა უნდა დადგეს ამაზე სისხლის სამართლის 198-ე მუხლით გათვალისწინებულ პასუხისგებლობა თუ დარჩება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად - მიიჩნევა მავნე პროდუქტად (ა- საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; ბ-არ არის მიზანშეწონილი ადამიანის მიერ მისი მოხმარება).
ამაზე ცალსახა პასუხი სამინისტროს გაუჭირდება, რამდენადაც დაკავშირებულია კონკრეტულ შემთხვევასთან და შესაბამის ექსპერტულ შეფასებასთან. ჩვენ ცალსახად შეიძლება ვთქვათ ის, რომ თუ აღემატება ზღვრულად დასაშვებ ნორმებს ესე იგი პროდუქცი უვნებელი არ არის, თუმცა რა დონეზე საფრთხის შემცველია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ამას ვერ ვიტყვით.
პატივისცემით,