| From : | Gloveli, Tengis <Tengis.Gloveli@charite.de> |
| To : | David <Sergeenko> |
| Subject : | ტვინის კომპლექსური კვლევის პერსპექტივები საქართველოში |
| Cc : | Gloveli; Tengis |
| Received On : | 20.07.2017 22:59 |
| Attachments : |
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს,
ბატონ დავით სერგეენკოს
ბატონო მინისტრო!
მე გახლავართ ნეიროფიზიოლოგი, ბერლინის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი.
გთხოვთ ბმულით იხილოთ ჩემი კონცეფცია ტვინის კომპლექსური კვლევის პერსპექტივებზე საქართველოში. დიდად მოხარული ვიქნები თუ მექნება საშუალება შევიტყო თქვენი
აზრი, გავითვალისწინო შენიშვნები და რეკომენდაციები ამ საკითხზე. კერძოდ, მოხარული ვიქნები, თუ მომეცემა თქვენთან მოკლე ხნით პირადად შეხვედრის საშუალება. თუ გამონახავთ დროს და მიმიღებთ თბილისში ჩემი მივლინების პერიოდში ამა წლის 22-დან 31 ივლისამდე, სიამოვნებით
მოგახსენებთ უფრო დაწვრილებით ჩვენი გეგმების შესახებ.
წინასწარ გიხდით დიდ მადლობას პასუხისათვის!
პატივისცემით,
თენგიზ გლოველი