From : INFORM <inform.ge@gmail.com>
To : Giorgi Kvirikashvili; dkumsishvili@economy.ge; m.bakhtadze@mof.ge; ttsulukiani@justice.gov.ge; ggakharia@mia.gov.ge; mchkhenkeli@mes.gov.ge; Sozar Subari; Mikheil Janelidze; Z Alavidze; mikheil.giorgadze@culture.gov.ge; David Sergeenko; ლევან დავითაშვილი; Levan Davitashvili; Kakhaber Kakhishvili; Ketevan Tsikhelashvili; lizoria@mod.gov.ge; kakha kala; newsnews299@gmail.com; Nino Giorgobiani; Nikoloz Lachkepiani; Mako M; Khatuna Ivanishvili; Gabriel Tsulaia; Beqa Davituliani; Irakli Kobakhidze; Eka Beselia; Zviad Kvatchantiradze; George Volski; Sophie Sopo; ikseso2005@yahoo.com; gphophkhadze@parliament.ge; mamuka mdinaradze; Irina Pruidze; Akaki Zoidze; a.kantaria@mail.ru; Roman Kakulia; Irakli Tripolski; ბიძინა გეგიძე; Zaza Khutsishvili; ngoguadze@hotmail.com; Levan Gogichaishvili; ბექა ოდიშარია; ირაკლი აბუსერიძე; davit tchitchinade; Beka.natsvlishvili@yahoo.com; Giorgi Mosidze; Mariam Jashi; khabareli@mail.ru; Ilia Tsulaia; მიხეილ ყაველაშვილი; Zaza Gabunia; Koba Kobaladze; ლევან კობიაშვილი; Levan Koberidze; რომან მუჩიაშვილი; Gmacharashvili@parliament.ge; დავით სონღულაშვილი; ირაკლი შიოლაშვილი; Gela Samkharauli; Ираклий Хахубия; Otari Danelia; irakliberaia_dsc@yahoo.com; Irakli Beraia; Merab Kvaraia; ედიშერ თოლორაია; Goga Gulordava; Irakli Mezurnishvili; გიორგი თოთლაძე; იოსებ მაკრახიძე; პაატა მხეიძე; Giorgi Begadze; mirzoevs@yahoo.com; გოდერძი ჩანქსელიანი; Gogi Meshveliani; Kakha Okriashvili; Lamia Gumbatova; Tamaz Naveriani; gocha enukidze; Nino Tsilosani; Archil Talakvadze; Genadi Margvelashvili; otto otto; Elguja Gotsiridze; Koba Lursmanashvili; shalvakiknavelidze@yahoo.com; Paata Kvizhinadze; grigol.mikeladze@mail.ru; გრიგოლ ლილუაშვილი; სულხან მახათაძე; კობა ნარჩემაშვილი; Tsotne Zurabiani; Fati Khalvashi; Nukri Bejanidze; ილია ნაკაშიძე; gia kopadze; enzelmkoyan@gmail.com; Tamar Chugoshvili; Tamuna Khulordava; Sophiko katsarava; Kakha Kuchava; Zviad64@hotmail.com; Gia Jorjoliani; Ikovzanadze@parliament.ge; Archil Khabadze; xabelovileri@yahoo.com; vjafaridze@mail.ru; Isko Daseni; Dimitri Samkharadze; miriantsiklauri@yahoo.com; g.kakhiani@yahoo.com; Dimitri Tskitishvili; bukiagiga@yahoo.com; გიგა ბუკია; Rati Ionatamishvili; Sos Sos; Endzela Matchavariani; gio ben; Karlo Kopaliani; Gugili Magradze; ruslan pogosyan; mahir darziev; sam.s.manukyan@gmail.com; Shota Shalelashvili; Temur Kokhreidze; Davit Matikashvili; george khatidze; aokhanashvili@parliament.ge; gretalini@yahoo.com; ana gochashvili; koka kandiashvili; Lasha Natsvlishvili
Subject : ტაქსების რეგისტრაციასთან დაკავშირებით
Received On : 24.01.2018 19:58

თბილისის მერიამ დაიწყო ერთ-ერთი უმთავრესი პროგრამული დანაპირების, სატრანსპორტო პოლიტიკის, მოწესრიგება.

რეფორმები რამდენიმე მიმართულებით განხორციელდება:
შესაბამის უწყებებთან ერთად, კერძო სექტორის ჩართულობით შემუშავდება ცვლილებები, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე;
დაიწყება ავტობუსების პარკის განახლება; განხორციელდება მეტროს რეაბილიტაცია; მოეწყობა ე.წ. ბასლაინები; დაიწყება სატრანსპორტო ნაკადების მართვის საპილოტე პროექტები, მაღალგანვითარებულ ქვეყნებში აპრობირებული სქემების გათვალისწინებით, მათ შორის - მიკროავტობუსების გაჩერების მოწესრიგებისთვის, დასუფთავების, სადისტრიბუციო და სამშენებლო ტრანსპორტის გადაადგილების გრაფიკის დარეგულირებისთვის; სატრანზიტო ტვირთების ქალაქის გზებით გადაადგილებასთან დაკავშირებით ჯარიმების გაზრდისთვის და ა.შ. 

ამასთან, მუშაობა მიმდინარეობს მსუბუქი ტაქსების აღრიცხვიანობის მოწესრიგებისთვის, რათა ეტაპობრივად, ისე, რომ ამ სფეროში დასაქმებულებს მძიმე ტვირთად არ დააწვეს, შევძლოთ ტაქსების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. საუბარია ისეთ მარტივ რეგულაციებზე, როგორიცაა ბაზაში რეგისტრაცია, ტაქსის ტრაფარეტის სავალდებულო წესით ქონა და სხვა. 

მკაფიოდ უნდა აღინიშნოს, რომ ტაქსების აღრიცხვა რეალურად არ უმძიმებს მდგომარეობას იმ ადამიანებს, ვინც ამ საქმიანობით არის დაკავებული.  რეგულირების პირველი ეტაპი მხოლოდ  რეგისტრაციის ნებართვის აღების ძალიან მარტივ ფორმას მოიცავს. არანაირი სხვა ვალდებულება ამ ადამიანებს არ აქვთ. პირველ ეტაპზე, მოთხოვნა იქნება, რომ თან იქონიონ მიღებული ნებართვა და გადაადგილდნენ ტაქსის აღმნიშვნელი ნიშნით ან ტრაფარეტით, სხვა არაფერი.

ამ დარგის მოწესრიგება მნიშვნელოვანია, როგორც სისტემის განვითარების პერსპექტივის განსაზღვრისთვის, ასევე უპირველესად ჩვენი და ჩვენი შვილების  უსაფრთხოებისთვის და გადაადგილების მინიმალური სტანდარტების შექმნისა და ეტაპობრივად დახვეწისთვის.
 
აღრიცხვის შედეგად ჩნდება მეტი უსაფრთხოების, ხარისხის გაუმჯობესების და დარგის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის განსაზღვრის პირობები.

აღრიცხვა გააუმჯობესებს სერვისის ხარისხს რგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის. ხშირია შემთხვევა, როდესაც ტურისტებსაც და ჩვენს მოქალაქეებსაც არაადეკვატურად ეპყრობიან და ამ ეტაპზე იმის დადგენაც კი შეუძლებელია, საქმე ტაქსის მძღოლთან გვაქვს, თუ სხვა რიგით მძღოლთან.
 
რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ვერავითარ რეალურ საბაბს ვერ პოულობენ, მერიიის ეფექტიანი რეფორმების გასაკრიტიკებლად და ჩვეულებისამებრ, ეპატაჟური ქმედებებით, მათივე გამოგონილი თემებით ცდილობენ, რეალურად საჭირო რეფორმების დემონიზაციას. 
რაც ცხადია არ გამოუვათ, რადგან მოქალაქეები კარგად არჩევენ შავს და თეთრს და იციან რეალურად რამდენად მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაზეა საუბარი.