From : Khatuna Chachava <khchachava@moh.gov.ge>
To : David Sergeenko
Subject : სხდომის ოქმის ჩანაწერი
Received On : 15.12.2016 07:31

ბატონო დავით,

 

მოკლედ გიგზავნით სხდომის ოქმის ჩანაწერს , რაც მნიშვნელოვანია და ველოდები თქვენს მითითებებს

 

 

 

 

  მოისმინეს: 

1.       ქალბატონმა ხათუნა ჩაჩავამ კომისიის წევრებს გააცნო სპეციალური შემადგენლობის კომისიის 2016 წლის მუშაობის ანალიზი, სადაც ნათლად ჩანს, რომ წლის მანძილზე გაზრდილია  როგორც ოკუპირებულ  ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთა მხრიდან მომართვიანობა, ასევე,  მათზე გამოყოფილი დაფინანსების მოცულობა.  მანვე აღნიშნა, რომ კომისიის წევრებს შორის არსებობს მუდმივი კონტაქტი და კოორდინაცია.    ამავე დროს,  გამოიკვეთა გარკვეული საკითხები, რომლებიც საჭიროებენ განხილვას და  ურთიერთშეთანხმებული მიდგომის ჩამოყალიბებას.    კერძოდ, აღნიშნა, რომ კომისიის მიზნებიდან და ბიუჯეტიდან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი, კომისიის მიერ ფინანსდებოდეს ისეთი სერვისები, რომლებიც ე. წ. ,,საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამის მოსარგებლე საქართველოს მოქალაქეთათვის  განიხილება როგორც გამონაკლისი, მაგ. მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრის ენდოპროტეზირების ოპერაციები, ინ-ვიტრო განაყოფიერების, პლასტიკური და ესთეტიკური  კორექციის  მიზნით დაგეგმილი ქირურგიული სერვისები (მ.შ. ცხვირის ძგიდის გამრუდების ოპერაციული მკურნალობა),  რეაბილიტაციური  მკურნალობა (მ.შ.ბავშვთა  ნევრ-კუნთოვანი პათოლოგიებისას, ასევე, ნარკოდამოკიდებულებისა  და ალკოჰოლიზმის შემთხევაში); ფიზიოთერაპიული მკურნალობა,მედიკამენტები, განსაკუთრებით აღინიშნა ამბულატორიული  სერვისების  საკითხი. ქ-ნ ხ. ჩაჩავამ  წარმოადგინა რამდენიმე განცხადება,  სადაც პაციენტის  მიერ ასანაზღაურებლად წარმოდგენილია ძვირადღირებული ინსტრუმენტული და ლაბორატორიული  კვლევები და კონსულტაციები. აღინიშნა, რომ უმეტეს შემთხვევებში ამგვარი  კვლევების  ჩატარების  შემდეგ,  არ დამდგარა  სტაციონარული  მკურნალობის  საჭიროება, რამდენიმე შემთხვევაში კი პაციენტს პარალელურად წარმოდგენილი აქვს დაფინანსების განაცხადი სერვისზე, რომლის საჭიროება არ გამომდინარეობს  წარმოდგენილი  კვლევების შედეგებიდან და ამ კვლევების  ჩატარება ხშირ შემთხვევებში არც  შეესაბამება დიაგნოზს. 

 

1.      პაციენტებმა  წინასწარი კვლევების ანაზღაურება მოახდინონ თვითონ და სახელმწიფო ჩაერთოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კვლევების შედეგად დადასტურდება სტაციონარული (მ. შ. ქირურგიული) მკურნალობის აუცილებლობა. 

2.მაქსიმალურად ეცადონ დაამყარონ კონტაქტი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებთან, რათა მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ  ისეთ პაციენტთა გადმოყვანა, რომელთაც პრაქტიკულად არ გააჩნიათ გამოსავლის  დადებითი პროგნოზი.